
იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში მოულოდნელი დიარეით/ფაღარათით გამოწვეული მუცლის მწვავე ტკივილი და უხერხულობა არ განუცდია.
გემრიელი და მრავალფეროვანი საკვები, სამკურნალო პრეპარატები, გავრცელებული ვირუსები თუ ბაქტერიები შეიძლება ჩვენი ორგანიზმისთვის, კერძოდ, მომნელებელი სისტემისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს და ფაღარათი გამოიწვიოს.
ამ საკმაოდ შემაწუხებელი დაავადების სიმპტომი გამოიხატება ნაწლავების ხშირ მოქმედებაში, მუცლის მოვლით ტკივილში, ციებ-ცხელებაში, მუცლის შებერვასა და გულისრევაში. გართულების შემთხვევაში კი შესაძლოა ლორწოვანი, ჩირქიანი სისხლიანი განავალი დაფიქსირდეს, არაფერს ვამბობთ უფრო მძიმე პათოლოგიებზე, როგორიცაა - გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ინფექციები ან ნაწლავის ანთება.
გახსოვდეთ, დიარეამ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია ან სითხის დაკარგვა, რაც უყურადღებობის გამო, არ არის გამორიცხული, რომ სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.
ამიტომ დიარეის დაფიქსირების შემთხვევაში, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, ნუ იფიქრებთ, რომ როგორც მოულოდნელად დაიწყო არასასიამოვნო სიმპტომები, ასევე მოულოდნელად გაქრება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა.
ფაღარათის მკურნალი მედიკამენტის - კოლერინის ანოტაცია
დიარეას სამკურნალოდ ექიმები ძალიან ხშირად მიმართავენ მედიკამენტ კოლერინს, რომელიც ხსნის სიმპტომებს, კუჭ-ნაწლავს აწყნარებს და სიმშვიდეს გიბრუნებთ.
კოლერინი, თავისი შემადგენლობის დახმარებით, სხვადასხვა სახის ფაღარათის დროს გამოიყენება და სწრაფ და ეფექტიან შედეგს აღწევს - კერძოდ, როდესაც დიარეა გამოწვეულია კვების დარღვევებით, ანტიბიოტიკოთერაპიით ან და სხვადასხვა პათოგენებით - ქიმიური, ვირუსული თუ ბაქტერიული.
მედიკამენტის მთავარი მოქმედი ნივთიერება - Saccharomyces boulardii ანუ თერმოფილური საფუარი, უზრუნველყოფს ნაწლავებში მიკროფლორის დაბალანსებას და აღადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის სათანადო ფუნქციონირებას.
თერმოფილურ საფუარს ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება, რაც განპირობებულია პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკრობებისადმი ანტაგონისტური/საწინააღმდეგო ეფექტით - ამ მიკრობების ჩამონათვალი კი არც ისე მცირეა:
- კლოსტრიდიუმ დიფიცილე - Clostridium difficile - დიარეის გამომწვევი ბაქტერია;
- სოკოვანი ინფექციები კანდიდოზები - Candida albicans, Candida kruesei, Candida pseudotropicalis;
- კლებსიელა ბაქტერია - Klebsiella pneumoniae, Pseudomonas aeruginosa - აერთიანებს 20-ზე მეტ სახეობის ბაქტერიას;
- სალმონელა -Salmonella typhimurium - ყველგან გავრცელებული ზრდადი ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის მქონე ბაქტერია;
- Yersinia enterocolitica - ამ დაავადების მიზეზი შესაძლოა გახდეს თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი, უმი და ზოგჯერ პასტერიზებული რძეც, დაბინძურებული ბოსტნეული;
- Escherichia coli - ეშერიხია კოლი - ბაქტერიების ფართო ჯგუფი, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება იყოს პათოგენური და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება (დიარეა, საშარდე გზების დაავადება, პნევმონია);
- Shigella dysenteriae - შიგელოზი - მწვავე დიარეის ყველაზე ხშირად გამომწვევი ბაქტერია;
- Staphylococcus aureus - სტაფილოკოკის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული გენებისგან;
- დიზენტერიის ამება -Entamoeba histolitica;
- Lambliae - ლამბლია ჟიარდია— უმარტივესი პარაზიტული ცხოველი.
ყველა ეს მიკრობი დიარეას იწვევს და მათ ებრძვის თერმოფილური საფუარი. მას ახასიათებს ანტიტოქსიკური მოქმედება და ამაღლებს ნაწლავის ფერმენტულ ფუნქციას.
რა სახის კოლერინს შეხვდებით სააფთიაქო ქსელებში
კოლერინი რამდენიმე სახის არსებობს. აფთიაქებში შეგიძლიათ მოიკითხოთ კოლერინი ჰიდრო, კოლერინი პაკეტი და კოლერინი კაფსული. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი სახით გირჩევთ ექიმი მედიკამენტის მიღებას და რომელი სახეობა იქნება თქვენი გამოჯანმრთელებისთვის უკეთესი.
კოლერინი ჰიდრო ფხვნილია, რომელიც დიარეით გამოწვეული მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს გამოიყენება. იგი მიღებამდე 200 მლ გრამ წყალში უნდა გახსნათ.
პსპ-ს აფთიაქებში შეხვდებით კოლერინის პაკეტს, რომელიც ასევე ფხვნილია და წყალში იხსნება, ისიც სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დიარეის დროს შეგიძლიათ მიიღოთ.
რაც შეეხება კოლერინი კაფსულს, როგორც მიხვდით პეროლარულად დასალევი მედიკამენტია.
ჩვენ ბლოგში სწორედ Kolerin - კოლერინი 250მგ 10 კაფსულა GMP-ზე გესაუბრებით.
კოლერინი 250მგ გერმანიაშია წარმოებული და მისი 1 კაფსული შეიცავს 250 მგ თერმოფილური საფუარს, რომლის დამხმარე ნივთიერებებია ცელულოზა (E460), მონო და დიგლიცერიდის ცხიმოვანი მჟავები (E471).
იგი სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დიარეის დროს გამოიყენება - როგორც საკვებით, ასევე ანტიბიოტიკოთერაპიით ან ქიმიური, ვირუსული და ბაქტერიული გზით.
სხვათა შორის, კოლერინის ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს - მისი შემადგენელი ნივთიერება - Saccharomyces boulardii ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა და არ ამცირებს ანტიბიოტიკის ეფექტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის პროცესში.
როგორია პრეპარატის დოზები და მიღების წესი
თუ ფაღარათი გამოგივლინდათ და აფთიაქში კოლერინი 250მგ კაფსულის შეიძენთ, პირველ რიგში უნდა იცოდეთ მისი დოზები და დაიცვათ მიღების წესი.
ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში შეუძლია მიიღოს 1 ან 2 კაფსული, სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე.
მედიკამენტის დალევა შეგიძლიათ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ და მას აუცილებლად უნდა მიაყოლოთ წყალი.
გახსოვდეთ, წამალი კოლერინის მიღება არ შეიძლება ცხელი ან ალკოჰოლური სასმლის მიყოლებით.
ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფაღარათი ხშირად იწვევს დეჰიდრატაციას, რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ამიტომ მწვავე დიარეის მკურნალობისას, კოლერინის მიღებასთან ერთად, აუცილებელია ორგანიზმის რეჰიდრატაცია, ანუ მინერალებით და ვიტამინებით შეჯერებული ხსნარების სისხლში შეყვანა - გადასხმის სახით.
არსებობს თუ არა საბავშვო კოლერინი და რა დოზით უნდა ვუმკურნალოთ პატარა პაციენტებს?
აფთიაქებში ხშირად კითხულობენ, შეუძლიათ თუ არა შეიძინონ კოლერინი საბავშვო, რაზეც უარს იღებენ, რადგან პრეპარატის ასეთი სახით წარმოება ჯერჯერობით არ არსებობს.
სამაგიეროდ, შეგიძლიათ იცოდეთ, რომ ფარმაცევტულ დაწესებულებებში არსებული კოლერინის გამოყენება ყველა ასაკის ბავშვებში შეგიძლიათ. მთავარია, დაიცვათ მედიკამენტის მიღების წესი და ზუსტად დაიცვათ დოზები.
დაიმახსოვრეთ - 0-1 წლამდე ბავშვს უნდა დაალევინოთ ½ (ნახევარი) კაფსული (ან პაკეტი) კოლერინი დღეში 2-ჯერ. არ დაგავიწყდეთ ჭამის დროს ან შემდეგ და მიაყოლებინეთ წყალი.
1-3 წლამდე მოზარდებს შეგიძლიათ მისცეთ 1 კაფსული (ან პაკეტი) დღე-ღამეში 2-ჯერ;
3 წლის ასაკიდან ზევით მოზრდილებში კი რეკომენდებულია 1 ან 2 კაფსული 2-ჯერ დღეში.
თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან უჭირს კაფსულის გადაყლაპვა, შეგიძლიათ გახსნათ და შიგთავსი ცოტა ცივ ან ოდნავ თბილ წვენში ან საჭმელში გააზავოთ.
რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე - უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები
პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ: უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები კოლერინთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაშია - ზოგიერთ ადამიანს შეიძლება კოლერინის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მომეტებული მგრძნობელობა დაუფიქსირდეს, ამიტომ ალერგიული ადამიანები უნდა იყვნენ ფრთხილად, სიმპტომების გამოვლებისთანავე შეწყვიტონ წამლის მიღება და მიმართონ ექიმს.
მიუხედავად იმისა, რომ კოლერინი უსაფრთხო მედიკამენტების კატეგორიაში შედის, არსებობს წესები რომლის დაცვაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე სავალდებულოა.
კერძოდ, კოლერინის გამოყენება არ შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.
ამასთან, გაითვალისწინეთ, თუ კოლერინით მკურნალობის პროცესში დიარეის ფონი არ გაუმჯობესდება, დაფიქსირდება ტემპერატურის მომატება ან ფეკალურ მასაში სისხლიანი ლორწო, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მოხდეს დამატებითი დიაგნოსტიკა და სასწრაფოდ დაინიშნოს უფრო ძლიერი მკურნალობის კურსი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account