Pectolote - პექტოლოტი სიროფი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 15,73 GEL რეგულარული ფასი 21,96 GEL
მარაგშია
SKU
61392_2523

ჩვენება:ხველა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას, მშრალი და პროდუქტიული ხველა, ყივანახველა.

შემადგენლობა:  

7.5 მლ-ის შემცველობა:
მრავალძარღვას ფოთლის (Plantago major) მშრალი ექსტრაქტი - 500მგ.
ფიჭვის კვირტის (Pinus sylvestris) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ.
ბეგქონდარას ფოთლების (Thymus vulgaris) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ.
ტყის ფიჭვის ქერქის (Pinus Sylvestris) მშრალი ექსტრაქტი - 75მგ.
მიხაკის კვირტის ( Syzygium aromaticum) მშრალი ექსტრაქტი - 15მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:  პექტოლოტი ამცირებს ხველის სიხშირესა და ინტენსივობასათხიერებს ნახველს, აფართოებს ბრონქებს და ხელს უწყობს ნახველის ადვილად გამოდევნას.

სიროფი დამზადებულია კომშის წვენის ფუძეზე,  რომელიც შეიცავს ვიტამინ C-ს და მაკრო-მიკროელემენტებს (K,Ca, Mg,Na,P, Zn, Cu,Fe).

მრავალძარღვას ფოთლის (Plantago major)  ექსტრაქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, მუკოლიზური, სპაზმოლიზური, სუსტად გამოხატული ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმურილებელი მოქმედება. არბილებს ლოწოვან გარსს, ხნის დისკომფორტს და გაღიზიანებასრომელიც თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებას.

ფიჭვის კვირტის (Pinus sylvestris)  ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, მუკოლიზური, სპაზმოლიზური, ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას, მოქმედებს როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის.

ბეგქონდარას ფოთლების (Thymus vulgaris) ექსტრაქტს გააჩნია სპაზმოლიზური, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიური, ანტიმიკრობული მოქმედება. ბეგქონდარა შეიცავს ეთერზეთს, რომლის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს თიმოლი. ეს უკანასკნელი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ამოსახველებელი აგენტი - ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას და სასუნთქი გზებიდან მის გამოთავისუფლებას.  

ტყის ფიჭვის ქერქის (Pinus Sylvestris)  ექსტარქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება. შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს (ოლიგომერული პროანთოციანიდების კომპლექსი), რომელიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისგან უჯრედის დაზიანებას.

მიხაკის კვირტის ( Syzygium aromaticum) ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური (წარმოადგენს ფლავანოიდების ერთერთ  წყაროს) მოქმედება. ამსუბუქებს ტკივილს ,რომელიც გამოწვეულია მუდმივი ხველით. მიხაკის კვირტი  ხსნის ქავილის შეგრძნებას, რომელიც დამახასიათებელია მშრალი ხველისთვის. 

ჩვენება:
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს ხველა.
მშრალი ხველა.
პროდუქტიული ხველა.
სპასტიური ხველა (ყივანახველა).
გამოყენების წესი და დოზირება:  მიღებამდე შეანჯღრიეთ!
1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში 2.5მლ. 3-ჯერ დღეში.
5 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 5მლ. 3-ჯერ დღეში.
12 წლის ზემოთ მოზარდებში და ზრდასრულებში 10მლ. 3-ჯერ დღეში.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:  
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:  მონაცემები  პრეპარატის გავლენის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტებზე არ არსებობს.  სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება  არ დაფიქსირებულა.

განსაკუთრებული მითითებები:  ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ გამოიყენოთ სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელად.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას
გამოშვების ფორმა:
100 მლ. სიროფი მინის ბოთლში, დოზირებულ ჭიქასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. სიროფის გამოყენება შეიძლება  ფლაკონის გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy