LIVERPRO - ლივერპრო ხსნარი 200მლ

განსაკუთრებული ფასი 4,94 GEL რეგულარული ფასი 6,10 GEL
მარაგშია
SKU
57896_412
ლივერპრო წარმოადგენს 100% ნატურალურ მცენარეულ ნაყენს (პარასამკურნალო საშუალებას), რომელიც მოწოდებულია ნაღვლის ბუშტის ანთების ( ქოლეცისტიტის ) და ღვიძლის სამკურნალოდ და გასაჯანსაღებლად.

                                                              ლივერპრო 

                                                          გამოყენების ინსტრუქცია

ლივერპრო  წარმოადგენს 100% ნატურალურ მცენარეულ ნაყენს (პარასამკურნალო საშუალებას), რომელიც მოწოდებულია ნაღვლის ბუშტის ანთების ( ქოლეცისტიტის ) და ღვიძლის  სამკურნალოდ და გასაჯანსაღებლად. მასში შემავალი სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეთა წვენები მოქმედებს  ანტისეპტიკურად, ეფექტურად აქრობს  ქსოვილებში მიმდინარე ანთებას, გამოჰყავს ორგანიზმიდან   მავნე ტოქსინები, არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, მის ფორმულას და აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს. გააჩნია მსუბუქი შარდმდენი, ნაღველმდენი და წნევის დამწევი მოქმედება .

ლივერპრო  თანდათანობით  ახდენს  ღვიძლის გაჯანსაღებას, აწესრიგებს ნაღვლის შემადგენლობას .  მისი სისტემატიური მიღებით  იწვება  სხეულში  დაგროვებული ჭარბი ცხიმები, უმჯობესდება ძილი.

 ლივერპროში   შედის ისეთი  მაღალი თერაპიული მოქმედების სამკურნალო მცენარეთა წვენები როგორიცაა: კრაზანა, ფარსმანდუკი, მრავალძარღვა, ჭინჭარი   და სხვა.  იგი მეტად ადვილი და პრაქტიკული მისაღებია:

ნაყენის 2 სუფრის კოვზი (30 მლ.) გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში (150 მლ.) და მიიღეთ ჭამამდე 1  საათით ადრე დღეში 3–ჯერ.

 პაციენტებს ვურჩევთ მკურნალობის ერთ ან ორ თვიან უწყვეტ კურსს, შესაძლებელია ორ კვირიანი შესვენების შემდეგ  კურსის ისევ განახლება.

როგორც მკურნალობის პროცესში,  ისე საზოგადოდ პაციენტისთვის სასარგებლოა თუკი საკუთარი კვების რაციონიდან ამოიღებს ზედმეტად  დაშაქრულ, მწუთხე და მწარე საჭმელებს; მოერიდება  ყავის ხშირ მიღებას, სიგარეტს, ალკოჰოლს, რადგანაც ისინი    ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და  მრავალ ქრონიკულ  დაავადებათა გამომწვევნი არიან.

ლივერპრო   არ მიიღება ორსულობის დროს, ჩვილის ძუძუთი კვების დროს, მენსტრუაციის პერიოდში, ალერგიული და კენჭოვანი დაავადებებისას.

 მცენარეული   

ლივერპრო   საუკეთესო არჩევანია განსხვავებით სინთეზურ–ქიმიური მედიკამენტებისაგან, რომელთა  ჯანმრთელობაზე არასასურველი გვერდითი ზემოქმედება ფართოდ არის ცნობილი.

გამოიყენეთ პარასამკურნალო საშუალება მცენარეული  

ლივერპრო    და გვერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით!

შპს დავათი  გრ.ხანძთელის ქ.10

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy