კავინტონი: ტვინის ფუნქციის გაძლიერების საიმედო საშუალება

კავინტონი (VINPOCETINE) არის უნგრული წარმოების ინოვაციური პრეპარატი, რომელიც აუმჯობესებს ტვინის სისხლმიმოქცევას და ცერებრულ მეტაბოლიზმს. კავინტონი წარმოადგენს ნოოტროპული პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება ნევროლოგიური, ოფთალმოლოგიური და ოტოლარინგოლოგიური დაავადებების დროს.

პრეპარატი სამი ფორმით გვხვდება ქართულ ბაზარზე: კავინტონი 5მგ, კავინტონი ფორტე 10მგ და კავინტონის ამპულა.

კავინტონის ამპულა გამოიყენება სტაციონარული პირობებში მძიმე მდგომარეობების დროს, რაც საშუალებას აძლევს პრეპარატს, სწრაფად მიაღწიოს ეფექტურ დონეს.

კავინტონი ფორტესა და სხვა დოზირებით ამავე პრეპარატის უპირატესობებია:

  1. ეფექტიანობა: აუმჯობესებს ტვინის სისხლის მიმოქცევას და ნერვული სისტემის ფუნქციებს.
  2. უსაფრთხოება: არ ახასიათებს ჰეპატო- და ნეფროტოქსიკური მოქმედება.
  3. მრავალფუნქციურობა: გამოიყენება ნევროლოგიაში, ოფთალმოლოგიაში და ოტოლარინგოლოგიაში.

რისი წამალია კავინტონი? 

კავინტონი წარმოადგენს მრავალფუნქციურ მედიკამენტს, რომელიც მიზნად ისახავს ტვინისა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. კავინტონის სამივე ზემოხსენებული ფორმა (ტაბლეტებიცა და ამპულაც) განსაკუთრებით ეფექტიანია შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ნევროლოგია: ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ცერებრული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი.
  • ოფთალმოლოგია: თვალის სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას ქრონიკული დაავადებები.
  • ოტოლარინგოლოგია: სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადება და შუილი ყურებში.

კავინტონის მოხმარება არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითნებურად. თუკი ფიქრობთ, რომ აღნიშნული პრეპარატი გესაჭიროებათ და რომელიმე ზემოხსენებული დაავადება/ჯანმრთელობის პრობლემა გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს - სწორედ ის გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა კავინტონით მკურნალობა.

მედიკამენტის ფარმაკოლოგიური თვისებები 

კავინტონი ფორტეს ანოტაცია გევუბნება, რომ ამ პრეპარატის სამივე ფორმის სამკურნალო მოქმედება ეფუძნება მის უნარს:

  1. გაუმჯობესოს ტვინში სისხლის მიმოქცევა – ამცირებს სისხლძარღვების წინააღმდეგობას და აძლიერებს მიკროცირკულაციას.
  2. გააძლიეროს მეტაბოლიზმი – ზრდის ჟანგბადის და გლუკოზის უტილიზაციას, რაც ენერგიის გამომუშავებას უწყობს ხელს.
  3. დაიცვას ნერვული სისტემა – ამცირებს ტოქსიკურ ზეგავლენას და აძლიერებს ნეირონების რეზისტენტობას ჰიპოქსიის მიმართ.
  4. დაარეგულიროს სისხლის რეოლოგიური თვისებები – აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სითხის ხარისხს.

კავინტონის ანოტაციის თანახმად, ეს პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტიანია მისი ნეიროპროტექტიული და ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით.

კავინტონის ინსტრუქცია: მიღების წესი და დოზირება 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კავინტონის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება: სწორედ სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს, წამლის რომელი ფორმა გჭირდებათ (მაგალითად, კავინტონი ფორტე, 5მგ-იანი ტაბლეტი თუ ამპულა), რა ხანგრძლივობით მიიღოთ ის და დამატებით რა მედიკამენტები უნდა ჩართოს თერაპიაში.

როგორც წესი, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფორმა კავინტონი ფორტეა (კავინტონის 10 მგ-იანი ტაბლეტი), თუმცა, შედარებით მსუბუქ შემთხვევებში მკურნალობა 5მგ-იანი ტაბლეტითაც იწყება ხოლმე. განსკაუთრებული სირთულის შემთხვევებში მიმართავენ ინექციებსაც.

კავინტონის მიღების ზოგადი ინსტრუქცია კი მოიცავს შემდეგ რეკომენდაციებს:

  • ჩვეულებრივი დოზირება მოზრდილებში არის 5-10 მგ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. 
  • კავინტონი არ საჭიროებს დოზის კორექციას ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიების დროს.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება ექიმის მიერ, რაც დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და საჭიროებაზე.

პრეპარატის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები  

მიუხედავად იმისა, რომ კავინტონი უსაფრთხო პრეპარატად ითვლება, იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის შემცირება ან გაიზარება.
  • ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე.
  • კუჭ-ნაწლავის მხრივ: პირის სიმშრალე, გულძმარვა, ღებინება.
  • კანის ალერგიული რეაქციები.

მედიკამენტის მიღების შემდეგ გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ მკურნალ ექიმს - საჭიროების მიხედვით, შესაძლოა, მოგიწიოთ, მკურნალობის შეწყვეტაც.

კავინტონი უკუნაჩვენებია:

  • მისი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
  • QT ინტერვალის გახანგრძლივების დროს.

ორსულობასა და ლაქტაციაში კავინტონის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან არ არსებობს კვლევები ბავშვებზე მთავარი აქტიური ინგრედიენტის, ვინპოცეტინის გავლენის შესახებ.

კავინტონი ინახება  15-30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. მისი ვარგისიანობის ვადა გამოშვებიდან 5 წელია.