სტამექსი - Stam X 10 ტაბლეტი

33,85 GEL
მარაგშია
SKU
94619_2708

ჩვენება: გამოიყენება მამაკაცებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

სტამექსი

საკვები დანამატი მამაკაცებისთვის

საკვები დანამატი ვერ შეცვლის ნორმალურ კვებას. არ გამოიყენება დაავადებების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ.

შემადგენლობა  და რეკომენდაციები :

ტრიბულუსის ექსტრაქტი 150 მგ , ევრიკომას ექსტრაქტი 100 მგ , შილაჯიტი 200 მგ , კორეული წითელი ჟენშენი 100 მგ , ეპიმედიუმ გრანდიფლორუმის ექსტრაქტი 200მგ , L- არგინინი 100მგ , L ოპტი თუთია  50 მგ , ვიტ, E  135 მგ , როდიოლა როზას ექსტრაქტი 100 მგ . 

Stam X  არის ძლიერი მცენარეული ექსტრაქტების, მინერალებისა და ვიტამინის კომბინაცია, რომელიც აუმჯობესებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას მამაკაცებში.

Tribulus terrestris უძველესი დროიდან გამოიყენება მისი აფროდიზიაკის გამო ახდენს გლუვი კუნთების მოდუნებას და შესაბამისად აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას .

ევრიკომა ლონგიფოლია

Eurycoma longifolia (Tongkat Ali) არის ბუჩქი, რომელიც გამოიყენება მამაკაცის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ის ზრდის სპერმის მოცულობას, სპერმის რაოდენობას და პროცენტობას . ასევე ნორმალური სპერმის მორფოლოგიას, სპერმის მოძრაობას. ასევე ზრდის  ტესტოსტერონის დონეს . 

 Euycoma longifolia (Tongkat Ali) აუმჯობესებს განწყობას , და შესაბამისად  აქვს ანქსიოლიზური ეფექტი.

შილაჯიტი  ხელს უწყობს კუნთების მაქსიმალური სიძლიერის შენარჩუნებას , გამოირჩევა 

ანტიოქსიდანტური თვისებებით . კვლევები აჩვენებს, რომ შილაჯიტი აუმჯობესებს ერექციას, აძლიერებს სექსუალურ ძალას  და ზრდის სიცოცხლისუნარიანობას მამაკაცებში.

კორეული წითელი ჟენშენის ექსტრაქტი , ჟენშენისგან მიღებული აქტიური ნივთიერება. სამეცნიერო მტკიცებულება

გვიჩვენებს, რომ ჟინშენი  ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას და პროგრესულ რხევად მოძრაობას. ჟენშენი  ხელს უწყობს პლაზმაში მთლიანი და თავისუფალი ტესტოსტერონის დონის მატებას, აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას და სექსუალურ მუშაობას.

Epimedium grandiflorum-ის მთავარი ინგრედიენტია იკარიინი, რომელსაც აქვს სელექციური ინჰიბიტორული ეფექტი ფოსფოდიესთერაზას ტიპის 5 ინჰიბიტორზე, რაც მას სასარგებლო აგენტად აქცევს ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ.

L- არგინინი აუმჯობესებს   სისხლის მიმოქცევას , გამოყოფს ადამიანის ზრდის ჰორმონს , ხელს უწყობს სპერმის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდას.

L Opti Zinc არის თუთიის მონომეთიონინი და იგი გამოირჩევა მაღალი ხარისხით; მისი ბიოშეღწევადობა 95%-ზე მეტია. თუთია  ზრდის სპერმის რაოდენობას და ტესტოსტერონის დონეს. ასევე თუთია  აუმჯობესებს განწყობას და კოგნიტურ ფუნქციებს.

ვიტამინი E, როგორც ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ანტიოქსიდანტი, იცავს სპერმას ოქსიდაციური სტრესისგან. 

Rhodiola rosea  კვლევებმა ცხადყო ,რომ იგი აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას და ეაკულაციის კონტროლს. ის ასევე ახდენს პროსტატის სითხის ნორმალიზებას, რაც იწვევს ნაყოფიერების გაზრდას და ლიბიდოს მატებას. კვლევების თანახმად, Rhodiola rosea ხელს უწყობს სტრესის მოხსნას და მართავს დეპრესიასა და შფოთვას.

StamX ტაბლეტები გამოიყენება მამაკაცებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესი და დოზირება :

მიიღეთ ერთი ან ორი ტაბლეტი დღეში ჭამის დროს .

გვერდითი ეფექტები :

მცენარეული ინგრედიენტების, ამინომჟავების და ვიტამინმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის  მსუბუქი გაღიზიანება.  თუ  მიტოხონ X-ის კაფსულების მიღებისას აღნიშნულ მდგომარეობას შენიშნავთ, მიმართეთ  ექიმს რჩევისთვის.

გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.

არ მისცეთ 18 წლის ასაკის ქვემოთ მყოფ ბავშვებს.

შეინახეთ  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შენახვის პირობები:

არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

დაიცავით მზისგან და ტენიანობისგან.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა :

StamX ტაბლეტები # 10.

ასევე, იხილეთ: Menemax - მენემაქსი 30 კაფსულა

მეტი ინფორაცია
Units10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy