TOP 10 ყველაზე მოთხოვნადი კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტი შავი პარასკევისთვის

იმისათვის, რომ „შავი პარასკევი“ ნამდვილ შოპინგის დღესასწაულად იქცეს, პსპ-მ შეთავაზებების არეალი გააფართოვა. კერძოდ, გარდა იმისა, რომ სააფთიაქო ქსელში აუთლეტ თაროები წარმოადგინა, სადაც  თავის მოვლისა და კოსმეტიკის აუთლეტ პროდუქტებზე  70%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, სრულ თავის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებზე 50%-მდე ფასდაკლება დაგხვდებათ

 

აღნიშნული შეთავაზება 22-30 ნოემბერს იმოქმედებს; ამრიგად, მხოლოდ ერთი დღე არ გექნებათ სასურველი ასორტიმენტის შესაძენად — ეს პროცესი კი, ქაოსურის ნაცვლად, უფრო სასიამოვნო იქნება.

 

ბლოგში კი TOP 10 ყველაზე მოთხოვნად კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტს გაგიზიარებთ:

 

  1. მარტიდერმის თმის ცვენის შამპუნი

 

Martiderm-ის ეს შამპუნი ცხიმის მარეგულირებელი და კერატოლიზური ეფექტით გამოირჩევა, რაც აუმჯობესებს სკალპის სტრუქტურას, აძლიერებს თმის ბოჭკოებს. ასევე, მის შემადგენლობაში ვხვდებით თმის ზრდის ფაქტორს 3GF და სალიცილის მჟავას. ამგვარი კომბინაციითა და ფორმულირების მეშვეობით, ეს შამპუნი ეფექტურად მკურნალობს ცხიმის მიერ წარმოქმნილ დისბალანსს. ასევე, ხელს უშლის სკალპის აქერცვლას. ასტიმულირებს თმის ზრდას და ხელს უშლის თმის ცვენას. 

  1. მარტიდერმის თმის ცვენის საწინააღმდეგო 14 ამპულა — HAIR SYSTEM

თმის ცვენის კატეგორიაში მარტიდერმის ეს ამპულები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. საშუალება განკუთვნილია სუსტი და ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი თმის ზრდის 3GF ფაქტორის საშუალებით, ამპულა აფერხებს თმის ცვენას და ხელს უწყობს ახალი ღერების ზრდას. ამავდროულად, აუმჯობესებს თმის სტრუქტურასა და იერს. თმას მატებს სიმტკიცესა და სიძლიერეს.

  1. მარტიდერმის ლიფტინგის შრატი Black Diamond Absolute

ეს არის გამამკვრივებელი სახის შრატი, თხევადი ემულსია, მყისიერი და გრძელვადიანი ლიფტინგ ეფექტით. რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. 

შრატის ძირითადი კომპონენტებია:

  • Duolift პეპტიდი: ეს უახლესი თაობის პეპტიდების კომპლექსი ამცირებს ნაოჭებს და აძლიერებს კანის სიმკვრივეს;
  • Proteum 89+: MartiDerm-ის ექსკლუზიური პროტეოგლიკანი, რომელიც ღრმად ატენიანებს და ამკვრივებს კანს. 
  1. ბიოდერმას Atoderm დამატენიანებელი კრემი ULTRA 

ბიოდერმას ულტრა-მკვებავი საშუალება სახისა და სხეულისთვის მთელი ოჯახისთვისაა განკუთვნილი — მათ შორის ჩვილობის ასაკიდან (ნაადრევი ჩვილების გამოკლებით). ეს საშუალება აერთიანებს  Skin Protect კომპლექსს ორმაგი ბიოლოგიური მოქმედებით: ატენიანებს კანს 24 საათის განმავლობაში და კვებავს ომეგა 3, 6 და 9-ით.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, Skin Protect კომპლექსი, ჰიალურონის მჟავით, კანს ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს; ხოლო ნიაცინამიდის წყალობით, კანის ბუნებრივ ბარიერს აძლიერებს.  

  1. კოდალის ტანის სკრაბი Vinosculpt

კოდალის ტანის სკრაბი გამდიდრებულია ყურძნის მარცვლებითა და ყავისფერი შაქრით. მისი ფორმულა ისეა შემუშავებული, რომ ნაზად აშორებს მკვდარ უჯრედებს, ამცირებს კანის დარღვევებს და კვებავს მას. ასევე, კანს უნარჩუნებს სიგლუვესა და სირბილებს. რაც მთავარია, არ შეიცავს  პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, მინერალურ ზეთებს, სილიკონებსა თუ ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს.

  1. ესტედერმის Hyaluronic ინტენსიური სახის კრემი

ესტედერმის მიერ შექმნილი უნიკალური პატენტი INTENSIF HYALURONIC® - წარმოადგენს 3 განსხვავებული ზომის ჰიალურონის მჟავას მოლეკულას. შედეგად, კრემი კანის ღრმა ფენებში აღწევს და უჯრედებს წყლით ამარაგებს. ამიტომაცაა, რომ ამ კრემის გამოყენებისას, კანი ხანგრძლივი დროითაა დატენიანებული და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

  1. ესვიერის SUN მზის სტიკი SPF50

ესვიერის ეს მზისგან დამცავი სტიკი UVA და UVB-ისგან ძალიან მაღალი დაცვით გამოირჩევა. უზრუნველყოფილია დაპატენტებული კომბინაციით ოთხი ორგანული, ფოტომდგრადი მზის ფილტრისგან, რომლებიც კანის ზედაპირზე ფიზიკურ დამცავ ბარიერს ქმნის.

  1. ისის ფარმას თინ დერმი ჰიდრა

ეს არის კომპენსირებადი, დამამშვიდებელი და დამატენიანებელი კრემი. ამშვიდებს, აგლუვებს და ატენიანებს კანს, აღადგენს კანის ჰიდროლიპიდურ გარსს. აკომპენსირებს აკნეს მკურნალობის გვერდით მოვლენებს. ასევე, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აქრობს კანის სიპრიალეს. არ შეიცავს პარაბენს და ფენოქსიეთანოლს. თანაც, ამ ყველაფერთან ერთად, ჰიპოალერგიულია. 

  1. მიზონის კოლაგენის კუშონი

Mizon-ის ვეგანური კოლაგენის სერიიდან, კუშონი ფარავს სიშავეებს, ლაქებს, სიჭრელეს და ანიჭებს კანს თანაბარ ტონს, ქმნის ჯანსაღ და მბზინავ იერს. ამასთან, დაფერვის მქონე საშუალება ღრმად ატენიანებს, გააჩნია ხანგრძლივი მოქმედება. უზრუნველყოფს მზისგან დაცვას SPF 38 / PA++. შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ნიაცინამიდს, ადენოზინსა და პანთენოლს.

  1. მისშას დასაბანი ქაფი Vita C

ეს დასაბანი ქაფი უზრუნველყოფს ძლიერ, ღრმა წმენდას, კანის სისუფთავესა და ბზინვარებას. გამწმენდი ფორმულა ეხმარება ჭუჭყისა თუ ჭარბი ცხიმის მოშორებას, რომელიც ფორებში გროვდება. ამავდროულად ხსნის მაკიაჟს, აშორებს მკვდარ უჯრედებსა და მინარევებს. 

სახის დასაბანი საშუალება  გამდიდრებულია Super Tannins Complex™-ით, რომელიც უზრუნველყოფს ფორებისა და კანის ცხიმის-წყლის დაბალანსებას გლუვი, ბზინვარე კანისთვის. შეიცავს 99% სუფთა ვიტამინ C-ს, რომელიც აძლიერებს კანის სიცოცხლისუნარიანობას და აღიავებს კანის ტონს.