სტრონგუსი 60 კაფსულა
ჩვენება: სტრონგუსი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის მის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
Strongus
თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
შემადგენლობა:
აქტიურინივთიერება:
ნივრის ზეთის ექსტრაქტი- 270 მგ
სტანდარტიზებული ნივრის ეთერზეთი -2.1 მგ.
დამხმარენივთიერებები: ჟელატინი, შელაქი, გლიცერინი, გამოხდილი (დისტილირებული) წყალი.
იხილეთ ბლოგი: სტრონგუსი - ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი, ანტივირუსული პრეპარატი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
4000 კგ ახალი ნიორია საჭირო 1 კგ სუფთა ნივრის ეთეროვანი ზეთის მისაღებად. აქტიური ინგრედიენტის სახით სტრონგუსის შემადგენლობაში შედის მაღალკონცენტრირებული ნივრის ზეთი. სტრონგუსის „ეთეროვანი ზეთის“ შემცველი კაფსულა არის სტანდარტიზირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ სტრონგუსის ყველა კაფსულა შეიცავს ერთი და იმავე რაოდენობის აქტიურ ნივთიერებას. კაფსულები მდგრადია კუჭის წვენის მიმართ, იხსნება წვრილ ნაწლავში და არ აქვს სუნი. არ აღზიანებს კუჭს. ნივრის ეთეროვანი ზეთები თანაბრად ნაწილდება ორგანიზმში და იმავდროულად ახდენს სამკურნალო მოქმედებას. მოქმედებს თავდაპირველად ნაწლავებზე და სისხლში შეწოვის შემდგომ მთელს ორგანიზმზე.
სტრონგუსის მთავარი ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანტივირუსული
ანტიბაქტერიული
ანტიმიკოზური
ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
ხელს უშლის „საშიში თრომბების“ წარმოქმნას
ჩვენებები:
სტრონგუსი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის მის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზების დროს. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქნას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების, ვიტამინების, ჟანგბადის მიწოდებას თავის ტვინში, სხეულსა და ორგანოებში. აუმჯობესებს გულის ფუნქციას. ხსნის დაღლილობას, უძილობას, თავბრუსხვევას, აუმჯობესებს მეხსიერებას. არეგულირებს შაქრის შემცველობას სისხლში, ამიტომ ნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის.
სტრონგუსი ფართედ გამოიყენება უმადობის, დეპრესიის, ნაწლავური ინფექციების, სხვადასხვა წარმოშობის კანის და რევმატიული დაავადებების დროს.
ასევე, იხილეთ: Solgar - სოლგარი ნივრის ზეთი 100კაფსულა
მიღების წესი და დოზირება:
1-2 კაფსულა ერთხელ დღეში წყალთან ერთად საღამოს ძილის წინ.
გვერდითი ეფექტები:
მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
უკუჩვენება:
არ აღინიშნება.
ურთიერთმოქმედება: შესაძლოა გააძლიეროს ანტიაგრეგანტების მოქმედება (აცეტილსალიცილის მჟავა).
შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: სტრონგუსი N60 კაფსულა.
Units | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account