Broncholaks - ბრონქოლაქსი 150მლ ნაყენი

განსაკუთრებული ფასი 6,28 GEL რეგულარული ფასი 8,90 GEL
მარაგშია
SKU
55402_412

ჩვენება:
გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების სამკურნალოდ.

პარასამკურნალო საშუალება
ბრონქოლაქსი
Broncholaks
შიგნით მისაღები

პარასამკურნალო საშუალება ბრონქოლაქსი წარმოადგენს შინაგანი მიღებისათვის განკუთვნილ მცენარეულ ნაყენს. ბრონქოლაქსი ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტია.

შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები:
ევკალიპტის ფოთლები
ფარსმანდუკის ბალახი
თავშავას ბალახი
ტუხტის ფესვები
ბეგქონდარას ბალახი
დიდი კამას ნაყოფები
ანისულის ნაყოფები
სალბის ფოთოლები
ვირისტერფას ფოთოლები
კულმუხოს ფესვები
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა
ეთილის სპირტი
გამოხდილი წყალი

აღწერა:
მოყავისფრო-ჩალისფერი სითხე, სპეციფიური სუნით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახასიათებს ამოსახველებელი და ხველის დამამშვიდებელი თვისებები

ჩვენებები:
გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებმა მიიღეთ სუფრის კოვზით ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 4-5-ჯერ. ვისაც არ სიამოვნებს სპირტის გემო, განაზავეთ წყლით პროპორციით 1:1.
ბავშვებისათვის: 1 ჩაის კოვზი ნაყენის განზავდეს 1 ჩაის კოვზ წყალზე.
მკურნალობის კურსი 10-12 დღე.

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ფლაკონის მოცულობა: 150 მლ.

თბილისი, გრ.ხანძთელის 10 შპს შროშანი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy