Urolesan - უროლესანი 40 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 26,04 GEL რეგულარული ფასი 37,20 GEL
მარაგშია
SKU
86037_78

ჩვენება:შარდგამომყოფი გზების და თირკმელების მწვავე და ქრონიკული ინფექციები.

უროლესანი® 

(UROLESAN) 

შემადგელობა: 

1 კაფსულა შეიცავს: მოქმედი ნივთიერებები: უროლესანის® სქელ ექსტრაქტს, რომელიც მიღებულია თხევადი ექსტრაქტების ნარევიდან Daucus carota L., frucfus (ველური სტაფილოს ნაყოფი) (1:1), Humulus lupulus L., flos (სვიას გირჩები) (1:1), Oreganum vulgare L., herba (თავშავას ბალახი) (1:1) შეფარდებით 1/1, 4/1, ექსტრაგენტი - ეთანოლი 96% მოც./მოც., 10% ტენიანობაზე გაანგარიშებით - 10,70 მგ; Mentha x piperita L., aetheroleum (პიტნის ზეთი) - 7,46 მგ; Abies sibirica L., aetheroleum (ციმბირული სოჭის ზეთი) - 25,50 მგ. 

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ალუმომეტასილიკატი*; აბუსალათინის ზეთი; მაგნიუმის კარბონატი მძიმე; ტალკი; ლაქტოზა, მონოჰიდრატი; დინატრიუმის ედეტატი (ტრილონი ბ); კარტოფილის სახამებელი. 

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, პატენტირებული ლურჯი (E 104),  ქინოლინის ყვითელი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172). 

*- ნეუსილინი  UFL2 

წამლის ფორმა. კაფსულები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: მყარი ჟელატინის კაფსულები #0, კორპუსი და თავსახური მწვანე ფერის. კაფსულის შიგთავსი - გრანულირებული ფხვნილი და/ან გამკვრივებული მასა მოყვითალო-ნაცრისფერიდან რუხ-ყავისფერამდე მწვანე შეფერილობით, ჩანართებით და პიტნის ზეთის და სოჭის სუნით. დასაშვებია აგლომერატების არსებობა, რომლებიც იშლება დაჭერისას. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. საშუალებები, რომლებიც გამოიყენება უროლოგიაში. 

ფარმაკოლოგიური თვისებები. 

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი. პრეპარატ უროლესანის® კომპონენტები ამცირებენ ანთებით მოვლენებს შარდგამომყოფ გზებსა და თირკმელებში, ხელს უწყობენ თირკმელების და ღვიძლის გაძლიერებულ სისხლით მომარაგებას, ახდენენ დიურეზულ, ანტიბაქტერიულ, ნაღვლმდენ მოქმედებას, წარმოქმნიან დამცავ კოლოიდს შარდში და ახდენენ ნაღვლის ბუშტის და ზედა შარდგამომყოფი გზების გლუვი მუსკულატურის ტონუსის ნორმალიზებას. უროლესანი® ზრდის შარდოვანას და ქლორიდების გამოყოფას, ხელს უწყობს წვრილი კონკრემენტების და სილის გამოყოფას შარდის ბუშტიდან და თირკემელებიდან. 

პრეპარატი კარგად შეიწოვება, მისი მოქმედება იწყება 20-30 წუთის შემდეგ და გრძელდება 4-5 საათი. მაქსიმალური ეფექტი დგება 1-2 საათის შემდეგ. გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტით და თირკმელებით.

კლინიკური მახასიათებლები. 

ჩვენებები. 

შარდგამომყოფი გზების და თირკმელების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (ცისტიტი და პიელონეფრიტი); შარდკენჭოვანი დაავადება და შარდმჟავა დიათეზი (კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა მათი მოცილების შემდეგ); ქრონიკული ქოლეცისტიტი (მათ შორის კალკულოზური), სანაღვლე გზების დისკინეზია, ნაღვლკენჭოვანი დაავადება. 

უკუჩვენებები. 

-  მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

-  გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

-   ბავშვები კრუნჩხვებით ანამნეზში (ფებრილურით ან არაფებრილურით). 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქ,ედებები.

არ შესწავლილა. 

გამოყენების თავისებურებანი. 

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ კონკრემენტების დიამეტრი აღემატება 3 მმ-ს. 

პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს ლაქტოზას და კარტოფილის სახამებელს, ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ამ სამკურნალო ფორმით პაციენტებში გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაქტაზას უკმარისობით, გლუკოზა-გატაქტოზური მალაბსორბციის სინდრომით ან გლუტენის აუტანლობით ან მომოტებული მგრძობელობით.   

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. 

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში არ შესწავლილა. 

ზეგავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. არ შესწავლილა. 

გამოყენების წესი და დოზირება. 

პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის წინ.

რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისათვის და 14 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის: 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობების დროს (მათ შორის თირკმლის და ღვიძლისმიერი კოლიკების დროს) თერაპიის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5-დან 7 დღემდე, ქრონიკული მდგომარეობების დროს - 7-დან 1 თვემდე. თირკმლის და ღვიძლისმიერი კოლიკის აღნიშვნის შემთხვევაში შეიძლება ერთჯერადი დოზის ერთჯერადად გაზრდა 2 კაფსულამდე, შემდეგ კი მომდევნო მიღებაზე   დაუბრუნდით ჩვეულებრივ ერთჯერად დოზას (1 კაფულა).   

ბავშვები. 14 წლამდე ასაკის ბავშვებში უროლესანი დანიშნული უნდა იქნას სითხის ფორმით. 

ჭარბი დოზა. 

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა. 

მკურნალობა: ჭარბი რაოდენობით თბილი სასმელი, მოსვენება, აქტივირებული ნახშირი, ატროპინის სულფატი (0,0005-0,001 გ). 

გვერდითი რეაქციები. 

უროლესანი® ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური დარღვევები (გულისრევის, ღებინების, დიარეის, მუცლის ტკივილის ჩათვლით);

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ქავილის შეგრძნების, სახის გაწითლების, კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების (პირში წვის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის შეშუპება), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ატაქსია, კუნთების ტრემორი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია, ბრადიკარდია. 

ვარგისობის ვადა. 3 წელი. 

შენახვის პირობები. 

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

შეფუთვა. 

10 კაფსულა ბლისტერში, 4 ბლისტერი კოლოფში. 

გაცემის წესი:                      

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა40
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy