Eurofar - ევროფარი სიროფი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 30,04 GEL რეგულარული ფასი 31,62 GEL
მარაგშია
SKU
42076_1782

ჩვენება: რკინადეფიციტური ანემია. 

ევროფარი  სიროფი
Eurofar Syrup                                                                                                                                                                

შემადგენლობა:

სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი - ექვივალენტური 50 მგ. ელემენტური რკინის;  ფოლის მჟავა-50 მკგ; ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)- 0,7 მკგ.

იხილეთ ბლოგი: ევროფარი — პრეპარატი რკინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი მაკრომოლეკულაა, რომლის შემადგენლობაში არსებული რკინა (III) სწრაფად ანაზღაურებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში. მაკრომოლეკულიდან რკინა შეიწოვება აქტიური აბსორბციის გზით, ტრანსფერინთან კომპლექსში აღწევს უჯრედის შიგნით და მონაწილეობს ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზში. გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. რკინის (III) პოლიმალტოზური კომპლექსი სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებში რკინას არ გამოყოფს.

ფოლის მჟავა ასტიმულირებს სისხლმბადი უჯრედების გაყოფასა და სისხლწარმოქმნის პროცესს; გარდა ერითროციტებისა, აუცილებელია სისხლის დანარჩენი ფორმიანი ელემენტების წარმოქმნისა და ზრდისთვის; მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, ამინომჟავების სინთეზში. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი განაპირობებს მეგალობლასტური ანემიის განვითარებას.  

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ფოლის მჟავასთან ერთად ასტიმულირებს ნუკლეოტიდების ბიოსინთეზს და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს; აუცილებელია ერითროციტების ფორმირებისთვის, მათი სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებისთვის.

ევროფარი სიროფი უზრუნველყოფს რკინის დეფიციტის სწრაფ შევსებას ორგანიზმში.                           

ჩვენებები:                                                                                  

რკინადეფიციტური ანემიები

-  პროფილაქტიკა და მკურნალობა 

-პოსტჰემორაგიული (მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.);                                                              
-რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ბავშვის ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი, სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ორსულობა, ლაქტაცია)

-რკინის არასაკმარისი მიღება, ან მისი შეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეები, ჭიებით ინვაზია). 

წინააღმდეგ ჩვენებები:

ანემიები, რომლებიც არაა დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური - შეძენილი ან თანდაყოლილი), ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავის პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიKური წყლულოვანი კოლიტი). 

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, იშვიათ შემთხვევაში გულისრევა, რკინის გემო პირში, დიარეა.

დოზირება და მიღების წესი:

0 - 1 წელი: 2,5 - 5 მლ. 1-ჯერ დღეში; 

1 - 12 წელი: 5 - 10 მლ. 1-ჯერ დღეში;

12 წლის ზევით: 20 მლ. 1-ჯერ დღეში.

მიიღება ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე.

გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ ფლაკონში
ვარგისობის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი: 
ფარმაცევტული  ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy