ნეო პეკეს RELAX დღის ტრანკვილიზატორი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 31,38 GEL რეგულარული ფასი 44,10 GEL
მარაგშია
SKU
49553_2242

ჩვენება: სხვადასხვა სახის შფოთვითი მდგომარეობა. 

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სედატიური საშუალებები / ფიტოპრეპარატები 

შემადგენლობა

პასიფლორა (Passion Flower), სვია (Hop), ბარამბო (Melissa officinalis), გვირილა (Matricaria recutita), ფორთოხლის ყვავილი (Orange Blossom), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), მაგნიუმის გლუკონატი, აჰავას სიროფი

იხილეთ ბლოგი: ნეო პეკესი — ბრენდი, რომელიც ნატურალურ საბავშვო პროდუქციას აწარმოებს

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეო პეკეს რელაქსი - ის შემადგენლობაში შემავალი მცენარეთა ექსტრაქტები ხსნიან ნერვული სისტემის სპაზმს, ამცირებენ დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, რაც ახასიათებს ფსიქიკურ გადაღლილობას და ნევრასთენიას. შემადგენლობიდან გამომდინარე უსაფრთხო დამამშვიდებელი პრეპარატია, რომელიც არ იწვევს სედაციას და ამიტომ თავისუფლად გამოიყენება სკოლის და ბაღის ასაკის ბავშვებში. ვიტამინი B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროქიმიკატების სინთეზში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე

ჩვენება

• სხვადასხვა სახის შფოთვითი მდგომარეობა, გამოწვეული: შიშით ან სტრესული სიტუაციით, გაღიზიანებადობით, გადაღლილობით
• მომატებული ნერვული აღგზნებადობა, რომელიც ვლინდება:
 სკოლის და ბაღის ასაკის ბავშვებში ადაპტაციის პერიოდში 
 ადრეული ასაკის ბავშვებში აცრის შემდგომ პერიოდში 
• ფსიქო-ემოციური გადაძაბვა
• მსუბუქი დეპრესია და მოუსვენრობა

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

0-2  წელი: 5 მლ 1X დღეში; 
2-5  წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ  1X დღეში ; 
5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.      
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:

150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, მოცხარის არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 25°C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy