
ახალი წლის დღესასწაულს ჯადოსნურსა და მაგიურს ვუწოდებთ, თუმცა ზოგჯერ გვავიწყდება, რომ მთელი ამ განწყობის შემქმნელები თავად ვართ. გარკვეულ ასაკში მოულოდნელად გვეცლება ხელიდან თოვლის ბაბუის არსებობის იდეა და ვხვდებით, თურმე საჩუქრებს საყვარელი ადამიანები გვჩუქნიან. ემოცია და შეგრძნებები კი კიდევ უფრო ძვირფასი ხდება… ამიტომაც, საახალწლო სამზადისი მხოლოდ ნაძვის ხის ლამაზად მორთვასა და სუფრის გაწყობას არ ნიშნავს. ყველაფერი გაცილებით ადრე იწყება, როცა ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევას ვიწყებთ.
თემატურად, ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე ორიგინალურ საახალწლო საჩუქარს, რომელთა შეძენაც PSP-ში შეგიძლიათ.
ალბათ, ეს ყველა ქალისთვის საოცნებო საჩუქარია — ერთ ყუთში თავმოყრილი 15 პროდუქტი — პრემიუმ ბრენდების თავის მოვლის საშუალებები, როგორც სრული, ისე სამგზავრო ზომის პროდუქტები, ასევე უამრავი საშეტი და ტესტერი. საუბარია ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა Caudalie, Algologie, Esthederm და SVR — თითოეული მათგანის სახელი უმაღლეს ხარისხთან, სასურველ შედეგებთან და სიჯანსაღესთან ასოცირდება.
რაც მთავარია, ამ პრემიუმ ბოქსში ისეთი პროდუქტებია გაერთიანებული, რომლებიც თავის მოვლის რუტინაში აუცილებელ როლს ასრულებს. დაწყებული დასაბანი ქაფითა და სკრაბით, დასრულებული მთელი სხეულის დამატენიანებელი საშუალებითა თუ მზისგან დამცავით, მთლიანობაში 15-ივე მათგანი კანის სიჯანსაღეზე ზრუნავს.
მიმდინარე შეთავაზების ფარგლებში, საახალწლო პრემიუმ ბოქსის შეძენას 550 ლარის ნაცვლად, 250 ლარად შეძლებთ.
ვინაიდან კორეული კოსმეტიკა სილამაზეს ჯანსაღ და ბუნებრივ კანის მოვლასთან აკავშირებს, მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება. ცნობილია, რომ კორეული ბრენდები იყენებენ იშვიათ და ინოვაციურ ინგრედიენტებს, რომელთა ეფექტიანობაც საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი. ამასთან, მათი პროდუქცია ძალიან მაღალი ხარისხისაა, თუმცა ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა.
გარდა ამისა, უნდა გამოვყოთ კორეული კანის მოვლის მრავალსაფეხურიანი მეთოდიც, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უფრო საფუძვლიანად იზრუნონ თავიანთ კანზე. ეს პროცესი მოიცავს ისეთი პროდუქციის კომბინაციას, როგორიცაა დასაბანი ქაფი, შრატი, ნიღბები და ა. შ.
აქედან გამომდინარე, საახალწლო კორეული ბოქსი საჩუქრის მშვენიერ ვარიანტს წარმოადგენს მათთვის, ვისთვისაც საკუთარი თავის მოვლა მნიშვნელოვანია. 317-ის ნაცვლად, ის ახლა 130 ლარი ღირს და აერთიანებს ისეთი ბრენდების პროდუქციას, როგორებიცაა Mizon, A’pieu და Village11.
მართალია, ბევრისთვის უფრო მოსახერხებელია ერთიანი ბოქსის შეძენა, რომელიც უკვე საუკეთესო ბრენდებს აერთიანებს, მაგრამ ზოგჯერ თავად გვირჩევნია ცალკეული პროდუქციის არჩევა. ამიტომაც, PSP-ში შეგიძლიათ სხვადასხვა ბრენდის ნაკრებები შეიძინოთ — იმის მიხედვით, კონკრეტულად ვისთვის ან რისთვის ეძებთ თავის მოვლის საშუალებებს: ქალებისთვის, მამაკაცებისთვის, დასატენიანებლად, სახის დასაბანად, თმისთვის თუ ა. შ.
თანაც ამ სასაჩუქრე ნაკრებებში შეხვდებით ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა SVR, Mizon, Payot, Caudalie, Sebamed და სხვ.
კიდევ უფრო ბიუჯეტურ სასაჩუქრე ნაკრებებში შეგიძლიათ, ქალებისა და მამაკაცების გარდა, პატარა გოგონებისთვისაც შეარჩიოთ საჩუქრები. აქ შეხვდებით Sebamed-ის, Kaypro-ს, Ziaja-ს და ა. შ. პროდუქციას. რაც შეეხება პატარებისთვის განკუთვნილ ნაკრებებს, Jugavi-ის მრავალფეროვანი ვერსიებია წარმოდგენილი — რაც მთავარია, ყოველი მათგანი ჰიპოალერგიულია, დამზადებულია მცენარეულ კომპონენტებზე და აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვებისთვის.
გახსოვდეთ, მთელი ჯადოსნობა ერთმანეთზე და საკუთარ თავებზე ზრუნვით იწყება!
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account