Solgar - სოლგარი ვიტამინი E 400სე 50 კაფსულა
სოლგარი
E ვიტამინი
E ვიტამინი უნივერსალური ბუნებრივი ანტიოქსიდანტი
E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში. ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას. E ვიტამინი ამცირებს კაპილარების განვლადობას და მათი კედლების სიმყიფეს. ასტიმულირებს ცილების, ჰემოგლობინის, მიოგლობინის, კოენზიმ Q10-ის სინთეზს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. E ვიტამინი ნაწილობრივ აკოპენსირებს ესტროგენულ დეფიციტს, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს. აფერხებს თრომბების და ქოლესტერინული ფოლაქების წარმოქმნას და უზრუნველყოფს მათ გაწოვას.
რატომ სოლგარის E ვიტამინი ?
- სოლგარის მიერ სპეციალურად შექმნილი სრულყოფილი E ვიტამინის ფორმულა ( d-ალფა ტოკოფეროლი, d-ბეტა, d-დელტა და d-გამა ტოკოფეროლები) ბუნებრივი უნივერსალური ანტიოქსიდანტია
- სოლგარის E ვიტამინის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ შეწოვას და ათვისებას ორგანიზმის მიერ
- მხოლოდ 1 კაფსულა დღეში
E ვიტამინის გამოყენება გინეკოლოგიაში:
- მონაწილეობს ქალის სასქესო უჯრედების სინთეზში
- უზრუნველყოფს ორსულობის ჩასახვასა და მის ნორმალურ მიმდინარეობას
- განაპირობებს საკვერცხეების და პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას
- ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას
- გამოიყენება ჰისტერექტომიისა და ოვარექტომიის შემდგომ მკურნალობაში, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიისას, კლიმაქსის სიმპტომურ მკურნალობაში, ენდომეტრიოზის, დისმენორეის დროს და სარძევე ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობის აღსადგენად (ფიბროზულ–კისტოზური მასტოპათია)
E ვიტამინის გამოყენება ანდროლოგიაში:
- იცავს ტესტოსტერონის მოლეკულებს დაზიანებისაგან, აუმჯობესებს მამაკაცის ჰორმონალურ ფონს
- ააქტიურებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, რაც უზრუნველყოფს სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესებას
- დადებით გავლენას ახდენს მამაკაცის ფერტილობასა და სპერმატოგენეზზე.
E ვიტამინის გამოყენება დერმატოლოგიაში:
- წითელი მგლურა
- ბეჭდისებრი გრანულომა
- სკლეროდერმია და სკლეროდაქტილია
- ქრონიკული ატროფიული აკროდერმატიტი
- ატროფიული და სკლეროტული წითელი ბრტყელი ლიქენი
- ელასტიური ფსევდოქსანტომა
- დერმატოსკლეროზი
- დერმატომიოზიტი
- კანის წყლულოვანი დაავადებები
- კანის ატროფიული პროცესები
E ვიტამინი კანის სილამაზის და ახალგაზრდობის შეუცვლელი კომპონენტი
- ახდენს კანის უჯრედების კვებას და სწრაფ რეგენერაციას, რითაც განპირობებულია გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი
- იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან
- კვებავს და ატენიანებს მშრალი ტიპის კანს
შემადგენლობა: E ვიტამინი 400 სე 1333% ( დ-ალფა ტოკოფეროლი,
d-ბეტა, d-დელტა და d-გამა ტოკოფეროლები)
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, გემოს ხელოვნურ დამატკბობელს.
დოზირება: გამოიყენება 1 კაფსულა დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.
გამოშვების ფორმა: 50 ჟელატინისებური კაფსულა
მწარმოებელი: სოლგარი აშშ
რაოდენობა | 50 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account