
ადამიანის მიკროფლორა, განსაკუთრებით კი ნაწლავის მიკროფლორა, სასიცოცხლოდ აუცილებელ ისეთ ბიოლოგიურ პროცესებში მონაწილეობს, როგორებიცაა: ნივთიერებათა ცვლა, იმუნიტეტზე ზემოქმედება, ეპითელიუმის განვითარება და ა.შ.
ფლორის 95-99%-ს ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები შეადგენენ, რომლებიც ხელს უშლიან ნაწლავის ლორწოვან გარსზე პათოლოგიური მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას და იცავენ მას ტოქსინების ზემოქმედებისგან.
ნაწლავებში მავნე მიკრობებიც სახლობენ, სწორედ მათ პათოგენურ თვისებებს აწონასწორებენ სასარგებლო ბაქტერიები, მაგრამ თუ ეს წონასწორობა დაირღვა (სასარგებლო მიკრობების რაოდენობა შემცირდა, მავნე მიკრობებისამ კი მოიმატა) ორგანიზმში სერიოზული პრობლემები იწყება.
საბედნიეროდ, მსგავსი დარღვევების აღმოსაფხვრელად თანამედროვე მედიცინაში არაერთი საშუალება არსებობს. ძირითადად კი იყენებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელ საშუალებებს. ერთ-ერთი მათგანია პრეპარატი რეუსტოპი, რომლის შეძენაც პსპ-ს აფთიაქებში შეგიძლიათ.
რისი წამალია რეუსტოპი და როგორ მოქმედებს ის?
რეუსტოპი - ორალური ხსნარის მოსამზადებლად განკუთვნილი ფხვნილია, რომელსაც იყენებენ ნაწლავის მიკროფლორის აღსადგენად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და ალერგიული მდგომარეობების დროს.
რეუსტოპი შეიცავს Lactobacillus reuteri -ის ცოცხალ ბაქტერიას და დამხმარე ნივთიერებებს: მზესუმზირის ზეთსა და სილიციუმის დიოქსიდს.
Lactobacillus Reuteri გრამ-დადებითი, ანაერობული, არასპორაწარმომქმნელი რძემჟავა ბაქტერიების სახეობაა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოგენურ და პირობითპათოგენურ გარემოსთან შეხებისას წარმოქმნის 3 სუბსტანციას: 1. რეუტერინს - ანტიმიკრობული თვისებების მატარებელი კომპონენტი; 2. რეუტერიციკლინს - ხასიათდება გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით და 3. რეუტერიცინს - სპეციფიურ ცილას, რომელიც თრგუნავს პათოგენური ბაქტერიული შტამების სიცოცხლისუნარიანობას.
Lactobacillus Reuteri ხსნის მუცლის ტკივილსა და სპაზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა, რეგურგიტაცია), ასევე არეგულირებს აირწარმოქმნას.
Lactobacillus reuteri გამძლეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის pH-ისა და ნაღვლის მარილების მოქმედებისადმი.
პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობებისას:
- H.pylori-ის ერადიკაციის კომლექსური მკურნალობა;
- ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი).
როგორია რეუსტოპის მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის მიღება შეიძლება 1 წლის ასაკიდან. რაც შეეხება დოზირების რეჟიმს:
- 1 წლის ასაკიდან რეკომენდებული დოზაა - ერთი პაკეტი დღეში;
- მოზრდილებში - 1-2 პაკეტი დღეში.
პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1ჭიქა წყალში. მისი მიღება შეგიძლიათ კვებისგან დამოუკიდებლად.
აქვს თუ არა პრეპარატს გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები?
პრეპარატის მიღების პროცესში გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. რაც შეეხება უკუჩვენებას, მის ერთადერთ უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შედგენილობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account