
ევროფარი თურქული წარმოების პრეპარატია, რომელიც კაფსულებისა და სიროფის სახით არის წარმოდგენილი. პირველი, უფროსების ვერსიის შემთხვევაში, პლასტმასის ბოთლში 30 კაფსულია, მეორე, საბავშვო ვერსიის შემთხვევაში კი, ერთი ფლაკონში 150 მლ სიროფია.
PSP-ის აფთიაქებში პრეპარატი, ორივე ფორმით, ურეცეპტოდ გაიცემა.
ევროფარის ანოტაცია
ევროფარის კაფსულებში რკინის ფუმარატი, თუთიის სულფატი, სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), ვიტამინი B6 (პირიდოქსინი), ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) და ფოლიუმის მჟავა შედის.
რაც შეეხება ევაფორის სიროფს, მისი ყოველი 5 მლ შეიცავს: რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს (ეკვივალენტური 50მგ ელემენტური რკინის), ფოლიუმის მჟავას 50მკგ, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 0.7მკგ.
ევოფარი შემდეგი ჩვენებების დროს გამოიყენება:
- რკინადეფიციტური ანემიები;
- პოსტჰემორაგიული პერიოდები, მათ შორის მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სხვა;
- რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა, მათ შორის ორსულობის, ლაქტაციის, ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდში და ხშირი დონაციისას;
- რკინის არასაკმარისი მიღება ან/და მისი შეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეა, ჭიებით ინვაზია).
როგორ მოქმედებს ევროფარი?
ევროფარის შედგენილობაში შემავალი თითოეული კომპონენტი, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ამგვარად მოქმედებს:
- რკინის ფუმარატი მაღალი ბიოშეღწევადობით ხასიათდება. ის ორგანიზმში რკინის დეფიციტს ძალიან სწრაფად ავსებს, რაც ჰემოგლობინისა და გლობინური ფერმენტების სინთეზისთვის აუცილებელია.
- თუთიის სულფატი შედის იმ ფერმენტებში, რომლებიც სხვადასხვა ბიოქიმიურ რეაქციაში მონაწილეობს და უჯრედის მემბრანას ასტაბილიზებს.
- სპილენძის სულფატი ერითროპოეზს (ერითროციტების წარმოქმნის პროცესი ძვლის ტვინში) აძლიერებს.
- მანგანუმის სულფატი ხელს უწყობს რკინის ჩართვას ერითროციტების პორფინირებულ კომპლექსში, აკავშირებს თუთიას თუთიადამოკიდებულ ფერმენტებთან და ააქტიურებს მათ.
- ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის შეწოვის პროცესს და უჯრედშორისი ნივთიერების კოლოიდური მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ასევე კაპილარების ნორმალურ გამავლობას უზრუნველყოფს.
- ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) სიგმა-ამინოლევულინატის სინთეზში მონაწილეობს, რომელიც ჰემის წინამორბედია.
- ვიტამინი B12 თიამიდინნუკლეოტიდების ბიოსინთეზსა და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს ასტიმულირებს.
- ფოლიუმის მჟავა სისხლმბადი უჯრედების გაყოფასა და სისხლწარმოქმნას უწყობს ხელს.
ევროფარი სწრაფად ავსებს რკინის მარაგს და ორგანიზმში მის დეფიციტს აღმოფხვრის. შედეგად, სისხლში ჰემოგლობინის დონე და ერითროციტების რიცხვი იმატებს. ჩვეულებრივ, ანემიის ჰემატოლოგიური და კლინიკური ნიშნები რეგრესირებას ევროფარის მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ იწყებს.
ევროფარის მიღების წესი და დოზირება
როგორც აღვნიშნეთ, ევროფარის საბავშვო ვერსიას სიროფი წარმოადგენს, რომლის მიღებაც 0-1 წლიდან არის ნებადართული. პრეპარატი ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, თუმცა, ჩვეულებრივ, დოზირება შემდეგნაირია:
- 0-1 წელი: 2.5-5 მლ დღეში ერთხელ;
- 1-12 წელი: 5-10 მლ დღეში ერთხელ;
- მოზარდები 12 წლის ზევით: 20 მლ დღეში ერთხელ.
ევროფარის სიროფის მიღება ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავეა რეკომენდებული.
რაც შეეხება ევროფარის კაფსულებს, რომლებიც 12 წელს ზევით ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის არის განკუთვნილი, ამ დროს, როგორც წესი, ინიშნება: თითო კაფსული 1-ხელ ან 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ორმოცი წუთით ადრე.
პრეპარატის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები
ევროფარი უკუნაჩვენებია ანემიების დროს, რომლებიც რკინის დეფიციტთან დაკავშირებული არ არის. მათ მიეკუთვნება ჰემოლიზური-შეძენილი და თანდაყოლილი ანემიები.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ასევე ჰემოქრომატოზის დროს. ეს არის დაავადება, როდესაც ორგანიზმის მიერ საკვებიდან რკინის ჭარბი რაოდენობით შეწოვა ხდება. უკუჩვენებებს შორის არის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მწვავე ფორმა და ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი).
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ეს შეიძლება პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ორგანიზმის ინდივიდუალური აუტანლობით იყოს გამოწვეული. ევროფარის მიღებისას იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, პირში რკინის გემო ან დიარეა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account