აქსიტოპი შამპუნი 100გ ტუბი
ჩვენება: ხელს უწყობს ქერტლის მოცილებას, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის ნორმალიზებას.
აქსიტოპი®
შამპუნი
(კეტოკონაზოლის და თუთიის პირითიონის შამპუნი)
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
კეტოკონაზოლი B.P - 2%^წ/მ
თუთიის პირითიონი - 1%^წ/მ
წყლის ფუძეზე – ს.რ.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი იხილეთ სექციაში დამხმარე ნივთიერებების სია.
იხილეთ ბლოგი: აქსიტოპი - კანთან დაკავშირებული სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალო საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ფარმაკოდინამიკა :
აქსიტოპის ® აქტიური ინგრედიენტების კომპლექსს აქვს ქერტლის საწინააღმდეგო და ანტისებორეული ეფექტი.
კეტოკონაზოლი არის სინთეზური იმიდაზოლ დიოქსოლანის ანტიმიკრობული საშუალება, აქტიური საფუარის, მათ შორის მალასეზიისა და დერმატოფიტების წინააღმდეგ. მისი აქტივობის ფართო სპექტრი კარგად ცნობილია.
კეტოკონაზოლი ხელს უწყობს ქერტლის მოცილებას და ხელს უშლის მის ხელახლა გაჩენას. ხელს უწყობს ქავილის შემცირებას და აქერცვლას, ამშვიდებს და აღადგენს სკალპს. რბილი სარეცხი ბაზის წყალობით შამპუნინაზად ასუფთავებს კანს და თმას. შესაფერისია მგრძნობიარე სკალპისთვის.
თუთიის პირითიონს აქვს ქერტლის საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების ნორმალიზებას.
ფარმაკოკინეტიკა :
კეტოკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია, ისევე როგორც თუთიის პირითიონის კონცენტრაცია არ გამოვლენილა კეტოკონაზოლის სკალპზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
კლინიკური დეტალები:
აქსიტოპი ® ნაჩვენებია სებორეული დერმატიტის, თავის პიტირიაზის (ქერტლი), ნაირფერი პიტირიაზის მკურნალობის და პრევენციისთვის, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს Pityrosporum-სოკოსთან.
თერაპიული ჩვენებები:
- ხელს უწყობს ქერტლის მოცილებას;
- ხელს უშლის მის ხელახლა გაჩენას;
- ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის ნორმალიზებას.
დოზირება და მიღების წესი:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
ზრდასრულები, მათ შორის ხანდაზმულები და მოზარდები:
მთლიანად დაისველეთ თმა და სკალპი წყლით.
წაისვით შამპუნი იმ რაოდენობით, რომ წარმოიქმნას საკმარისი რაოდენობით ქაფი თმის და სკალპის დასაბანად, ნაზად შეიზილეთ სკალპში და დატოვეთ 3-5 წუთი მთლიანად ჩამობანამდე.
სებორეული დერმატიტი და ქერტლი: აქსიტოპი ® გამოიყენეთ კვირაში ორჯერ 2-4 კვირის განმავლობაში.
პროფილაქტიკა: აქსიტოპი ® გამოიყენეთ 1-2 კვირაში ერთხელ.
ნაირფერი პიტირიაზი : აქსიტოპი ® გამოიყენეთ დღეში ერთხელ მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში.
პროფილაქტიკა: რადგან პიტირიაზის ბილიკები უფრო აშკარავდება მზეზე ექსპოზიციისას აქსიტოპი®® შეიძლება გამოყენებული იყოს დღეში ერთხელ მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში მკურნალობის ერთი კურსისას მზეზე ექსპოზიციამდე.
უკუჩვენება :
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
მოხსნის ეფექტის პრევენციისთვის პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით რეკომენდებულია თერაპიის თანდათან მოხსნა 2-3 კვირის განმავლობაში აქსიტოპის ® გამოყენებისას.
აქსიტოპი ® შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს თვალის ლორწოვანი გარსებისთვის და ამ ადგილთან კონტაქტს უნდა მოერიდონ. თვალში მოხვედრის შემთხვევაში შამპუნი ნაზად უნდა ჩამოიბანონთ ცივი წყლი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ფორმები :
კვლევები არ ჩატარებულა.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
არარელევანტურია
არასასურველი ეფექტები:
აქსიტოპის®®უსაფრთხოება შეფასდა 2980 სუბიექტში, რომლებიც მონაწილეობდნენ 22 კლინიკურ კვლევაში. აქსიტოპი ® გამოიყენებოდა ადგილობრივად სკაპლზე და/ან კანზე. ამ კლინიკური კვლევების უსაფრთხოების შეჯამებული მონაცემების საფუძველზე არ აღინიშნა ≥1% ADR.
შემდგომ ცხრილში წარმოდგენილია ADR, რომლებიც აღწერილია აქსიტოპის® გამოყენებისას კლინიკურ კვლევაში ან პოსტმარკეტინგული გამოცდილებისას.
ძალიან ხშირი ≥≥ 1/10
ხშირი ≥≥1/100 და < 1/10
იშვიათად ≥≥1/1000 და < 1/100
იშვიათი ≥1/10000, < 1/1000
ძალიან იშვიათი <1/10000, მათ შორის იზოლირებული შეტყობინებები
უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული კლინიკური კვლევების მონაცემებიდან).
ორგანოთა სისტემის კლასი |
არასასურველი წამლის რეაქციები (ADR) |
|||
კატეგორიების სიხშირე |
||||
ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 და <1/100) |
იშვიათად (≥1/10,000 და <1/1,000) |
უცნობი |
||
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები |
ჰიპერმგრძნობელობა |
|||
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები |
დისგევზია |
|||
ინფექციები და ინფიცირება |
ფოლიკულიტი |
|||
თვალის მხრივ დარრვევები |
გაძლიერებული ცრემლდენა |
თვალის გაღიზიანება |
||
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები |
ალოპეცია, მშრალი კანი თმის ტექსტურის დარღვევა, გამონაყარი, კანის წვის შეგრძნება |
აკნე, კონტაქტური დერმატიტი, კანის მხრივ დარღვევები, კანის აქერცვლა |
ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია, თმის ფერის შეცვლა |
|
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა |
გამოყენების ადგილას ერითემა, გამოყენების ადგილის გაღიზიანება, გამოყენების ადგილას ქავილი, გამოყენების ადგილის რეაქციები |
გამოყენების ადგილის ჰიპერმგრძნობელობა, გამოყენების ადგილას პუსტულები |
მოხსენება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ:
სამედიცინო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მოხსენება მნიშვნელოვანია. ის შესაძლებელს ხდის სამედიცინო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგის გაგრძელებას. ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს ევალებათ განაცხადონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ.
დოზის გადაჭარბება :
შემთხვევით შიგნით მიღებისას უნდა გატარდეს დამხმარე და სიმპტომური ზომები. ასპირაციის თავიდან ასაცილებლად არ უნდა მოხდეს ღებინება და კუჭის ამორეცხვა.
ფარმაცევტული დეტალები :
დამხმარე ნივთიერებების სია :
გლიცერინი |
ფერი ერითროზინი (Supra) |
ნატრიუმის ლაურილ ეთილის სულფატი |
კონდიციონერი |
ნატრიუმის ლაურილ სულფატის სითხე |
კოკობუტანი |
მეთილის პარაბენი ნატრიუმი |
პროპილ პარაბენი ნატრიუმი |
ესენცია ჟიზელი 80209 |
ესენცია ლავანდა |
ლიმონმჟავას მონოჰიდრატი |
ეთილენგლიკოლის მონოსტეარატი |
კოკო მონო ეთანოლის ამიდი |
შენახვის ვადა:24 თვე
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები:
ინახება ბნელ და მშრალ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა და შემადგენლობა:
100 მლ შამპუნი შევსებული თეთრი PET ბოთლი №1.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account