Zinco Kids - ცინკო კიდსი სიროფი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 21,46 GEL რეგულარული ფასი 29,80 GEL
მარაგშია
SKU
74963_3089

ჩვენებები: ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით.

ZINKO KIDS

ცინკო კიდსი

შემადგენლობა: სიროფის 5 მლ. შეიცავს  თუთიის სულფატს 10 მგ.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან; ცინკი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე, რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის შემდეგი ეპიზოდები. თუთია ხელს უწყობს გონადოტროპინების გამოთავისუფლებას, სასქესო სისტემის ნორმალურ განვითარებას; ცინკის დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან. ცინკი ძლიერი ანტიოქსიდანტია; აუცილებელია ღამის მხედველობის ჩამოყალიბებისთვის; მონაწილეობს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზში.  

ჩვენებები:
•ახანგრძლივებული დიარეა
• ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი ფეკალურ მასებთან ერთად (მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ანთებით დაავადებები)
• თუთია-დეფიციტური მდგომარეობა (აკროდერმატიტი)
• ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით
•  სქესობრივი განვითარების შეფერხება (მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბების დაგვიანება პუბერტულ პერიოდში)
•  დაავადებისშემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი.

დოზირება და მიღების წესი: ცინკო კიდსი მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ.
დიარეა:
0-6 თვე: 5 მლ. დღეში (10 მგ. სუფთა თუთია);
6 თვე – 3 წელი: 10 მლ. დღეში (20 მგ. სუფთა თუთია);
3 – 12 წელი: 15 მლ. დღეში (30 მგ. სუფთა თუთია);
12 წლის ზევით: 20 მლ. დღეში (40 მგ. სუფთა თუთია);  დღიური დოზა იყოფა 2 მიღებაზე. მკურნალობის კურსი არანაკლებ 14 დღის.
თუთიის დეფიციტის სხვა ჩვენებები:
ბავშვები 10 კგ.-ზე ნაკლები წონით: 10 მლ. დღეში (20 მგ. თუთია) – გაყოფილი 2 მიღებაზე;
ბავშვები 10-30კგ: 10 მლ. (20 მგ. თუთია)  – 1-3 ჯერ დღეში;
ბავშვები 30 კგ.-ზე ზევით და მოზრდილები: 20 მლ. (40 მგ. თუთია) - 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი, დაავადებიდან გამომიდინარე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.                    

წინააღმდეგჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა.

შენახვის წესი: ინახება 25 °C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

გამოშვების ფორმა:  100 მლ სიროფი

მწარმოებელი:

NATURAL PHARMA KOZETIK,PAZARLAMA IC DIS TICARED LTD.STI თურქეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy