კამელოტი (CAMELOT) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა შემთხვევებში ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატი ძირითადად, ინიშნება: ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის და ანკილოზური სპონდილიტის დროს. გარდა ანთების საწინააღმდეგო თვისებისა, მას ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებაც გააჩნია.
კოსმოკოლი ავსტრალიასა და გერმანიაში წარმოებული საფაღარათო საშუალებაა. დიდებში გამოსაყენებლად პრეპარატი ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებით -კოსმოკოლი ლიმონი და ლაიმი, სპეციალურად პატარებისთვის კი შექმნილია კოსმოკოლი პედიატრიული.
კოსმოკოლი პედიატრიულის ერთ პაკეტში შედის აქტიური ინგრედიენტები: მაკროგოლი 3350 (6.563 გ), ნატრიუმის ქლორიდი (0.1754 გ), ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (0.0893 გ) და კალიუმის ქლორიდი (0.0233 გ). საბავშვო კოსმოკოლის ერთ შეკვრაში 30 პაკეტია.
რაც შეეხება დიდებისთვის განკუთვნილ პრეპარატს, კოსმოკოლი ლიმონი და ლაიმი შეიცავს: მაკროგოლს 3350 (13.125 გ), ნატრიუმის ქლორიდს (0.3507 გ) ნატრიუმის წყალბადის კარბონატსა (0.1785 გ) და კალიუმის ქლორიდს (0.0466 გ). ამ შემთხვევაში, ერთ შეკვრაში 20 პაკეტია მოთავსებული.
ვიქტოზა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატია, რომელიც დანიაში იწარმოება. ხსნარის ერთი მლ 6 მგ ლირაგლუტიდს შეიცავს. წინასწარ შევსებულ ერთ კალამში 3 მლ ხსნარია, რომელშიც, შესაბამისად, 18 მგ ლირაგლუტიდი შედის. ლირაგლუტიდი ადამიანის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1-ის (GLP-1) ანალოგია.
ვიქტოზა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. მას მიმართავენ მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის მხოლოდ დიეტა და ვარჯიში საკმარისი არ არის.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია დიაბეტის სამკურნალო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში, მაგალითად, როგორიცაა მეტფორმინი,
რეაფემი ესპანეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც კაფსულების ფორმით არის წარმოდგენილი. მედიკამენტი აქტიურ ნივთიერება მიკრონიზებულ პროგესტერონს შეიცავს. PSP-ში რეაფემი 100 მგ და
სიმბიკორტი (Symbicort) ტურბუჰალერი არის კომბინირებული ინჰალაციური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბუდესონიდს და ფორმოტეროლს. პირველი მათგანი გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნება და ამცირებს სასუნთქი გზების ანთებას, ხოლო ფორმოტეროლი ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-აგონისტია, რომელიც აფართოებს ბრონქებს და სუნთქვას ამარტივებს. სიმბიკორტი ბრონქული ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომია ინჰალაციური ფხვნილის სახით. აქტიური ნივთიერებების — ბუდესონიდისა და ფორმოტეროლის კონცენტრაციის მიხედვით, სიმბიკორტის სამი განსხვავებული ვერსია არსებობს:
დერმოვეიტი (Dermovate) არის ძლიერი ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის არის:
ფსორიაზი (გარდა ფართოდ გავრცელებული ფოლაქისებრი ფსორიაზისა);
წითელი ბრტყელი ლიქენი (კანის ქრონიკული დაავადება);
ეგზემის (კანის ფართოდ გავრცელებული ანთებითი ქრონიკული დაავადება) სხვადასხვა ფორმა;
დისკოიდური წითელი მგლურა (დისკოიდური ლუპუსი) — კანის დაავადება, რომელიც მისი დაზიანებით (სახეზე ან თავის თმიან ნაწილზე წითელი გამონაყარით ან კანის ფერის ცვლილებით) ვლინდება;
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account