ქონდროიტინ გლუკოზამინი 60 ტაბლეტი სოლგარი - Solgar
ჩვენება: ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა, პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი.
ქონდროიტინ გლუკოზამინი 60 ტაბლეტი სოლგარი - Solgar
ქონდროპროტექტორი
გლუკოზამინი, ჰიალურონის მჟავა, ქონდროიტინი, მეთილსულფონილმეთანი(მსმ)
მოქნილობის, მობილურობის, მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა.
თავისუფალი მოძრაობის ფორმულა აქტიური ცხოვრების წესისთვის
რატომ სოლგარის ქონდროპროტექტორი?
სოლგარის მაღალტექნოლოგიური სრულყოფილი ფორმულა შეიცავს:
· გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი 1500მგ,
· ქონდროიტინის სულფატი 1200მგ,
· მეთილსულფონილმეთანი 1500მგ,
· ბიოუჯრედოვანი კოლაგენი 300მგ უზრუნველყოფილი - ჰიდროლიზებული ტიპის კოლაგენით 180 მგ, ქონდროიტინის სულფატით 48 მგ, ჰიალურონის მჟავით 30 მგ
გლუკოზამინის სულფატი - პოლისაქარიდია, რომელიც ასტიმულირებს პროტეოგლიკანის და ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას. აუცილებელია ხრტილის, იოგების, მყესების და სინოვიალური სითხის ფორმირებისთვის. მოქმედებს ხრტილის ჰიდრატაციაზე და აუმჯობესებს სახსრის მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს.
ქონდროიტინის სულფატი - გლიკოზამინების კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, მდგრადობას, მოქნილობასა და დრეკადობას. აჩქარებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას.
მეთილსულფონილმეთანი(მსმ) - გოგირდის შემცველი ორგანული ნაერთია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ბოჭკოვანი სტრუქტურის წარმოქმნაში. უზრუნველყოფს ძვლისა და ხრტილის ქსოვილის სწორ ფორმირებასა და აღდგენას. აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
კოლაგენი - წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის(ხრტილი,ძვალი,მყესები, იოგები, კანი) მთავარ სტრუქტურულ ცილას. იგი პასუხისმგებელია უჯრედების შეკავშირებასა და ორგანიზმის მექანიკურ ფუნქციებზე.
იხილეთ ბლოგი: ოსტეოართროზი — დაავადების წარმოშობა, სიმპტომები და მკურნალობის გზები
ჩვენება:
· ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
· პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი;
· მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
· ოსტეოქონდროზი;
· კოქსართროზი;
· სპონდილიტი;
· სპონდილოზი;
· ოსტეოპოროზი, პაროდონტოპათია;
· ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი პერიოდი;
· სპორტი და ფიზიკური აქტივობა
შემადგენლობა
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი 1500მგ,
ქონდროიტინის სულფატი 1200მგ,
მეთილსულფონილმეთანი 1500მგ,
ბიოუჯრედოვანი კოლაგენი 300მგ უზრუნველყოფილი - ჰიდროლიზებული ტიპის კოლაგენით 180 მგ, ქონდროიტინის სულფატით 48 მგ, ჰიალურონის მჟავით 30 მგ
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკოგელი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს,სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს
დოზირება:
1 ტაბლეტი დღეში 2-3 ჯერ საკვებთან ერთად.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა: 60 ტაბლეტი.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ
Units | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account