იზრუნე სილამაზეზე

  1. როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახლის პირობებში?

    როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახლის პირობებში?

    შავი წერტილები სახეზე, იგივე კომედონები, კანის ყველაზე გავრცელებულ ესთეტიკურ პრობლემას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი მაშინ ჩნდება, როცა ფორები ცხიმითა და მკვდარი უჯრედებით იხშობა. ხოლო ჰაერთან კონტაქტის შედეგად, ეს ცხიმი ოქსიდირდება, რის გამოც მუქ ფერს იღებს. 

     

    ჩვეულებრივ, შავი წერტილები ცხვირზე, შუბლსა და ნიკაპზე განსაკუთრებით ხშირად ჩნდება. საბედნიეროდ, მათი მოშორება სახლის პირობებშიც შეიძლება — სწორედ ამასთან დაკავშირებით გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას.

     

    რატომ ჩნდება შავი წერტილები და როგორ მოვიშოროთ ისინი?

     

    ცოტა დეტალურად რომ განვიხილოთ, ამის წინაპირობად შეიძლება რამდენიმე ფაქტორი იქცეს: 

     

    • ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტივობა — განსაკუთრებით, ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანის შემთხვევაში;
    Read more »
  2. სახის კანის რა პრობლემებს მოგიგვარებთ სალიცილის მჟავა?

    სახის კანის რა პრობლემებს მოგიგვარებთ სალიცილის მჟავა?

    სახის კანის მოვლის საშუალებების სამყაროში სალიცილის მჟავა (Salicylic Acid) ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტია. ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი უნარით, გაუმკლავდეს აკნესა და ცხიმიან კანს. მაგრამ იცოდით, რომ ამ მჟავას სხვა მრავალი სასარგებლო თვისებაც აქვს? 

    ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ მუშაობს სალიცილის მჟავა, რა პრობლემებს აგვარებს და რომელ ცნობილ პროდუქტებში გვხვდება ის.

    რა არის სალიცილის მჟავა და როგორ მუშაობს? 

    სალიცილის მჟავა არის ბეტაჰიდროქსიმჟავა (BHA), რომელიც გვხვდება მცენარეულ წყაროებში, მაგალითად, ვილის ქერქში. ის ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ექსფოლიაციური და ანტიბაქტერიული თვისებებით. მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს მჟავა ეფექტურად მოქმედებს კანზე, არის უნარი, ღრმად შეაღწიოს ფორებში და გაწმინდოს ცხიმის, ჭუჭყისა თუ მკვდარი უჯრედებისგან.

    უფრო ვრცლად რომ განვიხილოთ, სალიცილის

    Read more »
  3. როგორ შევარჩიოთ BB კრემი სწორად

    როგორ შევარჩიოთ BB კრემი სწორად

    ბოლო პერიოდში BB კრემი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური პროდუქტი, ვინაიდან კანის მოვლისა და მაკიაჟის ფუნქციებს აერთიანებს. მისი მრავალმხრივი ფორმულა იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს მარტივ, მაგრამ ეფექტიან გადაწყვეტილებას კანის მოვლისა და, ამავდროულად, ბუნებრივი იერის მქონე მაკიაჟის მისაღებად. 

    რა არის BB კრემი? 

    ის აერთიანებს კანის მოვლისა და ტონალური კრემის ფუნქციებს — უზრუნველყოფს მსუბუქ დაფარვას, ატენიანებს კანს, იცავს მას მზის სხივებისგან და ზოგჯერ შეიცავს დამატებით ინგრედიენტებს, როგორებიცაა ანტიოქსიდანტები და აკნეს საწინააღმდეგო კომპონენტები. 

    თავის მხრივ, მაქსიმალური ეფექტისთვის BB კრემის სწორად შერჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს როგორც კანის ტიპს, ისე საჭიროებებს. ამ ბლოგში კი განვიხილავთ, როგორ შეარჩიოთ ეს პროდუქტი სწორად, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელია ამ ეტაპზე საუკეთესო BB კრემი.

    Read more »
  4. რატომ ცხიმიანდება შუბლი და ცხვირი — ყველაფერი სახის T ზონაზე

    რატომ ცხიმიანდება შუბლი და ცხვირი — ყველაფერი სახის T ზონაზე

    სახის T-ზონა მოიცავს შუბლს, ცხვირსა და ნიკაპს — ეს ნაწილები ყველაზე მეტი ცხიმიანობით გამოირჩევა, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტიურობითაა განპირობებული. სწორედ ამიტომაცაა, რომ სახის ამ ზონებზე ყველაზე ხშირად ჩნდება შავი წერტილები, ანთებითი გამონაყარი და ფართოვდება ფორები.

     

    ზოგადად, ზემოხსენებული ჯირკვლების მოქმედება კანს გამოშრობისგან იცავს და მის ელასტიკურობას უზრუნველყოფს. უბრალო, როცა ეს პროცესი ჭარბად მიმდინარეობს, T ზონა ზედმეტად ცხიმიანდება. თავის მხრივ, ამას შეიძლება რამდენიმე წინაპირობა ჰქონდეს:

     

    1. ჰორმონალური დისბალანსი — ჰორმონების, განსაკუთრებით ანდროგენების, ჭარბი წარმოება აძლიერებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. ძირითადად, ეს თავს იჩენს მოზარდობის, ორსულობის, მენსტრუალური ციკლის დროს ან სტრესულ მდგომარეობებში;
    2. კანის არასწორი
    Read more »
  5. ყველაფერი ტონალური კრემის შესახებ

    ყველაფერი ტონალური კრემის შესახებ

    ტონალური კრემი კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას. მისი მთავარი ამოცანაა კანის ფერის გათანაბრება და მცირე დეფექტების დაფარვა, როგორიცაა პიგმენტური ლაქები, აკნეს ნიშნები ან წვრილი ნაოჭები. თანაც თანამედროვე ტონალური კრემები ხშირად აერთიანებს დამატებით კომპონენტებს, რომლებიც კანის დაცვას, დატენიანებასა და ბზინვარების გაუმჯობესებას უწყობენ ხელს.

    ტონალური კრემები განსხვავდება ტექსტურით, დაფარვის დონითა თუ შედგენილობით. 

    როგორ შევარჩიოთ ტონალური კრემი? 

    ტონალურის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:

    1. კანის ტიპი: თუ კანი მშრალია, აირჩიეთ დამატენიანებელი ტონალური კრემი. ცხიმიანი კანისთვის იდეალურია მატირების ეფექტის მქონე პროდუქტები, რომლებიც არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და ამცირებენ ბზინვარებას. კომბინირებული კანისთვის
    Read more »
  6. TOP 10 ყველაზე მოთხოვნადი კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტი შავი პარასკევისთვის

    TOP 10 ყველაზე მოთხოვნადი კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტი შავი პარასკევისთვის

    იმისათვის, რომ „შავი პარასკევი“ ნამდვილ შოპინგის დღესასწაულად იქცეს, პსპ-მ შეთავაზებების არეალი გააფართოვა. კერძოდ, გარდა იმისა, რომ სააფთიაქო ქსელში აუთლეტ თაროები წარმოადგინა, სადაც  თავის მოვლისა და კოსმეტიკის აუთლეტ პროდუქტებზე  70%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, სრულ თავის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებზე 50%-მდე ფასდაკლება დაგხვდებათ

     

    აღნიშნული შეთავაზება 22-30 ნოემბერს იმოქმედებს; ამრიგად, მხოლოდ ერთი დღე არ გექნებათ სასურველი ასორტიმენტის შესაძენად — ეს პროცესი კი, ქაოსურის ნაცვლად, უფრო სასიამოვნო იქნება.

     

    ბლოგში კი TOP 10 ყველაზე მოთხოვნად კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტს გაგიზიარებთ:

     

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy