Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი სპორტი 20 პაკეტი
ჩვენება: ვიტამინების და მინერალების კომპლექსი სპორტსმენებისთვის და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის.
დოპელჰერცი აქტივი სპორტი
აქტიური და ენერგიული ცხოვრებისთვის
• დოპელჰერც/აქტივი სპორტი არის ვიტამინების და მინერალების კომპლექსი სპორტსმენებისთვის და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის
• შეიცავს 300 მგ მაგნიუმს და 200 მგ კალციუმს კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის
ფიზიკური დატვირთვის დროს საკვებიდან მიღებული საკვები ნივთიერებები სულ უფრო და უფრო მეტი გამოიყოფა ოფლის მეშვეობით. ეს ძირითადად ეხება მინერალურ მაგნიუმს, მიკროელემენტებს რკინას, თუთიას, ქრომს, მანგანუმს, მოლიბდენს და წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს აუცილებელი საკვები ნივთიერებები ყოველდღიურად იქნას მიღებული საკვები დანამატების სახით.
დოპელჰერც/აქტივი სპორტი მოწოდებულია სპორტსმენებისთვის, ათლეტებისთვის და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის ძალების აღსადგენად, ავსებს მინერალების და ვიტამინების დეფიციტს, აუმჯობესებს კუნთების მუშაობას, აძლიერებს იმუნიტეტს.
მაგნიუმი -უჯრედშიდა იონია, ის როგორც კოფაქტორი სჭირდება უჯრედულ მეტაბოლიზმს და უჯრედულ ციკლში ჩართულ 200-მდე ფერმენტს, არეგულირებს გულისცემას და აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამიტომ მისი ნაკლებობა საფრთხეს უქმნის გულსისხლძარღვთა სისტემას.
მაგნიუმი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას - არეგულირებს არტერიულ წნევას.
მაგნიუმი ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას. შესაბამისად, მაგნიუმი ხასიათდება სედაციური მოქმედებით, ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი მდგრადობას, მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში და ზრდის ძვლის ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ოსტეოპოროზის საპრევენციოდ.
მაგნიუმი ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს, გაღიზიანებას, უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ენერგიის მეტაბოლიზმს.
როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ სპორტსმენებს მაგნიუმის დეფიციტი ორმაგად ემუქრებათ: კუნთები დატვირთვის დროს მეტ მაგნიუმს მოიხმარს, ძლიერი ოფლიანობა მაგნიუმის დანაკარგს კიდევ უფრო ზრდის. გამაფრთხილებელი ნიშნებია ფეხის კუნთის კრამპი, დაღლა და სწრაფი რეაგირების უნარის დაქვეითება.
კალციუმი - პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლში. მისი დეფიციტი იწვევს კუნთების სპაზმს, რაც ქვედა კიდურების კრამპით ვლინდება.
B ჯგუფის ვიტამინები -აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, პერიფერიაზე აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.
ქრომი + მანგანუმი + სპილენძი + მოლიბდენი - აძლიერებს იმუნურ სისტემას და მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში.
იოდი - მნიშვნელოვანი მინერალია, რომლის დეფიციტი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, შესაბამისად მეტაბოლურ დარღვევებს, ზოგად სისუსტეს, სწრაფ დაღლას, კონცენტრაციის დაქვეითებას, პულსის შენელებას, თმის ცვენას, კანის სიმშრალეს, აქერცვლას და სიფერმკრთალეს, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითებას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებმა ყოველდღიურად 150-300 მკგ იოდი უნდა მიიღონ, კაცებმა 150 მკგ.
ჩვენება:
- კუნთების ტკივილი და სპაზმი (კრამპი)
- მომატებული ნერვული აგზნებადობა, სტრესი, ძილის დარღვევა, დეპრესია
- ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
შემადგენლობა:
1 მიკროპალეტი შეიცავს: მაგნიუმი - 300 მგ, კალციუმი - 200 მგ, ვიტამინი B1 - 2,8 მგ, ვიტამინი B2 - 3,2 მგ, ვიტამინი B6 - 4 მგ, ვიტამინი B12 - 2 მკგ, რკინა - 2,5 მგ, თუთია - 5 მგ, სპილენძი - 0,3 მგ, მანგანუმი - 0,5 მგ, სელენი - 15 მკგ, ქრომი - 15 მკგ, მოლიბდენი - 25 მკგ, იოდი - 50 მკგ.
დოზირება:
მიიღება 1 მიკროპალეტი დღეში 12 წლის ასაკიდან.
გამოშვების ფორმა:
№20 მიკროპალეტი. პირში ხსნადი მიკროგრანულები ფორთოხლის არომატით.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : ორთომოლი - Orthomol სპორტი ფლაკონი + კაფსულა + ტაბლეტი 30
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account