Sedatini - სედატინი ნაყენი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 16,18 GEL რეგულარული ფასი 22,48 GEL
მარაგშია
SKU
85770_3303

ჩვენება:მომატებული ნერვოზული აგზნებადობა, ძილის  რიტმის  მოშლა, უძილობა, დეპრესიული მდგომარეობა, ემოციური დაძაბულობა და ან დათრგუნვა.

სედატინი ნაყენი

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:

კატაბალახას სქელი ექსტრაქტი 0.01გ

აშვაგანდას სქელი ექსტრაქტი 0.01 გ

ლავანდას სქელი ექსტრაქტი 0.01 გ

ძიძოს სქელი ექსტრაქტი 0.01 გ 

კრაზანას სქელი ექსტრაქტი 0.01 გ

სვიის გირჩების სქელი  ექსტრაქტი 0.01  გ

კუნელის ყვავილების სქელი ექსტრაქტი 0.01გ

შავბალახას სქელი ექსტრაქტი 0.01გ

დამხმარე  ნივთიერებები:70%-იანი ეთილის  სპირტი და  დისტილირებული წყალი საკმარისი რაოდენობით 100მლ ნაყენის მისაღებად.

ჩვენება

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს შემდეგი მდგომარეობებისას:

მოუსვენრობა, შფოთვა, შფოთვის შეტევების ფუნქციონალური გამოვლენა ჰიპერვენტილაციით (უჰაერობის  შეგრძნება), მომატებული ნერვოზული აგზნებადობა, ძილის  რიტმის  მოშლა, უძილობა, დეპრესიული მდგომარეობა, ემოციური დაძაბულობა და ან დათრგუნვა, კონცენტრაციის დაქვეითება (გაფანტულობა), ნევრასთენიის მსუბუქი  ფორმები, სტრესის  შემდგომი  მდგომარეობა, კლიმაქტერული  სინდრომი, ანგიონევროზი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და  ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია), შიში თანხმლები დაძაბულობით, ტაქიკარდით და  ქოშინით, ,,მენეჯერის  სინდრომი “  (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა), ადვილად  დაღლა, ფიზიკური და  გონებრივი  გადაღლილობა, კუნთების  ტკვილი და  სპაზმი, კუჭ-ნაწლავის  სპაზმი.

უკუჩვენება: არ გააჩნია.

უსაფრთხოების ზომები:   გამოყენების  წინ  ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

ორსულობა ლაქტაცია:  გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

გამოყენების მეთოდები და დოზები

16 წლის ზემოთ ასაკში დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს, ჭამის შემდეგ 1 სუფრის კოვზი ნაყენი და 1 სუფრის წყალი ერთმანეთში გაზავებული.

მიღების ხანგრძლივობაა 3 კვირიდან 6 კვირამდე.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის  ტემპერატურაზე.

ვარგისიანობა:  4 წელი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

100მლ   პოლიეთილენის  ბოთლში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:  გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy