Venolast - ვენოლასტი გელი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 39,60 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
მარაგშია
SKU
45108_1596

ჩვენება: ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ვენური უკმარისობა, თრომბოფლებიტი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
 ანგიოპროტექტორული,  ფლებოტროპული, ანტიოქსიდანიტური საშუალება.

შემადგენლობა:

მიმოზა - 6%

გინკო ბილობა - 5%

წითელი ყურძენი - 5%

მენთოლი - 4,3%

ნესვის ხის ნაყოფი (პაპაია) – 4%

აზიური ცენტელა - 4%

კიპარისი - 3%

წითელი მოცვი - 0.3%

რუტინი - 2%

დიოსმინი - 0,1%

ჰესპერიდინი 0,1%

დიოსმინი:  დიოსმინს ახასიათებს ვენების მატონიზირებელი ეფექტი, აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს, მიკროცირკულაციას, აღადგენს ქსოვილების ტროფიკას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჰესპერიდინი:  წარმოადგენს ციტრუსებისაგან მიღებულ ფლავანოიდს, რომელიც ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო დაანტიკანცეროგენული აფექტით. ჰესპერიდინი ხელს უწყობს ვენური სტაზის შემცირებას, ამცირებს ვენების დაჭიმულობასა და სპაზმს, აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს.

მიმოზა:  გააჩნია ანტისეპტიური, რეგენერაციის მასტიმულირებელი, სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ ჭრილობების, წყლულებისა და ნახეთქების შეხორცებას, ხელს უწყობენ კანის ნორმალურ ფუნქციონირებას და აფერხებენ კანის დაბერების პროცესს.

გინკო ბილობა:  ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებით. მატებს ელასტიურობას სისხლძარღვის კედლებს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს ანთებით გამოწვეულ სიწითლესა და შეშუპებას.

წითელი ყურძენი:  მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ასევე შეიცავს ტანინსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებსაც გააჩნიათ ანგიოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი და ანტიკანცეროგენული ეფექტი. აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.

მენთოლი:  მოქმედებს კანის უჯრედებზე როგორც მატონიზირებელი, ქავილისა და გამონაყრის საწინააღმდეგო საშუალება. აქვს ანტიმიკრობული მოქმედება.

ნესვის ხის ნაყოფი (პაპაია):  შეიცავს ნივთიერება პაპაინს, რომელიც წარმოადგენს ანტიკოაგულანტს და გამოიყენება თრომბოზების სამკურნალოდ. ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.

აზიური ცენტელა:  მასში შემავალი ფლავანოიდები და ეთერზეთები ხასიათდებიან ვენოპროტექტორული ეფექტით. ცენტელას შემადგენლობაში შემავალი ნაერთები ამცირებენ შეშუპებას, არეგულირებენ სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობენ რეგენერაციას და აუმჯობესებენ ქსოვილების ტროფიკას.

კიპარისი:  ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური და მატონიზირებელი თვისებებით. კიპარისის ზეთი გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ჰემოროის, პოდაგრის, ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.

წითელი მოცვი:  წარმოადგენს ანტიმიკრობულ და იმუნომასტიმულირებელ საშუალებას. მდიდარია მიკროელემენტებითა და ვიტამინებით.

რუტინი:  რუტინი (ვიტამინი P) ასკორბინის მჟავასთან  ერთად ამცირებს კაპილარების მტვრევადობას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები. რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომების შემცირებას.

ჩვენებები:  ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ვენური უკმარისობა, თრომბოფლებიტი, ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, ღამის კრამპები, ოპერაციის შემდგომი ვენური უკმარისობა, დიაბეტური მიკროანგიოპათია, რბილი ქსოვილების პოსტრავმატული დაზიანება ( ღრძობა, დაჭიმულობა, დაჟეჟილობა).

უკუჩვენებები:   ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:  იშვიათად; ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:  არ დაიტანოთ პრეპარატი ღია ჭრილობაზე, სიმსივნურ წარმონაქმნებზე (ხალი, პოლიპი, პაპილომა)
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გარეგანი გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

გამოყენების წესი და დოზირება:   დიტანეთ დაზიანებულ მიდამოზე დღეში 2-3 ჯერ, კარგად შეიზილეთ ისე, რომ არ მოხვდეს ლორწოვან გარსებსა და ღია ჭრილობებზე.

გამოშვების ფორმა:  ვენოლასტი 100 მლ. გელი გარეგანი გამოყენებისათვის.

შენახვის პირობები:შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:  მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:  გაიცემა რეცეპტის გარეშე.
 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy