Solgar - სოლგარი ლეციტინი 100 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 55,79 GEL რეგულარული ფასი 65,26 GEL
მარაგშია
SKU
49086_2153
ჩვენებები: ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება ჰეპატიტი ციროზი ღვიძლის ტოქსიური დაზიანება(მათ შორის ალკოჰოლით).....

                                       სოლგარი

                                                            ლეციტინი - 1360 მგ

 

ლეციტინი  - აცეტილქოლინის(ნეირომედიატორი) სინთეზში მონაწილე შეუცვლელი ფოსფოლიპიდია, ქოლინის და ლინოლის მჟავის ბუნებრივი წყაროა. ლინოლის მჟავა ესენციური ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც არ გამომუშავდება ორგანიზმში და ამიტომაც აუცილებელია მისი მიღება კვებითი  დანამატის სახით.

 

 

რატომ სოლგარის ლეციტინი?

  • ლეციტინი დაზიანებული უჯრედების აღსადგენი საშენი მასალაა.
  • აღადგენს თავის ტვინის და ღვიძლის ფუნქციებს. აუმჯობესებს ყურადღების და ცნობიერების ხარისხს, იცავს ღვიძლს ცხიმოვანი გადაგვარებისაგან.
  • ლეციტინი ძირითად შეუცვლელ ფოსფოლიპიდებს, ქოლინსა და ინოზიტოლს შეიცავს  და ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავების, ქოლესტერინისა და ვიტამინების ძირითადი ტრანსპორტიორია.
  • ლეციტინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს მაღალტოქსიური თავისუფალი რადიკალების წარმოქმნისაგან და აძლიერებს სამკურნალო პრეპარატების მოქმედების ეფექტს.

 

 ლეციტინი განსაზღვრავს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, რადგან ნერვული უჯრედების ძირითადი საკვები ნივთიერებაა, შეადგენს პერიფერიული ნერვული სისტემის 17% , თავის ტვინის 30% და მიელინის  სინთეზის ძირითადი კომპონენტია (ნეიროტრანსმისია).  ლეციტინის ნაკლებობა იწვევს ნერვული უჯრედების მიელინის გარსის რღვევას. სწორედ ამიტომ იგი აქტიურად გამოიყენება ნევროლოგიაში :

  • ინსულტის( იშემიური, ჰემორაგიული) მწვავე და შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;
  • გაფანტული სკლეროზი და პროგრესირებად დემენციასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები (პარკინსონი, ალცჰეიმერი);
  • თავის ტვინის ფუნქციური დარღვევები: ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება, ნერვული აშლილობა და ტიკები(ხანდაზმულ პაციენტებში ასაკოვანი ცვლილებები);
  • გენეტიკური დაავადებები (მაგ. დაუნის დაავადება - თანდაყოლილი პათოლოგიების კორექციის ფარგლებში);
  • კრიზისული მდგომარეობების (შაკიკი, მომატებული აღგზნებადობა, ნევროზი, უძილობა) კუპირება;
  • ნერვული სისტემის ტრავმული და ინფექციური დაზიანებები;

 

ლეციტინი  წარმოადგენს ღვიძლის ქსოვილის ძირითად კომპონენტს. ლეციტინისგან შედგება ღვიძლის 50% - ორგანიზმში არსებული საერთო ლეციტინის რაოდენობის 65%. იგი აღადგენს ღვიძლის სტრუქტურას და აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში, სწორედ ამიტომ ლეციტინი აქტიურად გამოიყენება ჰეპატოლოგიაში:

  • ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება
  • ჰეპატიტი
  • ციროზი
  • ღვიძლის ტოქსიური დაზიანება(მათ შორის ალკოჰოლით);
  • სიმსუქნე;

ლეციტინი ასტიმულირებს  ნაღვლის გამოყოფას და აუმჯობესებს მის შემადგენლობას, იგი  გამოიყენება:

  • ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;
  • სანაღვლე გზების დისკინეზიისას;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას;

გული  გამოირჩევა ლეციტინის  ყველაზე მაღალი შემცველობით.  ამიტომაც მიზანშეწონილია ლეციტინის მიღება ინფარქტის პრევენციისთვის  და პოსტინფარქტულ პერიოდში. გარდა ამისა, ლეციტინი ინარჩუნებს ქოლესტერინს ხსნად მდგომარეობაში და არ აძლევს სისხლძარღვის კედლებზე  დალექვის საშუალებას, აკონტროლებს სისხლში ტრიგლიცერიდების და ჰემოგლობინის დონეს.  ლეციტინი ფართოდ გამოიყენება კადიოლოგიაში:

  • ათეროსკლეროზი
  • გულის იშემიური დაავადება
  • ჰიპერტონია
  • კარდიომიოპათია
  • გულის უკმარისობა
  • ანემია

 

შემადგენლობა: სოიოს ლეციტინი 1360 მგ

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, სოიოს შემცველი ინგრედიენტები

არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს,

სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ

არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს

დოზირება: 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში საკვებთან ერთად.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.

გამოშვების ფორმა:  100 ჟელატინისებური მცენარეული კაფსულა

მწარმოებელი: სოლგარი აშშ

 

                                     

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy