
ნიტოლიკი არის პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება ბავშვებში დატილიანების სამკურნალოდ.
ნიტოლოკის გამოყენება აადვილებს ტილებისა და წილების თმიდან მოცილებას და ებრძვის მათ განვითარების ყველა აქტიურ სტადიაზე. ის გამოიყენება როგორც ბავშვებში 2 წლის ასაკიდან, ასევე მოზრდილებშიც.
როგორ მოქმედებს ნიტოლიკი?
სპრეი შესხურების შემდეგ სწრაფად ვრცელდება თავის კანზე და თანაბრად ფარავს კანის სრულ ზედაპირს. შესაბამისად, იგი მალევე სწვდება პარაზიტების/ტილების გულმკერდსა და მუცლის ზედაპირზე განლაგებულ სასულეებს და სწრაფად ანადგურებს ტილებს.
გარდა ამისა, კვლევებით დამტკიცებულია, რომ ნიტოლიკი ეფექტიანი საშუალებაა ტილების კვერცხების წინააღმდეგაც. მისი გამოყენების შედეგად ტილების ახალგაზრდა ემბრიონები იგუდება დეჰიდრატაციით და წყვეტს შემდგომ განვითარებას.
ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ნიტოლიკის გამოყენება იწვევს ტილების სასუნთქი აპარატის მექანიკურ დაბლოკვას, რაც საშუალებას არ აძლევს ტილებს გამოიმუშაონ რეზისტენტობა ამ კონკრეტული სამკურნალო საშუალების მიმართ.
როგორია სპრეის გამოყენების ინსტრუქცია
იმისთვის, რომ მთლიანად მოიშოროთ ტილები და თავი დაიცვათ პარაზიტების ხელახალი გავრცელებისგან, მნიშვნელოვანია ერთდროულად იმკურნალოთ ოჯახის ყველა წევრმა, ვისაც დატილიანების სიმპტომები აღენიშნება.
ნიტოლიკის სპრეი გამოიყენეთ ისე, რომ მისი ეფექტი გავრცელდეს თმის ძირებიდან თმის ბოლოებისკენ. სპრეი საფუძვლიანად წაისვით თავის კანსა და თმაზე - უპირველეს ყოვლისა - ყურების უკან, კეფაზე, კისერზე, შემდეგ კი - თმის ხაზის გარშემო.
სპრეის გამოყენებისთვის მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:
- გაიყავით თმა ოთხ ნაწილად;
- წაისვით ნიტოლიკი მთლიანად, მშრალ თმაზე, თავის კანისა და თმის მთელ მოცულობაზე, თმის ძირებიდან ბოლოებამდე. წაისვით სპრეი ყურების უკან, კისრის უკანა მხარეს და თმის ხაზის გარშემო. სრულად გაჟღინთეთ თმა და კანი ნიტოლიკის სპრეით;
- სპრეის წასმის შემდეგ თავზე დაიფარეთ შხაპის ჩაჩი, დაიტოვეთ თავზე 1 საათის განმავლობაში;
- მოიხსენით შხაპის ჩაჩი და თმა შამპუნითა და თბილი წყლით დაიბანეთ;
- მოიშორეთ ტილები და წილები თმიდან ნიტოლიკის სავარცხლის გამოყენებით (დავარცხნის მითითებები: თმა ნაწილებად დაყავით და დაიმაგრეთ თითოეული ნაწილი სამაგრით. დაიწყეთ თმის დავარცხნა ნაწილ-ნაწილ - პატარა ნაწილიდან (ისე რომ თავის კანი გიჩანდეთ) გულდასმით ჩამოივარცხნეთ ტილები და წილები. სავარცხელი ჩამოისვით თმის ძირებიდან ბოლოებამდე. გაიმეორეთ იგივე თმის ყველა პატარა ნაწილზე).
რა სიფრთხილის ზომები უნდა მივიღოთ ტილების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებისას?
ნიტოლიკის სპრეის გამოყენებისას მნიშვნელოვანია დაიცვათ უსაფრთხოების ზომები, კერძოდ:
- სპრეი გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ;
- გამოყენებისას იხელმძღვანელეთ ინსტრუქციით;
- შეეცადეთ ნიტოლიკი არ მოგხვდეთ თვალში, პირის ღრუში, ცხვირში ან ყელში. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, 10-15 წუთის განმავლობაში ამოირეცხეთ დიდი რაოდენობით წყლით,
- ნიტოლიკის სპრეი შექმნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, შესაბამისად არ წაისვათ იმ შემთხვევაში თუ გაქვთ: ჭრილობა, წყლულები ან გაღიზიანებული უბნები კანზე;
- ალერგიული რეაქციისა და ჰიპერმგრძნობელობის შესამოწმებლად სპრეის გამოყენებამდე წაისვით მისი მცირე რაოდენობა ხელის გულზე;
- ბავშვებში გამოყენების დროს აუცილებელია ზრდასრულის მეთვალყურეობა.
ნიტოლიკის შესაძლო გვერდითი მოვლენები
ნიტოლიკის სპრეის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: კანის გაღიზიანება, სიწითლე და/ან შეშუპება.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ სპრეის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ნიტოლიკის სპრეი უნდა შეინახოთ მშრალ და ბნელ ადგილას, 5°C-40°C ტემპერატურაზე.
ნიტოლიკის პრევენტის თმის რეზინები
აღსანიშნავია, რომ ნიტილოკის სპრეის გარდა არსებობს ნიტოლიკის პრევენტის თმის რეზინები, რომლებიც გამოიყენება დატილიანების პრევენციისთვის, თუკი თქვენი შვილის გარემოცვაში (მაგალითად: ბაღში, სკოლაში ან სხვა სოციალიზაციის გარემოში) დაფიქსირდა ტილების გავრცელების შემთხვევები.
ნიტოლიკის პრევენტის თმის რეზინები იცავს ბავშვებს ტილებისგან სურნელის გამოყოფის წყალობით. რეზინების გამოყენებისას სურნელი გამოიყოფა PhytoClear Complex-ის მიერ.
რეზინები შეიცავს როზმარინის, პიტნის, ციტრონელას, სალბის, ლავანდასა და კამას ეთერზეთებს, რომლებიც თანდათან ვრცელდება ჰაერში და მათი სურნელი ძალიან უსიამოვნოა ტილებისთვის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნიტოლიკის თმის რეზინები არის აბსოლუტურად ნატურალური, არ შეიცავს პესტიციდებს ან სხვა ხელოვნურ დანამატებს, შესაბამისად, მათი გამოყენება უსაფრთხოა ბავშვებისთვის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account