გასტრიტი, დისპეფსია, ანუ საჭმლის მონელების დარღვევა, ეზოფაგიტი ( საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ანთება), თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ძლიერი და ქრონიკული ტკივილი — ეს იმ ჩვენებების ჩამონათვალია, რა დროსაც სამკურნალო საშუალება ტრიგელი სუსპენზია 10მლ ინიშნება.
3-გელი, 3-Gel, ტრიგელი მედიკამენტის ანოტაციაში დასახელებების სხვადასხვა ვარიანტია ჩაწერილი. ეს მედიკამენტი ანტაციდური და წყლულის საწინააღმდეგო საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება.
პლავიქსი საფრანგეთი, პლავიქსი თურქული, პლავიქსი 75მგ, პლავიქსის ანოტაცია, პლავიქსის გვერდითი მოვლენები — ამ მედიკამენტს სხვადასხვა სიტყვათაშეთნხმებით ეძებენ ინტერნეტში, შესაბამისად ინტერესი დიდია.
ამ ბლოგში შევეცდებით პლავიქსის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და თქვენც მიმოფანტულ წყაროებში აღარ მოგიწევთ ინფორმაციის მოძიება.
პლავიქსის ანოტაცია — რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის შესახებ
იშემიური ინსულტის მწვავე ფაზის, ქალა ტვინის ტრავმის, ან ამ მდგომარეობების ნევროლოგიური შედეგების, ასევე თავის ტვინში სისხლძარღვთა დარღვევებით, ან დეგენერაციული პროცესებით გამოწვეული ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ ექიმები მედიკამენტ რონოციტს ხშირად ნიშნავენ.
ადამიანის მიკროფლორა, განსაკუთრებით კი ნაწლავის მიკროფლორა, სასიცოცხლოდ აუცილებელ ისეთ ბიოლოგიურ პროცესებში მონაწილეობს, როგორებიცაა: ნივთიერებათა ცვლა, იმუნიტეტზე ზემოქმედება, ეპითელიუმის განვითარება და ა.შ.
ფლორის 95-99%-ს ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები შეადგენენ, რომლებიც ხელს უშლიან ნაწლავის ლორწოვან გარსზე პათოლოგიური მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას და იცავენ მას ტოქსინების ზემოქმედებისგან.
ნაწლავებში მავნე მიკრობებიც სახლობენ, სწორედ მათ პათოგენურ თვისებებს აწონასწორებენ სასარგებლო ბაქტერიები, მაგრამ თუ ეს წონასწორობა დაირღვა (სასარგებლო მიკრობების რაოდენობა შემცირდა, მავნე მიკრობებისამ კი მოიმატა) ორგანიზმში სერიოზული პრობლემები იწყება.
საბედნიეროდ, მსგავსი დარღვევების აღმოსაფხვრელად თანამედროვე მედიცინაში არაერთი საშუალება არსებობს. ძირითადად კი იყენებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელ საშუალებებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account