ფემოსტონი — ჰორმონალური თერაპია მენოპაუზის დროს

მენოპაუზა  ქალის ცხოვრების ბუნებრივი ეტაპია, როდესაც სრულდება მენსტრუალური ციკლი. მენოპაუზა ჩვეულებრივ თავს იჩენს 45-55 წლის ასაკის ქალებში, თუმცა შეიძლება, რომ იგი ძალიან ადრე ან გვიანაც დაიწყოს.

 

ბუნებრივი მენოპაუზის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ დამდგარი მენოპაუზის, კლიმაქსის და ჰორმონალური დისბალანსის სამკურნალოდ  გამოიყენება ფემოსტონი Femoston – ჰორმონალური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ესტრადიოლს და დიდროგესტერონს.

 

სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია ფემოსტონის ტაბლეტები სხვადასხვა დოზებით: ფემოსტონი 2/10,  ფემოსტონი 1/5  და ფემოსტონი 1/10. 



რა სიმპტომების დროს შეგვიძლია ფემოსტონის მიღება?

ფემოსტონის მიღება რეკომენდებულია, ბუნებრივი მენოპაუზის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ დამდგარი მენოპაუზის დროს განვითარებული მოშლილობების ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიისათვის. ასევე, კლიმაქტერიული სიმპტომების დროს ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში: 

  • ხასიათის ცვლილება; 
  • ემოციური სტრესი; 
  • თავის ტკივილი
  • სიმშრალე საშოში;
  • გაიზარდა ოფლიანობა; 
  • კარდიოპალმუსი.

 

როგორ მოქმედებს პრეპარატი?

 

ფემოსტონი 2/10-ის ანოტაციის მიხედვით, მისი მოქმედება დამოკიდებულია  შემადგენელ მთავარ ნივთიერებებზე ესტრადიოლს და დიდროგესტერონზე:

 

ესტრადიოლი – პასუხიმგებელია ესტროგენის დეფიციტის შევსებაზე ქალის ორგანიზმში მენოპაუზის დადგომის შემდეგ, იგი უზრუნველყოფს ეფექტურ კუპირებას ისეთი ფსიქოემოციონალური და ვეგეტატური კლიმაქტერული სიმპტომების, როგორებიცაა: ალები, მომატებული ოფლიანობა, ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კანისა და ლორწოვანი გარსების ინვოლუცია, განსაკუთრებით შარდ–სასქესო სისტემის.

 

ჩვეულებრივ, ფემოსტინი პოსტმენოპაუზის პერიოდში არა მხოლოდ მენოპაუზის სიმპტომებს ამსუბუქებს, არამედ მნიშვნელოვანი როლი აქვს ესტროგენის დეფიციტით გამოწვეული გრძელვადიანი პრობლემების პრევენციაში. იგი  დადებითად მოქმედებს სისხლის ლიპიდურ პროფილზე, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ. მისი ზემოქმედება ლიპიდურ პროფილზე აიხსნება ესტრადიოლის ფარმაკოლოგიური მოქმედებით.

დიდროგესტერონი  – ფემოსტონის ერთ-ერთი აქტიური კომპონენტია და წარმოადგენს პროგესტერონის სინთეტიკურ ანალოგს (გესტაგენს), რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს გარსის) ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

პრეპარატის მიღების წესი და დოზირება

 

როგორც წესი, მედიკამენტის მიღება უნდა დაიწყოთ ექიმის რეკომენდებით, უპირველესად, პრეპარატის მიღებამდე დაგეგმეთ ექიმთან კონსულტაცია, რათა სწორად დაგინიშნოთ მკურნალობა.  

 

ქვემოთ განვიხილავთ ფემოსტონის  მიღების წესს სხვადასხვა დოზების მიხედვით: 

ფემოსტონი 1/10

 

ჩვეულებრივ, დაბალდოზირებული ციკლური რეჟიმში მყოფი პაციენტებისთვის პერიმენოპაუზის პერიოდში ინიშნება ფემოსტონი 1/10 მგ, რომელიც  გამოიყენება ყოველდღიურად 28 დღიანი ციკლის პირველი 14 დღე – თითო თეთრი ტაბლეტი.

 

მეტი სიმარტივისთვის შეფუთვაზე დატანილია ერთგვარი  ინსტრუქცია, სადაც  ისრით არის აღნიშნული ციფრებები, მაგალითად ციფრი “1“, რაც ნიშნავს, რომ იგი შეიცავს 1მგ ესტრადიოლს.  დარჩენილი 14 დღე – ყოველდღიურად უნდა  მიიღოთ  თითო ნაცრისფერი ტაბლეტი, შეფუთვაზე ისრით აღნიშნული ციფრი „2“, რომელიც შეიცავს 1მგ ესტრადიოლს და 10 მგ დიდროგესტერონს, უმჯობესია ტაბლეტი  მიიღოთ  დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, შეუწყვეტლად.

 

ფემოსტონი 2/10

 

ტრადიციული ციკლური რეჟიმის შემთხვევაში ინიშნება ფემოსტონი 2/10, რომელიც, ასევე  განკუთვნილია  დღის ერთსა და იმავე დროს მისაღებად – უწყვეტი რეჟიმით დღეში 1 ტაბლეტი.

 

გამოყენების პრინციპი აქაც, როგორც სხვა დანარჩენის შემთხვევაში იგივეა: 28 დღიანი ციკლის პირველ 14 დღეს მიიღება ნარინჯისფერი ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 2მგ ესტრადიოლს, დარჩენილი 14 დღე – 1 ყვითელი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 2მგ ესტრადიოლს და 10მგ დიდროგესტერონს. ტაბლეტი გამოიყენება ყოველდღიურად.

 

პაციენტებში, რომელთაც  არ შესწყვეტიათ  მენსტრუაცია, რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს. ხოლო, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც  არარეგულარული მენსტრუალური ციკლი აქვთ მკურნალობის დაწყება უმჯობესია  10–14 დღიანი გესტაგენით მონოთერაპიის შემდეგ.

 

ასევე, იმ პაციენტებს, რომელთაც ბოლო მენსტრუაცია ჰქონდათ 1 წელზე მეტი ხნის წინ, მკურნალობის დაწყება შეუძლიათ ნებისმიერ დროს.

 

ფემოსტონი 1/5

 

რაც შეეხება, ფემოსტონი 1/5 -ის მიღებას,  ფემოსტონი კონტი განკუთვნილია ყოველდღიურად გამოსაყენებლად: ერთი ტაბლეტი ერთსა და იმავე დროს. ასევე,  ბლისტერზე დაბეჭდილია კვირის დღეები, რაც გაგიმარტივებთ პრეპარატის მიღების პროცესს.

როგორია ფემოსტონის შესაძლო გვერდითი მოქმედება?

როგორც ყველა პრეპარატს, ფემოსტონსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები, რომელიც ძირითადად პაციენტის ასაკზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. 

ქვემოთ, გამოვყოფთ შესაძლო გვერდით მოვლენები სხვადასხვა შემთხვევებში:

სასქესო სისტემის შემთხვევაში:

  • აციკლური მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა მკურნალობის პირველ თვეს;
  • ლორწოვანი სისხლიანი გამონადენი საშოდან;
  • საშოს კანდიდოზი;
  •  სარძევე ჯირკვლების ტკივილი და გაუხეშება;
  •  იშვიათად – ლიბიდოს ცვლილება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დროს: 

  •  ღებინება;
  •  გულისრევა;
  • მეტეორიზმი;
  •  მუცელში ტკივილი;
  • ქოლესტატური სიყვითლე.

ცნს–ის შემთხვევაში: 

  • თავის ტკივილი;
  • შაკიკი;
  • თავბრუსხვევა;
  • დეპრესიული მდგომარეობა;
  • მცირე ქორეა.

დერმატოლოგიური რეაქციები:

  • ქლოაზმა;
  • მელანოდერმია;
  • კვანძოვანი ერითემა;
  • გამონაყარი, ქავილი.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის შემთხვევაში : 

ასევე, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: 

  • ქვედა კიდურების კუნთების კრუნჩხვა;
  •  კონტაქტური ლინზების აუტანლობა.

როდის არ არის პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი? 

გამოვყოთ შემთხვევები, რომელთაც დროსაც ფემოსტონის გამოყენება არ არის სასურველი, ესენია:

  • დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ორსულობა;
  • ლაქტაციის პერიოდი;
  • დიაგნოსტირებული ან სავარაუდო სარძევე ჯირკვლის კიბო;
  • ენდომეტრიუმის კიბო ან სხვა ჰორმონდამოკიდებული სიმსივნე;
  • უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა;
  • დიაგნოსტირებული ღრმა ვენების მწვავე თრომბოზი ან ფილტვის არტერიების; თრომბოემბოლია ანამნეზში;
  • ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დაავადება;
  •  ღვიძლის დაავადება ანამნეზში;
  • პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

აქვე შეგახსენებთ, პრეპარატის გამოყენებისას ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ შესაძლო გართულებები და სწრაფად აღმოფხვრათ პრობლემა.