ლაქსამვი — მცენარეული საფაღარათო საშუალება ნატურალური კომპონენტებით

ლაქსამვი ამვილაბის ბრენდის მცენარეული საფაღარათო საშუალებაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იწარმოება. ერთ ფლაკონში 30 კაფსულია, რომლებიც ნატურალური კომპონენტებისგან შედგება. PSP-ში ლაქსამვის კაფსულები რეცეპტის გარეშე გაიცემა.         

ლაქსამვის ანოტაცია

ამვილაბის ლაქსამვის შედგენილობაში შევხვდებით მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს, როგორიცაა: კასკარა საგრადა, სინამაქის ფოთოლი, მრავალძარღვა ანუ ფსილიუმის ბოჭკოები, სელის თესლის ფხვნილი, ალოე ვერა, Lactobacillus acidophilus, ძირტკბილა და საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები.

ამ ინგრედიენტების დახმარებით და ორგანიზმის უნიკალური გამწმენდი ფორმულით, წამალი ლაქსამვი ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ბალანსს აღადგენს. გარდა ამისა, ლაქსამვი ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას უწყობს ხელს და ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს.

პრეპარატი ასევე აღადგენს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას ტკივილის, სპაზმისა და შებერილობის გარეშე. ამასთან, უზრუნველყოფს რბილ და რეგულარულ დეფეკაციას.

ყოველივე აღნიშნულთან ერთად, ლაქსამვი ჭარბი წონის კორექციისთვისაც გამოიყენება.

რისთვის გამოიყენება ლაქსამვი?

ლაქსამვის ყაბზობის, მათ შორის ატონიური ყაბზობის დროს იყენებენ. გარდა ამისა, მისი მიღების რეკომენდაციას გასცემენ სპასტიური კოლიტისა და მეტეორიზმის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატს ხშირად მიმართავენ პაციენტის ქირურგიული ოპერაციისთვის, ასევე ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევებისთვის მომზადების დროს.

ლაქსამვში შემავალი კასკარა საგრადა, იგივე ამერიკული ხეჭრელა, ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს და რბილ და რეგულარულ დეფეკაციას უზრუნველყოფს. იგი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებებისა და მინერალების ბალანსის აღდგენას და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. ამასთან, კასკარა საგრადას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული აქტივობა. ის დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების აქტივობას თრგუნავს და ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესების წარმოქმნას თავიდან გვაცილებს.

სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი საფაღარათო მოქმედებით ხასიათდება. ის იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას და აძლიერებს პერისტალტიკას (ღრუ-მილოვანი ორგანოების კედლების ტალღისებური თანამიმდევრული შეკუმშვა, რაც წელს უწყობს ორგანოს შიგთავსის გადაადგილებას). ეს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას და მისი ნორმალური მუშაობის რითმის აღდგენას განაპირობებს.

ფსილიუმის ბოჭკოებს (მიიღება მრავალძარღვას თესლისგან) საფაღარათო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება ახასიათებს. ის ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას და ყაბზობის რისკს ამცირებს.

ზოგადად, ფსილიუმი ცხიმებისა და ნახშირწყლების გადამუშავებას ანელებს. მისი დახმარებით ინსულინის სეკრეცია მცირდება, რადგან გლუკოზა სისხლში უფრო ნელა აღწევს. ფსილიუმი ზედმეტი წონის დაგროვებას უშლის ხელს და წონაში კლების პროცესს აუმჯობესებს, ამავდროულად, შიმშილის გრძნობას ამცირებს.

ამ ყველაფერთან ერთად, ის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის რეგენერაციის უნარი გააჩნია და ნაწლავის მიკროფლორას აუმჯობესებს.

სელის თესლი მდიდარი ანტიოქსიდანტური წყაროა, რომელიც A, B, C, E , ომეგა 3-ს, ვიტამინებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორსა და კალიუმს შეიცავს. ის ორგანიზმიდან ტოქსინების და სხვა შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს. ეს კი წონის რეგულირებაზე დადებით გავლენას ახდენს.

ალოე ვერა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშობას აწესრიგებს და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს აძლიერებს. ამასთან, მას აქვს ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ალოე ვერა ნაწლავურ მიკროფლორას აუმჯობესებს, მასში შემავალი ანტრაქინონური გლიკოზიდი ალოინი კი მის საფაღარათო მოქმედებას განაპირობებს.

Lactobacillus acidophilus ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს აღადგენს. გარდა ამისა, ის აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს და ნაწლავების პერისტალტიკას.

დაბოლოს, ძირტკბილას ფესვები, ფლავანოიდების შემცველობის გამო სპაზმოლიზურ, ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ავლენს. ძირტკბილა საფაღარათო და ანტიჰემოროიდული (ბუასილის საწინააღმდეგო), ასევე მსუბუქი შარდმდენი თვისებით ხასიათდება.

ლაქსამვის მიღების წესი და დოზირება 

ლაქსამვი პერორალურად, პირის ღრუს გავლით, წყალთან ერთად მიიღება. პრეპარატის გამოყენებისას დიდი რაოდენობით სითხის დალევის რეკომენდაციას გასცემენ, რათა დეჰიდრატაცია თავიდან იქნას აცილებული.

ლაქსამვი ძილის წინ უნდა მიიღოთ, პრეპარატმა მთელი ღამის განმავლობაში რომ იმუშაოს. რაც შეეხება დოზას, რეკომენდებულია 1 ან 2 კაფსულის 200 მლ წყალთან ერთად გამოყენება 15 დღის განმავლობაში. შესაძლოა, ექიმის რეკომენდაციით ეს დოზირება შეიცვალოს.

მკურნალობის კურსის განმეორება პირველი კურსის ჩამთავრებიდან 6-8 კვირის შემდეგ არის სასურველი. ექიმის მითითებების გარეშე რეკომენდებულ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ.

ლაქსამვის უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები

ლაქსამვი უკუნაჩვენებია მუცლის ტკივილის, დიარეისა და რექტალური სისხლდენის დროს. თუ გაქვთ ნაწლავის გაუვალობის, აპენდიციტის ან კუჭის ტკივილის სიმპტომები, ექიმთან კონსულტაციის გარეშე წამლის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

მისი გამოყენება არ არის სასურველი სხვა საფაღარათო საშუალებებთან ერთად, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისათვის.

ლაქსამვი არ უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, რომლებსაც პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ადრე ალერგია აღენიშნათ.

პრეპარატის გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია ჯანმრთელობის ზოგიერთი დარღვევის მქონე პაციენტების შემთხვევაში. მაგალითად, სპეციალისტისგან მითითება უნდა მიიღონ მათ, ვისაც ნაწლავის ანთებითი დაავადებები (როგორიცაა კრონის დაავადება) აწუხებთ.

რაც შეეხება უკუმოქმედებას, ლაქსამვის შედარებით ხშირ გვერდით მოვლენებს შორის შეიძლება იყოს კუჭის ზომიერი ტკივილი, შებერილობა და გაზები.

პრეპარატის მძიმე გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს მუდმივ დიარეას, დეჰიდრატაციას ან ელექტროლიტების დისბალანსს.