თუ ჩვენს სასუნთქ გზებში ვირუსმა ან სხვა სახის ინფექციამ შეაღწია, ამას ორგანიზმი ხველით გვაგრძნობინებს. მაგრამ თუ ეს შემაწუხებელი და უსიამოვნო პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდა და უფრო გახშირდა, უნდა იცოდეთ, რომ სასუნთქი გზები დაავადდა და შველას ითხოვს - მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზა,
აქციები და სიახლეები
- Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
- Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
ფერმენტალი არის კაფსულის ფორმით წარმოებული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ბავშვებსა და მოზრდილებში ნაწლავური მიკროფლორის მოწესრიგებისთვის.
კერძოდ, მისი გამოყენება შესაძლებელია შემდეგი ჩვენებების დროს:
- დისბაქტერიოზი და მისი სიმპტომები;
- ანტიბიოტიკოთერაპიის და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებულლი დისბაქტერიოზი;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები: ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, ტკივილი მუცლის არეში;
- მალაბსორბციის სინდრომი;
- მწვავე
- Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
მაგნეო მედიკამენტია, რომელიც მაგნიუმის, კალიუმისა და ასპარაგინმჟავას დეფიციტის დროს, ასევე ამ მდგომარეობების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. მისი მთავარი კომპონენტები ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობს და ნერვულ, ასევე ნერვულ-კუნთურ გამტარობას აუმჯობესებს; ისინი გულის კუნთის გამართულ ფუნქციონირებასაც უწყობს ხელს.
მოდით, გავიგოთ, კონკრეტულად რისგან შედგება და როგორ მუშაობს პრეპარატი მაგნეო, შემდეგ კი მისი მიღების წესი და სიფრთხილის ზომებიც განვიხილოთ.
- Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე ჯანმრთელობაზეRead more »
კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, როდესაც კანი აჭრელებულია — ანუ სხვადასხვა ფერის ლაქები ჩნდება, შესაძლოა, მიზეზი ან კოსმეტიკური პრობლემა იყოს, ანდაც შესაძლოა ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ სიგნალს წარმოადგენდეს. ამ ბლოგში სწორედ გამომწვევს მიზეზებსა და მათი გადაჭრის გზებს განვიხილავთ.
მეტი სიცხადისთვის რომ განვმარტოთ, აჭრელებული კანი არის მდგომარეობა, როდესაც კანზე ჩნდება წითელი, თეთრი, ყავისფერი ან სხვა ფერის ლაქები, რომლებიც ზოგჯერ ქავილს, წვას ან ქერქის ფორმირებას იწვევს. სიმძაფრის მიხედვით, ეს ცვლილებები შეიძლება დროებითი ან ქრონიკული იყოს, რაც, ძირითადად, გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული.
რა იწვევს აჭრელებულ კანს?
პირველ რიგში, ალერგია უნდა
- Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე სილამაზეზეRead more »
ბოლო პერიოდში BB კრემი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური პროდუქტი, ვინაიდან კანის მოვლისა და მაკიაჟის ფუნქციებს აერთიანებს. მისი მრავალმხრივი ფორმულა იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს მარტივ, მაგრამ ეფექტიან გადაწყვეტილებას კანის მოვლისა და, ამავდროულად, ბუნებრივი იერის მქონე მაკიაჟის მისაღებად.
რა არის BB კრემი?
ის აერთიანებს კანის მოვლისა და ტონალური კრემის ფუნქციებს — უზრუნველყოფს მსუბუქ დაფარვას, ატენიანებს კანს, იცავს მას მზის სხივებისგან და ზოგჯერ შეიცავს დამატებით ინგრედიენტებს, როგორებიცაა ანტიოქსიდანტები და აკნეს საწინააღმდეგო კომპონენტები.
თავის მხრივ, მაქსიმალური ეფექტისთვის BB კრემის სწორად შერჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს როგორც კანის ტიპს, ისე საჭიროებებს. ამ ბლოგში კი განვიხილავთ, როგორ შეარჩიოთ ეს პროდუქტი სწორად, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელია ამ ეტაპზე საუკეთესო BB კრემი.
- Posted: December 13, 2024Categories: იზრუნე სილამაზეზეRead more »
სახის T-ზონა მოიცავს შუბლს, ცხვირსა და ნიკაპს — ეს ნაწილები ყველაზე მეტი ცხიმიანობით გამოირჩევა, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტიურობითაა განპირობებული. სწორედ ამიტომაცაა, რომ სახის ამ ზონებზე ყველაზე ხშირად ჩნდება შავი წერტილები, ანთებითი გამონაყარი და ფართოვდება ფორები.
ზოგადად, ზემოხსენებული ჯირკვლების მოქმედება კანს გამოშრობისგან იცავს და მის ელასტიკურობას უზრუნველყოფს. უბრალო, როცა ეს პროცესი ჭარბად მიმდინარეობს, T ზონა ზედმეტად ცხიმიანდება. თავის მხრივ, ამას შეიძლება რამდენიმე წინაპირობა ჰქონდეს:
- ჰორმონალური დისბალანსი — ჰორმონების, განსაკუთრებით ანდროგენების, ჭარბი წარმოება აძლიერებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. ძირითადად, ეს თავს იჩენს მოზარდობის, ორსულობის, მენსტრუალური ციკლის დროს ან სტრესულ მდგომარეობებში;
- კანის არასწორი
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account