
კოლაგენი არის სტრუქტურული ცილა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლძარღვების კედლების სიძლიერესა და ელასტიკურობის უზრუნველყოფაში. სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად აუცილებელია კოლაგენის სინთეზი, რაც რამდენიმე საკვანძო კომპონენტის ურთიერთქმედებას მოითხოვს.
სწორედ, სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირებისთვის კოლაგენის სინთეზს უზრუნველყოფს ლიმფავენი. ევროპული წარმოების პრეპარატი, რომლის შედგენილობაში აქტიურ ინგრედიენტად ბევრ სასარგებლო მცენარეს შეხვდებით.
ქვემოთ გამოვყოთ ისინი:
ციტრუსის ბიოფლავონოიდები, გალიუმის აპარინის ექსტრაქტი, ყურძნის წიპწის ოლიგო-პროანთოციანიდები(OPCs), გინკგოს ექსტრაქტი(გინკგო ბილობა), რუტინი ქუერცეტინი ბაბუაწვერას ექსტრაქტი(Taraxacum officinalis), კალიუმი, ვიტამინი C, ვიტამინი E, მაგნიუმი, ვიტამინი B6 და ასე შემდეგ.
რა სიმპტომების დროს ინიშნება ლიმფავენი?
ლიმფავენი გავრცელებული საშუალებაა, რომელიც ეფექტიანად უმკლავდება ჯანმრთელობის შემდეგ პრობლემებს, ესენია:
- ვენური უკმარისობა/შეშუპება;
- ვარიკოზული დაავადებები;
- თრომბოფლებიტი;
- ლიმფოსტაზი;
- ლიმფორეა;
- ლიმფადემა;
- ლიმფანგიტი;
- კონსტიტუციური ტიპის შეშუპება;
- მცირე მენჯის ღრუს სტაზი(ოვარიოვარიკოცელე);
- სათესლე ჯირკვლების ვარიკოცელე;
- პრემენსტრუალური სინდრომი;
- ჰემოროიდული დაავადება
- პერიფერიული და ცენტრალური მიკროცირკულაციის გაუმჯობესება.
როგორ მოქმედებს ტაბლეტები?
როგორც წესი, ლიმფავენი დადებითად მოქმდებს ლიმფურ და ვენურ ცირკულაციაზე, რითაც უზრუნველყოფს დადებით შედეგს. ქვემოთ განვიხილოთ ისინი:
ლიმფური ცირკულაციის გაუმჯობესება
პირველ რიგში, ლიმფავენი ხელს უწყობს ლიმფური ცირკულაციის გაუმჯობესებას.
რომელსაც ჩვეულებრივ, პრეპარატში შემავალი შემდეგი აქტიური კომპონენტები უზრუნველყოფენ: გალიუმის აპარინი, ბრომელაინი, ბაბუაწვერას ექსტრაქტი, ციტრუსის ბიოფლავონოიდები, Mg, K, B6. სწორედ, ზემოთ ნახსენები ასტიმულირებენ ლიმფურ დრენაჟს, ისინი ხელს უწყობენ დამატებითი კოლატერალების გახსნას და უზრუნველყოფენ ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას; გარდა ამისა, მათ აქვთ სუსტად გამოხატული დიურეზული მოქმედება.
როგორ ახერხებს პრეპარატი ვენური ცირკულაციის გაუმჯობესებას
რაც შეეხება ვენურ ცირკულაციას, მის გაუმჯობესებას განაპირობებს პრეპარატში შემავალი ყურძნის წიპწის ოლიგო-პროანთოციანიდი, გინკგო ბილობა, რუტინი, ქუერცეტინი, რუსკოგენინი, ციტრუსის ბიოფლავონოიდები. როგორც წესი, ისინი ზრდიან როგორც ვენურ ცირკულაციას, ასევე ვენის კედლების და სარქვლების ელასტიკურობას , ამ დროს კი ხელს უწყობენ ვენური ნაკადის სწორ დინებას.
ანტიაგრეგაციული მოქმედება
ანტიაგრეგაციული მოქმედება გულისხმობს თრომბოციტების ერთმანეთთან შეერთების (აგრეგაციის) და სისხლძარღვების კედლებზე მიმაგრების პროცესის შეჩერებას, რაც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას და სისხლის ნაკადის ნორმალურ დინებას.
როგორც წესი, ანტიაგრეგაციული მოქმედება ვლინდება რუტინის, ბრომელაინის, გინკგო ბილობას და ვიტამინები- C და E-ს ჩართულობით. ისინი აინჰიბირებენ თრომბოციტების ადჰეზიას, ახანგრძლივებენ პროთრომბინის დროს და ააქტიურებენ პარციალური თრომბოპლასტინის დროს.
რა გვერდითი ეფექტებით ხასიათდება ლიმფავენი და რა უკუჩვენებები აქვს მას
მიუხედავად ლიმფავენის ეფექტიანობისა, მას შესაძლებელია თან ახლდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი უმეტეს შემთხვევაში მსუბუქია და დროებითი. ქვემოთ, გამოვყოთ ისინი:
კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები:
- გულისრევა;
- დიარეა;
- კუჭის ტკივილი ან დისკომფორტი
ალერგიული რეაქციები:
- გამონაყარი;
- ქავილი ან შეშუპება;
- მძიმე შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება.
ნერვული სისტემის შესაძლო დარღვევები:
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
დიურეზული ეფექტი:
შეიძლება პრეპარატის მიღებამ გამოიწვიოს ხშირი შარდვა, რაც დაკავშირებულია პრეპარატში შემავალი დიურეზული კომპონენტების (მაგ., ბაბუაწვერას ექსტრაქტი) მოქმედებასთან.
რაც შეეხება, პრეპარატის უკუჩვენებებს, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული თუ პაციენტს აღენიშნება მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, მომატებული მგრძნობელობა და ალერგია. ასევე 14 წლამდე ასაკი ბავშვებში.
პრეპარატის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა
ლიმფავენის მიღების წესი ძალზე მარტივია: პრეპარატი უნდა მიიღოთ დღის პირველ ნახევარში კვებამდე ნახევარი საათით ადრე. როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 30-60 დღეს. ჩვეულებრივ, პაციენტმა უნდა მიიღოს ერთდროულად 2 ტაბლეტი.
სააფთიაქო ქსელებში, მათ შორის პსპ-ს ქსელში შეგიძლიათ მისი შეძენა. აქვე, შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მალევე მიმართოთ ექიმს, რათა დროულად აღმოფხვრათ პრობლემა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account