ოსტეოართროზი — დაავადების წარმოშობა, სიმპტომები და მკურნალობის გზები

ოსტეოართროზი, არის სახსრების გავრცელებული დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ხანდაზმულ პაციენტებში. ამ დაავადების მიმდინარეობისას უმეტესად ზიანდება მუხლი, თეძო, ხელები და პირველი მეტატარსოფალანგეალური სახსარი. მსგავსი მიმდინარეობისას პრობლემას პირველადი ოსტეოართროზის სახელით მოიხსენიებენ. ამ დროს სხვა სახსრების, როგორიცაა ტერფის, მაჯის და მხარის, ჩართვა იშვიათია და მიუთითებს მეორეულ წარმოშობაზე.

ხშირად დამაბნეველია დაავადების სახელწოდება და ოსტეოართროზი ოსტეოართრიტში ერევათ. ამ უკანასკნელის შემთხვევაში "იტი" ბოლოსართი ანთებით პროცესებს აღნიშნავს. ხოლო ოსტეოართროზი ანთებითი პროცესი არ არის - ეს დეგენერაციული დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ ქსოვილების აღდგენა ისე ვერ ხდება, როგორც საჭიროა. ეს დაავადება ხრტილის განლევას, გათხელებას იწვევს - საბოლოო ჯამში კი ის ბოლომდე იშლება. 

როგორ ამოვიცნოთ ოსტეოართროზი?

ოსტეოართროზის სიმპტომები შეიძლება ნელ-ნელა გამოვლინდეს, ან ერთბაშად დაგატყდეთ თავს.

ნიშნები შეიძლება იყოს:

  • ტკივილი სახსარში;
  • შებოჭილობის შეგრძნება სახსარში;
  • მოძრაობის დიაპაზონის ან მოქნილობის შემცირება;
  • სახსრის შეშუპება.

დროთა განმავლობაში, დაავადების განვითარებასთან ერთად სიმპტომები ძლიერდება. საბოლოო ჯამში კი შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტეც კი. ეს მდგომარეობა დამატებით დატვირთვას აძლევს სახსრებს.

ოსტეოართროზის დროს დამატებით თავის ტკივილად შეიძლება იქცეს ხრტილზე გაჩენილი პრობლემები - დაავადება იწვევს ხრტილის გადაგვარებას და მიმდებარე ძვლის ცვლილებებსაც. ხრტილის გადაგვარებისა და დაზიანების შემდეგ ამ ქსოვილის ნაწილები შეიძლება სახსრის სივრცეში მოხვდეს და მეტი ტკივილის მიზეზი გახდეს.

გარდა ამისა, ძვლების გადაგვარების გამო ვითარდება წანაზარდები იმ სახსრებთან, რომლებიც დაავადებულია ოსტეოართროზით. საბოლოოდ კი ფორმაშეცვლილ სახსარს ვიღებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ოსტეოართროზი მუხლის მიდამოში ხშირად ვლინდება, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მხოლოდ ამ სახსარშია - როგორც წესი, პრობლემური რამდენიმე სახსარი ერთად არის ხოლმე.

როგორ ვუმკურნალოთ ?

ოსტეოართროზის მკურნალობა შეუძლებელია, რადგან ის არ იკურნება. უფრო მეტიც, ეს დაავადება პროგრესირებადია და სწორედ ამიტომ, თერაპიის კურსი იმისთვისაა საჭირო, რომ ეს პროცესი შენელდეს, შევამციროთ ტკივილი და გავაადვილოთ მოძრაობა.

შესაბამისი სპეციალიზაციის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ის თავად შეგირჩევთ, თერაპიის რომელი გზა შეიძლება იყოს საუკეთესო თქვენთვის. ეს შეიძლება რამდენიმეს სინთეზიც აღმოჩნდეს. 

ოსტეოართროზის სამართავად იყენებენ: (H3) 

  • სიმპტომურ მკურნალობას;
  • მედიკამენტურ თერაპიას;
  • ვარჯიშებს;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას;
  • წონის კლებას, რადგან ჭარბი წონა დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება იყოს დაავადებისთვის.

ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ოსტეოართროზის წინააღმდეგ, სოლგარის „ქონდროიტინ გლუკოზამინია“. ეს საკვები დანამატი ხელს უწყობს მოქნილობის, მობილურობის, მოძრაობის დიაპაზონის გაზრდას. გამოიყენება ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით, მათ შორის, პირველადი და მეორეული ოსტეოართროზის მიმდინარეობისას.

როგორ ავირიდოთ ოსტეოართროზი?

ასაკის მატებასთან ერთად ოსტეოართროზის განვითარების რისკი იზრდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გარკვეული რჩევების გათვალისწინება და ცხოვრების წესში ცვლილებების შეტანა, რათა თავიდან ავირიდოთ ეს მდგომარეობა.

მაგალითად, მნიშვნელოვანია მოძრაობა და მობილურობა - პრიორიტეტი მიანიჭეთ ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც სახსრების მოძრაობაზეა ორიენტირებული. მაგალითად, დაკავდით ცურვით, ველოსიპედის ტარებით ან უბრალოდ ეცადეთ ბევრი იაროთ. ამ დროს ძლიერდება კუნთები სახსრების გარშემო და მცირდება გადაგვარების შანსები.

კიდევ ერთი გზაა წონაზე ზრუნვა - ეს ნიშნავს დაბალანსებულ კვებას, პროტეინებისა და ვიტამინების საჭირო რაოდენობით მიღებას, პარალელურად კი არაჯანსაღ ნივთიერებებზე უარის თქმას. მიიღეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები (როგორიცაა ხილი და ბოსტნეული), კოლაგენის წარმომქმნელი ნივთიერებები (როგორიცაა ვიტამინი C) და ცხიმოვანი მჟავები (მაგალითად, ომეგა 3), რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ სახსრების ჯანმრთელობას და ხრტილის ელასტიკურობას.

დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, თუ როგორ ფეხსაცმელს იყენებთ. შეარჩიეთ ფეხსაცმელი ტერფის თაღის კარგი საყრდენითა და ბალიშებით, განსაკუთრებით თუ დიდხანს ფეხზე დგომა გიწევთ. 

თუკი თქვენი სამუშაო ან უბრალოდ ყოველდღიურობა დატვირთულია მონოტონური, ერთი და იმავე სახსრის დატვირთვით, ეცადეთ, ხშირად შეისვენოთ. ერიდეთ ერთი სახსრისა თუ კუნთების ჯგუფის განსაკუთრებულ დატვირთვას.