Noche - ნოჩე წვეთები 50მლ

განსაკუთრებული ფასი 29,24 GEL რეგულარული ფასი 40,61 GEL
მარაგშია
SKU
50246_2227
ჩვენებები: მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, შფოთვა; ძილის მოშლა; ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები

ნოჩე

Noche

წვეთები

ნოჩე -  მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი ზომიერი სედატიური მოქმედებით.

შემადგენლობა:

1.5მლ (40 წვეთი)  შეიცავს: პასიფლორა - 30 მგ, ცაცხვი - 30მგ, გვირილა - 15 მგ, კალიფორნიული ეშოლცია - 8 მგ , პიტნა - 8მგ, კუნელი - 6მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  წყალი, ფრუქტოზა, ლიმონმჟავა, მალტოდექსტრინი, სოდიუმ ბენზოატი, პოტასიუმ სორბატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ნოჩეს შემადგენლობაში შემავალ პასიფლორა  მდიდარია ალკალოიდებით, ფლავონოიდებით და სხვადასხვაგვარი სტეროლებით. ავლენს დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას, აღმოფხვრის შფოთვის შეგრძნებასა და დაძაბულობას. პასიფლორა უსაფრთხოა და არ იწვევს მიჩვევას. ცაცხვს ქვს სედატიური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. გვირილას გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, მასში შემავალი ფლავონოიდების ხარჯზე, ამცირებს ტკივილს და ხსნის სპაზმს. კალფორნიული ეშოლცია - ხელს უწყობს ძილს და მოდუნებას. პიტნა - ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი ეფექტით. კუნელი - აუმჯობესებს ძილს, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას.

ჩვენებები:

  • მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, შფოთვა;
  • ძილის მოშლა;
  • ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები

 

მიღების წესი და დოზირება:

0-დან 2 წლამდე 10 წვეთი 2-ჯერ დღეში.

 2-დან ზემოთ ბავშვებში და მოზრდილებში: 20 წვეთი 2 -ჯერ დღეში.

ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია დოზის გაზრდა.

პროდუქტის მიღება შესაძლებელია კონცენტრირებული სახით ან განზავდეს წყლით. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

უკუჩვენება:

 - ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

სიფრთხილის ზომები:

ორსულებში  და  ლაქტაციის პერიოდში  მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება ექიმის დანიშნულებიშ გარეშე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ ადგილას,  სითბოს, სინათლის და ტენიანობისგან მოშორებით.

გამოშვების ფორმა:

50 მლ ბოთლი,  საწვეთურით.

ვარგისიანობის ვადა:   2 წელი

მწარმოებელი:   OFI, იტალია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy