ლაქსამვი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

Rating:
100% of 100
განსაკუთრებული ფასი 44,01 GEL რეგულარული ფასი 48,90 GEL
მარაგშია
SKU
54710_1477

ლაქსამვი მცენარეული საფაღარათო საშუალება-აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას.

ლაქსამვი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

მცენარეული საფაღარათო საშუალება - აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას.

ლაქსამვი არის ორგანიზმის გამწმენდი ფორმულა, რომელიც   შეიცავს არამარტო ეფექტურ მცენარეულ საფაღარათო საშუალებებს, არამედ პრობიოტიკ Lactobacillus Acidophilus, რომელიც აღადგენს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ბალანსს.  აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ახდენს ნაწლავის პერისტალტიკის ნორმალიზაციას და უზრუნველყოფს რეგულარულ დეფეკაციას,  ამცირებს მეტეორიზმის მოვლენებს.

ლაქსამვი ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, წმინდავს  ორგანიზმს ტოქსინებისაგან, ახდენს ჭარბი წონის კორექციას. 

ლაქსამვი  შეიცავს მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს: სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი ავლენს საფაღარათო მოქმედებას, იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით-მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას და მისი ნორმალური მუშაობის რითმის აღდგენას.

იხილეთ ბლოგი: ლაქსამვი — მცენარეული საფაღარათო საშუალება ნატურალური კომპონენტებით

კასკარა საგრადა (ამერიკული ხეჭრელა) აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას,  უზრუნველყოფს რბილ და რეგულარულ დეფეკაციას. გააჩნია ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლმდენი აქტივობა. ხელს უწყობს საკვები ნივთიერებებისა და მინერალების ბალანსის აღდგენას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხეჭრელას შემადგენლობაში არსებულ საპონინებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული აქტივობა. მოქმედებენ ნაწლავის ლორწოვან გარსზე, ისინი წარმოქმნიან დამცავ აპკს, ამსუბუქებენ ტკივილის შეგრძნებას და ხელს უშლიან ანთების კერების განვითარებას. თრგუნავენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების აქტივობას და თავიდან გვაცილებენ ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესების წარმოქმნას.  

ფსილიუმის ბოჭკოებს რომელიც მიიღება მრავალძარღვას თესლისგან, ახასიათებს საფაღარათო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს ყაბზობის რისკს. ფსილიუმი  ანელებს ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავებას. მისი მიღებისას მცირდება ინსულინის სეკრეცია, რადგან გლუკოზა უფრო ნელა აღწევს სისხლში, შედეგად არ ხდება ზედმეტი წონის დაგროვება და უმჯობესდება წონაში კლების პროცესი, ამავე დროს ამცირებს შიმშილის გრძნობას. ფსილიუმი წარმოადგენს ძლიერ ენტეროსორბენტს, რომელსაც გამოჰყავს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები. აგრეთვე გააჩნია კუჭნაწლავის ლორწოვანის რეგენერაციის უნარი და აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.

სელის თესლი წარმოადგენს მდიდარ ანტიოქსიდანტურ წყაროს, შეიცავს  A, B, C, E , ომეგა 3–ს, ვიტამინებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს და კალიუმს. სელის თესლი  ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების და სხვა შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას, რაც დადებით გავლენას ახდენს წონის რეგულაციაზე.
ბოჭკო წყალს შეიწოვს, რის შედეგადაც განავლოვანი მასების მოცულობა იზრდება და ნაწლავთა მოქმედებაც უმჯობესდება.

ალოე ვერა  აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშობას. აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.  აქვს ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აწესრიგებს ნაწლავურ მიკროფლორას. ალოეში შემავალი ანტრაქინონური გლიკოზიდი ალოინი განაპირობებს მის საფაღარათო მოქმედებას. ორგანიზმში ამ გლიკოზიდის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ემოდინი აღიზიანებს რა ნაწლავური ტრაქტის რეცეპტორებს (უმეტესწილად მსხვილ ნაწლავში),  იწვევს საფაღარათო ეფექტს.

Lactobacillus acidophilus –   რძის მჟავა ბაქტერიები არეგულირებს კუჭ–ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას, თრგუნავს დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას , აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს. 

ძირტკბილას ფესვებში  უხვად არის საპონინი, რამდენიმე სახის ფლავონოიდი, სახამებელი , ლორწოვანი ნივთიერება, ასკორბინის მჟავა. ფლავანოიდების შემცველობის გამო ძირტკბილა ავლენს სპაზმოლიზურ,  ანთებისაწინააღმდეგო  ეფექტს. ძირტკბილას აქვს საფაღარათო და ანტიჰემოროიდული, მსუბუქი შარდმდენი თვისება.  

ჩვენება

·        ყაბზობა

·        სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი

·        წონის კორექცია

·        დისბაქტერიოზის პრევენცია

·        ქირურგიული  ოპერაციისათვის, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევებისათვის მომზადება 

შემადგენლობა

2 კაფსულა შეიცავს: კასკარა საგრადა - 300 მგ, ალოე ვერა - 80 მგ,  მრავალძარღვა (ფსილიუმის ბოჭკოები) – 300 მგ, სელის თესლის ფხვნილი - 10 0მგ, Lactobacillus Acidophilus - 50 მგ, ძირტკბილა -50 მგ, სინამაქის ფოთლის ექსტრაქტი - 285 მგ, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები - 14 მგ.

დოზირება

1-2 კაფსულა ძილის წინ 200 მლ წყალთან ერთად, არაუმეტეს 7 დღისა. მოკლე ვადიანი გაწმენდი პროგრამა: 5 დღის განმავლობაში მიიღეთ 1-2 კაფსულა ძილის წინ 200 მლ წყალთან ერთად,  5 დღე შეისვენეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყალი, კურსი კვლავ გაიმეორეთ მომდევნო 5 დღე - 1,2 კაფსულა დღეში 600 მლ წყალთან ერთად. 

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, აუცილებელია მისი მიღება მინიმუმ 1 ჭიქა წყალთან ერთად. 

უკუჩვენება

მუცლის ტკივილი, დიარეა, რექტალური სისხლდენა. არ გამოიყენება სხვა საფაღარათო საშუალებებთან ერთად, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში. შეინახეთ  მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა. 

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

მეტი ინფორაცია
Units30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy