Solgar - სოლგარი კალცი მაგნიუმ პლიუსი თუთიით 100ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 28,90 GEL რეგულარული ფასი 57,81 GEL
მარაგშია
SKU
47689_2153
ჩვენება: კალციუმის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა; ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი; მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა.....

სოლგარი

კალციუმი, მაგნიუმი, თუთია

კალციუმი 1000მგ( კალციუმის კარბონატი, გლუკონატი, ციტრატი)

მაგნიუმი 400მგ(მაგნიუმის ოქსიდი, გლუკონატი, ციტრატი)

თუთია 15მგ(თუთიის გლუკონატი)

 

რატომ სოლგარის კალცი, მაგნი,თუთია?

სოლგარის ეს ფორმულა წარმოადგენს მაღალი ბიოშეღწევადობის  და ათვისების მქონე

ხელატური ფორმის მინერალების ნაკრებს

 

  • კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის. იგი ასევე პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლის ნაკადში. კალციუმი მონაწილეობს ნერვ -კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს.
  • მაგნიუმს მკვეთრად განსაზღვრული როლი უჭირავს კალციუმის მეტაბოლიზმში. კალციუმის აბსორბცია ორგანიზმში ხორციელდება პარათირეოიდული ჰორმონის საშუალებით, რომელსაც გამოიმუშავებს პარათირეოიდული ჯირკვალი, ამ პროცესში მაგნიუმის ნორმალური დონის არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.
  • თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის, დნმ-ის, რნმ-ის და კოლაგენის სინთეზის პროცესში. იგი აუცილებელია ორგანიზმის შეუფერხებელი ზრდისთვის, განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში ნაყოფის სრულყოფილი განვითარებისათვის. თუთია და მაგნიუმი ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კო-ფაქტორებს წარმოადგენს.

ჩვენება:

  • კალციუმის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი;
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;
  • კარიესის პროფილაქტიკა;
  • ხანდაზმული ასაკი
  • კოფეინის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება

 

 

შემადგენლობა:  კალციუმი 1000მგ( კალციუმის კარბონატი, გლუკონატი, ციტრატი)

მაგნიუმი 400მგ(მაგნიუმის ოქსიდი, გლუკონატი, ციტრატი)

თუთია 15მგ(თუთიის გლუკონატი)

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, ლიმონმჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (ფერი), მცენარეული სტეარინი.

არ შეიცავს: სახამებელს, წებოვანას, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს.

დოზირება: 3 ტაბლეტი  დღეში, შესაძლებელია გადანაწილდეს საკვების მიღებაზე.ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy