ვარფარინი (WARFARIN) არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად ან ამ სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ. ის წარმოადგენს ანტიკოაგულანტს (სისხლის გამათხელებელი), რომელიც სისხლის შედედების უნარს ამცირებს.
ანოტაციის თანახმად, ამ პრეპარატის გამოყენების ჩვენებები ასეთია:
მწვავე ვენური თრომბოზი (მდგომარეობა, როდესაც ღრმა ვენებში, ძირითადად ქვედა კიდურებში, წარმოიქმნება სისხლის კოლტები (თრომბი), რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას) და ფილტვის არტერიის ემბოლია (ჰეპარინთან ერთად) — მყარი მასებით (როგორც წესი, სისხლის კოლტებით) ფილტვის არტერიის დახშობა;
კოქსიქეა (Koxikea) ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში და ზრდასრულებში გამოიყენება შემდეგი მიზნებით:
ოსტეოართრიტის (სახსრების დაავადება, რომელიც ხრტილის დაშლას, ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს) სამკურნალოდ;
ნიტოლიკი არის პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება ბავშვებში დატილიანების სამკურნალოდ.
ნიტოლოკის გამოყენება აადვილებს ტილებისა და წილების თმიდან მოცილებას და ებრძვის მათ განვითარების ყველა აქტიურ სტადიაზე. ის გამოიყენება როგორც ბავშვებში 2 წლის ასაკიდან, ასევე მოზრდილებშიც.
როგორ მოქმედებს ნიტოლიკი?
სპრეი შესხურების შემდეგ სწრაფად ვრცელდება თავის კანზე და თანაბრად ფარავს კანის სრულ ზედაპირს. შესაბამისად, იგი მალევე სწვდება პარაზიტების/ტილების გულმკერდსა და მუცლის ზედაპირზე განლაგებულ სასულეებს და სწრაფად ანადგურებს ტილებს.
გარდა ამისა, კვლევებით დამტკიცებულია, რომ ნიტოლიკი ეფექტიანი საშუალებაა ტილების კვერცხების წინააღმდეგაც. მისი გამოყენების შედეგად ტილების ახალგაზრდა ემბრიონები იგუდება დეჰიდრატაციით და წყვეტს შემდგომ განვითარებას.
ესომი წამალია, რომელიც მჟავასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენება. კერძოდ, ეს სამკურნალო საშუალება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, ანუ მათი დათრგუნვის ეფექტის მქონე პრეპარატების ჯგუფში ერთიანდება.
ესომი კაფსულების სახითაა წარმოდგენილი. აქტიური კომპონენტის როლს ეზომეპრაზოლ მაგნიუმის დიჰიდრატი ასრულებს, რომელიც 40 მილიგრამი ეზომეპრაზოლის ეკვივალენტურია. ასევე, მედიკამენტში დამატებით საღებავი საშუალებები გვხვდება: ბრილიანტის ლურჯი, წითელი ერითროსინი, ტიტანის დიოქსიდი და ყვითელი E110.
მაკმირორი იტალიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც ვაგინალური კაფსულების, ტაბლეტებისა და მალამოს სახით არის წარმოდგენილი. მედიკამენტის სამივე ფორმა აქტიურ ნივთიერება ნიფურატელს შეიცავს, მაკმირორის სანთელსა და მალამოში კი მასთან ერთად ნისტატინიც შედის.
ტრიხოპოლი პოლონეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით მეტრონიდაზოლს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით მასში ასევე შედის მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი და სტეარინმჟავა.
მედიკამენტი პირის ღრუს გზით მისაღები და ვაგინალური ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი. ტრიხოპოლის ვაგინალური სანთელი 500 მგ მეტრონიდაზოლს შეიცავს, პირის ღრუს გზით მისაღებ ერთ ტაბლეტში კი 250 მგ მეტრონიდაზოლი შედის.
ტრიხოპოლი 500 მგ-ის ერთ შეკვრაში 10 ვაგინალური ტაბლეტია, ტრიხოპოლი 250 მგ-ის ერთ კოლოფში კი - 20 ტაბლეტი. PSP-ის აფთიაქებში პრეპარატი ორივე ფორმით ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account