აცც — ხველის და ნახველის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკამენტი


თუ ჩვენს სასუნთქ გზებში ვირუსმა ან სხვა სახის ინფექციამ შეაღწია, ამას ორგანიზმი ხველით გვაგრძნობინებს. მაგრამ თუ ეს შემაწუხებელი და უსიამოვნო პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდა და უფრო გახშირდა, უნდა იცოდეთ, რომ სასუნთქი გზები დაავადდა და შველას ითხოვს  - მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი,  ობსტრუქციული  ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზა, ბრონქიალური ასთმა, ბრონქოლიტები, მუკოვისციდოზი (აზიანებს ლორწოსა და სხვა სეკრეტის გამომყოფ ორგანოებს: ბრონქ-ფილტვებს, კუჭქვეშა ჯირკვალს, ღვიძლს, სასქესო, სანერწყვე ჯირკვლებს, ნაწლავებს) და ა.შ. 

ეს იმ დაავადებების ნაწილია, რომელსაც თან ახლავს ხველა და უმეტეს შემთხვევაში ნახველი, რომლის გამოდევნაც ბრონქებიდან ხშირად ისეთი რთულია, რომ  გულმკერდის არეში საშინელ ტკივილს და დისკომფორტს გრძნობთ.

სამწუხაროდ, ასეთი გართულების დროსაც საქართველოში ადამიანები თვითმკურნალობას მიმართავენ და ვიდრე დაავადების სიმძიმე კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს, ექიმთან მისვლას საჭიროდაც არ თვლიან.

სახლში მკურნალობის მეთოდებში კი, ხალხურ მედიცინასთან ერთად, მოიაზრება ის მედიკამენტები, რომელიც ახლობლის გამოცდილებით თუ რჩევით უკვე მაღალი ნდობით სარგებლობს. სწორედ აქ იჩენს პრობლემა თავს.  

უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და  შესაბამისად, წამალიც განსხვავებულად მოქმედებს. ამიტომ, ვიდრე მეგობრის ან მეზობლის ნდობით შერჩეულ წამალს მიიღებთ, პირველ რიგში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, კარგად გაეცანით მის ანოტაციას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მკურნალობა. 

ჩვენ ბლოგში სწორედ ასეთ, კარგად ცნობილ მედიკამენტ აცც-ზე გესაუბრებით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნაცნობია, აქედან გამომდინარე, ყველამ იცის ხველის დროს მისი უნიკალურობის შესახებ. მაგრამ რამდენად აქვთ გაცნობიერებული, რომ მიღების წესების დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება ისეთი სასურველი მედიკამენტიც კი როგორიცაა აცც, სახიფათო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის.

ამიტომ მოგვყევით და კარგად დაიმახსოვრეთ ჩვენი რჩევები.

რა უნდა ვიცოდეთ აცც-ს შესახებ

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ აცც გამოიყენება სუნთქვის ორგანოთა პათოლოგიების დროს, რომელსაც ახლავს ბლანტი და ძნელად გამოყოფადი ნახველი

დაავადებების სია კი ასეთია

  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი;
  • ობსტრუქციული ბრონქიტი;
  • პნევმონია;
  • ბრონქოექტაზა;
  • ბრონქიალური ასთმა;
  • ბრონქოლიტები;
  • მუკოვისციდოზი;
  • მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;
  • შუა ყურის ანთება (ოტიტი). 

ამ პრეპარატის უნიკალურობა შემადგენელ ნივთიერება აცეტილცისტეინშია, რომელიც ხელს უწყობს ნახველის, მათ შორის ჩირქოვანი ნახველის შემთხვევაშიც, წებოვნების და ლორწოს სიბლანტის შემცირებას და ამოხველების შემსუბუქებას

ამასთან უნდა გახსოვდეთ, პრეპარატის დამხმარე დამხმარე ნივთიერებები - ასკორბინის მჟავა, ლიმონის მჟავის ანჰიდრიდი, ლაქტოზის ანჰიდრიდი, მანიტოლი, ნატრიუმის ნიტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საქარინი, მაყვლის არომატიზატორი, რადგან მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში მათი გამოყენება სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის

რა სახის აცც შეგხვდებათ სააფთიაქო ქსელებში

ვინაიდან აცც აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა, ადამიანები უმეტესად თვითნებურად ყიდულობენ მას და ასევე ექიმის დანიშნულების გარეშე, ანუ დოზის განსაზღვრის გარეშე მიმართავენ თვითმკურნალობას

არადა აცც- მრავალი სახეობა და ფორმა არსებობს და სწორედ ამიტომაა საჭირო ექიმის მიერ მიმართულების მიცემა

ფართო არჩევანში ძირითადი სხვაობა კი დოზებშია - აცც 100 მგ., აცც 200მგ., აცც 600 მგ, აცც აქტივი 600 მგ. ფარმაცევტულ კომპანიებში ასევე შეხვდებით აცც სიროფს, თრომბო აცც-, აცც ლონგს, აცც აქტივს, აცც საბავშვო სიროფს, აცც პედიატრიული ხსნარს, რომელსაც აცეცე საბავშვოსაც უწოდებენ

მოკლედ, აცც- არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია

დღევანდელ ჩვენ ბლოგში დეტალურად გესაუბრებით აცც 100 მგ-ის შესახებ, რომელიც შედარებით დაბალი დოზაა და ამიტომ, მისი გამოყენება რეკომენდებულია როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. აქვე, რა თქმა უნდა, გააჩნია დაავადების ფორმას და ხარისხს

რომელ ასაკში რა დოზით უნდა მიიღოთ აცც 100 მგ.

პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ, ხველის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე დაგინიშნავთ წამალს და ასაკიდან გამომდინარე ზუსტად განსაზღვრავს დოზას

ზოგადად, აცც 100 მგ. შუშხუნა ტაბლეტების რეკომენდებული დოზები ასეთია

  • ზრდასრულ და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს დღეში 2-3-ჯერ შეუძლიათ მიიღონ 2 შუშხუნა ტაბლეტი, ანუ აცეტილცისტეინის 400-600 მგ
  • 6-14 წლის ბავშვებს დაალევინეთ 1 აცც შუშხუნა ტაბლეტი დღეში 3-ჯერ ან 2 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ
  • 2-5 წლის მცირეწლოვნებს კი 1 შუშხუნა ტაბლეტი 24 საათის განმავლობაში 2-3-ჯერ

მაგრამ თუ ექიმმა მუკოვისციდოზის დიაგნოზი დაგისვათ თქვენ ან თქვენს პატარას, ასეთ დროს დოზები მნიშვნელოვნად იზრდება

ამ დაავადების შემთხვევაში, თუ პატარა პაციენტის სხეულის მასა 30 კგ აღემატება, შეიძლება დოზის გაზრდა - დღეში 4 შუშხუნა ტაბლეტამდე, ანუ აცეტილცისტეინის 800 მგ-მდე

6 წელს გადაცილებული მოზარდისთვის რეკომენდებულია 2 შუშხუნა ტაბლეტი 24 საათის განმავლობაში 3-ჯერ

2-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის კი მიზანშეწონილია 1 შუშხუნა ტაბლეტის დღეში 4-ჯერ მიღება

როგორ მივიღოთ აცც შუშხუნა ტაბლეტი

სასურველია აცც- ტაბლეტი გახსნათ ოთახის ტემპერატურის, ნახევარ ჭიქა წყალში და დალიოთ ჭამის შემდეგ - ეს არ დაგავიწყდეთ, რადგან მან შეიძლება კუჭ-ნაწლავი გაგიღიზიანოთ, ამაზე ქვევით გესაუბრებით

აუცილებელია პრეპარატის მიღება ტაბლეტის გახსნისთანავე. თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება ხსნარის შენახვა, მხოლოდ 2 საათის განმავლობაში

უეცარი ხანმოკლე გაციების ან ვირუსის დროს წამლის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 5-7 დღის განმავლობაში. უფრო რთული დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად ქრონიკული ბრონქიტი ან მუკოვისციდოზი, მედიკამენტი უფრო ხანგრძლივად დაგჭირდებათ, ამას ექიმი განსაზღვრავს

გახსოვდეთ, პრეპარატი დაამზადეთ მხოლოდ მინის ჭურჭელში და გამორიცხეთ კონტაქტი ლითონთან, რეზინთან და ადვილად ჟანგვად ნივთიერებებთან

ის, რაც აცეცეს გამოყენებისას აუცილებლად უნდა იცოდეთ

აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ უკუჩვენება

ბევრ ადამიანს აცეტილცისტეინის ან აცც- დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, გააჩნია მომეტებული მგრძნობელობა, ანუ ალერგია, ამიტომ ალერგიული პაციენტები იყავით ფრთხილად

ასევე ისინი, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების სტადიაში გაქვთ, ან ხველას თუ ახლავს სისხლდენა. ფრთხილად უნდა იყვნენ ორსულები, ქალები ლაქტაციის პერიოდში, ვისაც აქვს საყლაპავი მილის ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბრონქიალური ასთმა, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, ღვიძლის და/ან თირკმლების უკმარობა

გაითვალისწინეთ განსაკუთრებული მითითება:

თუ დაავადებული ხართ ბრონქიალური ასთმით ან ობსტრუქციული ბრონქიტით, აცეტილცისტეინის მიღების დროს იყავით განსაკუთრებით ფრთხილად და სისტემატურად აკონტროლეთ ბრონქიალური გამავლობა

ხოლო შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა გაითვალისწინეთ, რომ აცც- ტაბლეტი შეიცავს საქაროზას - 1 შუშხუნა ტაბლეტი 0.006 პურის ერთეულს შეესაბამება

რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი აცც-ით თერაპიისას

მართალია, აცეცე, თუნდაც ისეთი დაბალი დოზის, როგორიცაა აცც 100მგ. უპრობლემო მედიკამენტების რიცხვს განეკუთვნება, მაგრამ მკურნალობის პროცესში, ზოგიერთ შემთხვევაში, მასაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები და თუ გამწვავებამდე მივიდა საქმე, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მისი მიღება

არასასიამოვნო გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი კი ასეთია

  • თავის ტკივილი;
  • პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი); 
  • ხმაური ყურში
  • ფაღარათი
  • ღებინება
  • გულძმარვა და გულისრევა
  • იშვიათად ფიქსირდება ალერგიული რეაქცია, როგორიცაა სასუნთქი გზების სპაზმი
  • არტერიული წნევის დაცემა; • გულის შეკუმშვის სიხშირის მომატება (ტაქიკარდია); 
  • გამონაყარი კანზე
  • ქავილი და ჭინჭრის გამონაყარი

ჭარბი დოზა და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთოქმედება

გახსოვდეთ, აცც- ჭარბი დოზით მოხმარებას თან სდევს არც თუ სასიამოვნო გვერდითი ეფექტები, რომელთა უმრავლესობა ზემოთ ჩამოვთვალეთ

ასევე აცეტილცისტეინის სხვა ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღებას, შეიძლება მოჰყვეს ნახველის დაგუბება. ხოლო აცც- ნიტროგლიცერინის ერთდროულმა თერაპიამ შეიძლება გააძლიეროს სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტი

აცეტილცისტეინი შეუთავსებელია ისეთ ანტიბიოტიკებთან, როგორიცაა პენიცილინები, ცეფალოსპორინები, ერითრომიცინი, ტეტრაციკლინი, ამფოტერიცინ B და .. აგრეთვე პროტეილიტიკურ ფერმენტებთან

როგორც მიხვდით, აცეცე საკმაოდ მგრძნობიარე პრეპარატია და თუ მასთან ერთად სხვა მედიკამენტების მიღებასაც გეგმავთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულატია მედიცინის წარმომადგენლებთან

როგორ პირობებში უნდა შეინახოთ აცც შუშხუნა ტაბლეტი

აცც აუცილებლად უნდა შეინახოთ მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25°C ტემპერატურაზე და არ უნდა დაგვავიწყდეთ, რომ ტაბლეტის ამოღების შემდეგ, ყუთი არ დატოვოთ ღია. შუშხუნა ტაბლეტი ადვილად ინესტრება და კარგავს ვარგისიანობას.

ერთი სიტყვით, ხველასთან და ნახველთან გამკლავების უნიკალური მედიკამენტი აცც, ნამდვილად დაუბრუნებს თქვენ სასუნთქ გზებს სიმშვიდეს. მთავარია გახსოვდეთ ყველა შესაძლო გართულება, რომელიც ამ მედიკამენტით მკურნალობას ახლავს თან და არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაცია.