Sedistress - სედისტრესი 300მგ+10.2მგ 60 ტაბლეტი
ჩვენება:დამამშვიდებელი საშუალება სხვადასხვა სახის ნევროზებისას, სომატოფორმული აშლილობებისას.
სედისტრესი
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: სედისტრესი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ცომბ.
სამკურნალწამლოფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურინივთიერებები:
პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Pასსიფლორაე ჰერბა) - 300 მგ; α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი - 10,2 მგ;
დამხმარენივთიერებები: პიტნის ზეთი; β-ციკლოდექსტრინი; გლიცინი; მანიტოლი, კროსპოვიდონი; ლიმნის მჟავა, მონოჰიდრატი; ასპარტამი; სილიციუმის ორჟანგი კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი.
აღწერა: მრგვალი ფორმის, ღია-ყავისფერიდან მუქ-ყავისფერამდებრტყელ-ცილინდრული ტაბლეტები ჩანართებით, გამყოფი ხაზით. ტაბლეტებს გააჩნიათ დამახასიათებელი სუნი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საძილე და სედატიური პრეპარატები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სედისტრესი - საძილე და დამამშვიდებელი პრეპარატი, რომლის მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი კომპონენტებით.
პასიფლორას ექსტრაქტი განაპირობებს სედატიურ და დამამშვიდებელ ეფექტებს.
α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი ახდენს რეფლექტორულ დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას, რაც განპირობებულია რეფლექტორული აგზებადობის შემცირებით ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილში და თავის ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურების და ქერქის ნეირონებში შენელებული მოვლენების გაძლიერებით, ასევე ცენტრალური სისხლძარღვმამოძრავებელი ცენტრების აქტიურობის შემცირებითა და სისხლძარღვების გლუვ მუსკულატურაზე პირდაპირი სპაზმოლიზური მოქმედებით.
ფარმაკოკინეტიკა
არ შესწავლილა
გამოყენების ჩვენებები
როგორც დამამშვიდებელი საშუალება სხვადასხვა სახის ნევროზებისას, სომატოფორმული აშლილობებისას (ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია), სტრესებისას. ჰიპერტონული დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში, მენიერის დაავადებისას, კლიმაქტერული დარღვევებისას, წინამენსტრუალური სინდრომისას, შაკიკის შეტევებისას. პრეპარატი ნაჩვენებია ფსიქოლოგიურად რთულ სიტუაციებში ემოციური ფონის სტაბილიზაციისთვის, შფოთვითი დონისა და გაღიზიანებულობის შესამცირებლად, ასევე ფსიქოლოგიური წონასწორობის შესანარჩულებლად.
როგორც საძილე საშუალება სხვადასხვა წარმოშობის ძილის დარღვევისას (უძილობისას).
გამოყენების წესი და დოზირება
რეკომენდებული დოზა - 1-2 ტაბლეტი დღეღამეში, შინაგანად (პერორალურად). ტაბლეტები მიიღება ჭამამდე, სითხის საშუალებით. ძილის დარღვევისას - 2 ტაბლეტი ერთჯერადად ძილის წინ 30 წუთით ადრე შინაგანად (პერორალურად).
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
გვერდითი რეაქციები
ცაკლეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისკომფორტი კუჭისა და ნაწლავების არეში, ღებინება, გულისრევა;
ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, მსუბუქი თავბრუსხვევა, ყურადღების კონცენტრაციის შემცირება;
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჰიპერემია, კანის შეშუპება), ვასკულიტი;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
ეს მოვლენები ქრება დოზის შემცირებისთანავე.
არასასურველი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
- გულის მძიმე უკმარისობა;
- არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია;
პერედოზირება
პერედოზირება შესაძლებელია პრეპარატის ხშირი, ან ხანგრძლივი გამოყენებისას, რაც დაკავშირებულია მისი შემადგენლების კუმულაციასთან. შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება, რაც მოითხოვს მადესენსიბილიზირებელ თერაპიას.
სიმპტომები: მოთენთილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ღებინება, გულისრევა, ასევე არამდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეპიზოდები.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებისთვის კარდიოვასკულარული დაავადებებით პრეპარატის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს ენის ფერის უმნიშვნელო ცვლილება, რაც გამოწვეულია პასიფლორას მშრალი ექსტრაქტის ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით.
პრეპარატის მიღებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან.
რეკომენდებული არაა პრეპარატის მიღებისას მასტიმულირებელი სასმელების მიღება (ყავა, ჩაი), ემოციური და მხედველობითი დატვირთვა.
პრეპარატი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში ტრანსფორმირდება ფენილალანინად, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებული არაა პაციენტებისთვის ფენილკეტონურიით.
გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს
არ გამოიყენოთ ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს.
ბავშვები
პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 12 წლამდე ბავშვებში დადგენილი არაა, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა
თავი შეიკავეთ ავტოტრანსპორტისა და სხვა რთული მექანიზმების მართვაზე.
მედიკამენტოზური ურთიერთქმედება
ცენტრალური დამთრგუნველი ტიპის მოქმედების პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას.
პრეპარატი აძლიერებს ადგილობრივი საანესთეზიო, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე საშუალებების მოქმედებას.
რეკომენდებული არ არის ბენზოდიაზეპინებთან ერთდროული გამოყენება. მოერიდეთ დისულფირამთან ერთდროულ გამოყენებას.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account