ურობერი ადვანსი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
გამოიყენება შარდ-გამომყოფი გზების ინფექციების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.
ურობერი ადვანსი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ურობერი ადვანსი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული საშუალებაა უროსეპტიური, დიურეზული, ლითოლიზური, ანტიბაქტერიული და სპაზმოლიზური მოქმედებით , რომელიც ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში და მათ ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე, ცვლის შარდის pH -ს ისე, რომ შექმნას ბაქტერიების გამრავლებისათვის არახელსაყრელი გარემო. აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, განსაკუთრებით აქტიურია E.Coli - ის მიმართ, ასევე ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული, სპაზმოლიზური მოქმედება. აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს, ასტიმულირებს შარდმჟავა მარილების გამოყოფას, შლის ოქსალატებს, ფოსფატებს და ურატებს, აფერხებს კრისტალების წარმოქმნას, კენჭების ფორმირებას და ზრდას. ურობერი ადვანსი ხელს უწყობს ზედა და ქვედა საშარდე გზების, თირკმლის ფუნქციონალურ ნორმალიზაციას, აფერხებს ინფექციის განვითარებას, ამცირებს ცისტიტების განვითარების რისკს და პათოგენური ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარებას ანტიბიოტიკების მიმართ კომპლექსურ თერაპიაში.
ჩვენება
· თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) წარმოქმნა.
· წვრილი უროლითიაზი
· კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტების მოცილების შემდეგ.
· პოდაგრა
· შარდ-გამომყოფი გზების ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი
შემადგენლობა
შტოშის ექსტრაქტი - 200მგ, გლერძი - 100 მგ, არყის ხის ფოთოლი - 50 მგ, აგატოსმა - 50 მგ, ოქროწკეპლა - 50 მგ, შვიტა - 50 მგ, ღვიის კენკრა - 50 მგ, ვარდკანაფას ფესვი - 50, დათვის კენკრა - 50 მგ, ჭინჭრის ფოთოლი - 25 მგ, თირკმლის ჩაი - 5 მგ,
სპეციალური ნაზავი: დარიჩინი, ჯანჯაფილის ფესვი, ყვითელი კოჭა, მწვანე ჩაი, როზმარინი, ყურძნის თესლი, ველური მოცვი, ჟოლო, შტოში, მარწყვი - 25 მგ.
დოზირება
1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა. მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ასევე, იხილეთ: ურობერი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account