C-Mun - C-მუნი შუშხუნა ტაბლეტი 1000მგ 20 ცალი

განსაკუთრებული ფასი 11,63 GEL რეგულარული ფასი 16,15 GEL
მარაგშია
SKU
83762_870

ჩვენება:C ვიტამინის დეფიციტი,სურავანდის მკურნალობა.

სავაჭრო დასახელება

C-მუნი, C-Mun

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ასკორბინის მჟავა, Ascorbic acid

სამკურნალო ფორმა

შუშხუნა ტაბლეტები.

აღწერილობა: მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები მოზაიკური ზედაპირით თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე, ნარინჯისფერი ჩანართებით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით  და ორივე მხარეს წაკვეთილი კიდეებით, ფორთოხლის არომატით.

შემადგენლობა

შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) 1000 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მალტოდექსტრინი, სორბიტოლი, სუკრალოზა, არომატიზატორი „ფორთოხალი“, აპოკაროტენალი, დამუქებისთვის ნეიტრალური QL29134, პოლიეთილენგლიკოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ასკორბინის მჟავას პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ასკორბინის მჟავა და მისი მეტაბოლიტი დეჰიდროასკორბინის მჟავა, ასრულებენ მრავალ ფუნქციას უჯრედული დაჟანგვის პროცესებში. ასკორბინის მჟავა აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ჰიდროქსილირების პროცესისთვის, მათ შორის პროლინის ჰიდროქსიპროლინად გარდაქმნისთვის (და შესაბამისად კოლაგენის წარმოქმნა, მაგალითად, უჯრედშორისი ნივთიერებებისთვის და ჭრილობების შეხორცების დროს); ტრიპტოფანიდან ნეიროტრანსმიტერების 5-ჰიდროქსიტრიპტამინის და დოფამინიდან ნორეპინეფრინის ფორმირება და კარნიტინის ბიოსინთეზი ლიზინიდან და მეთიონინიდან. ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტალის იონების მეტაბოლიზმში, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის შეწოვაში და მის გადაცემაში პლაზმასა და შესანახ ორგანოებს შორის. ასკორბინის მჟავა აუცილებელია ლეიკოციტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასევე მონაწილეობს მრავალი უცხო ნივთიერების დეტოქსიკაციაში ღვიძლის მიკროსომური სისტემის მიერ. ასკორბინის მჟავას დეფიციტი იწვევს სურავანდის დაავადებას, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით, დაღლილობით, ქოშინით, ძვლების ტკივილით, პერიფოლიკულური ჰიპერკერატოზით, პეტექიით და ექიმოზით, ღრძილების შეშუპებითა და სისხლდენით, ჰიპოქრომული ანემიით და ჰემატოპოეზის სხვა დარღვევებით, აგრეთვე ინფექციების და დაავადებებისადმი წინააღმდეგობის დაქვეითებით, ჭრილობების შეხორცების დარღვევით.

ფარმაკოკინეტიკა

ასკორბინის მჟავა კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ფართოდ ვრცელდება ყველა ქსოვილში. ასკორბინის მჟავას მარაგი ორგანიზმში ჩვეულებრივ შეადგენს დაახლოებით 1,5 გ-ს. ლეიკოციტებში და თრომბოციტებში კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე ერითროციტებში და პლაზმაში. ასკორბინის მჟავის რაოდენობა, რომელიც აღემატება ორგანიზმის მოთხოვნილებას (ჩვეულებრივ 200 მგ-ზე მეტი დღეში) სწრაფად გამოიყოფა. არამეტაბოლიზებული ასკორბინის მჟავა და მისი მეტაბოლიზმის არააქტიური პროდუქტები ძირითადად გამოიყოფა შარდით. ასკორბინის მჟავის რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით, დამოკიდებულია დოზაზე და შეიძლება თან ახლდეს მსუბუქი დიურეზი.

გამოყენების ჩვენებები

- C ვიტამინის დეფიციტი;

- სურავანდის მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში, გახსნილი ჭიქა წყალში (200 მლ).

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

პრეპარატი გამოიყენება ანალოგიური დოზით. ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ C ვიტამინის დეფიციტის გაზრდილი რისკი, რადგან საკვების მიღება შეიძლება შემცირდეს.

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ;

- ოქსალატური შარდკენჭოვანი დაავადება ან ოქსალურია;

- ჰემოქრომატოზი;

- თირკმლის მძიმე უკმარისობა.

არასასურველი რეაქციები

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: კანის სიწითლე.

გულისა და სისხლძარღვების მხრივ: ჰიპერემია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის და მუცლის ტკივილი.

თირკმელების და საშარდე გზების მხრივ: ჰიპეროქსალურიის განვითარების რისკის არსებობისას არ შეიძლება  ასკორბინის მჟავას 1 გ-ზე მეტი დოზების მიღება, ვინაიდან შეიძლება გაიზარდოს ოქსალატების გამოყოფა შარდში. თუმცა, ასეთი რისკი არ გამოვლენილა ჯანმრთელ ადამიანებში ჰიპეროქსალურიის გარეშე.

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაბამის ლაბორატორიულ და კლინიკურ გამოვლინებებთან ერთად მოიცავს ალერგიული ასთმის სინდრომს, მსუბუქ და ზომიერ რეაქციებს, რომლებიც პოტენციურად მოქმედებენ კანზე, სასუნთქ გზებზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მათ შორისაა სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ალერგიული შეშუპება და ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, კარდიო-რესპირატორული დისტრეს-სინდრომი და მძიმე რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.

ასკორბინის მჟავას მოხმარების გაზრდამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის მჟავას თირკმლისმიერი კლირენსის მომატება, რამაც დოზის სწრაფად შემცირების ან შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის მჟავას დეფიციტი. დღეში 600 მგ-ზე მეტ დოზებს გააჩნია შარდმდენი მოქმედება. 

ასკორბინის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია ზოგიერთ ადამიანში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქციები სამკურნალო საშუალებაზე ან გამოვლინდა ახალი არასასურვეოი რეაქცია, რომელიც  არ არის აღწერილი ამ პუნქტში, გთხოვთ, შეატყობინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

C-მუნი არ გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

არ შეიძლება რეკომენდებული დოზების გადაჭარბება. 

ასკორბინის მჟავას მოხმარების გაზრდამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის მჟავას თირკმლისმიერი კლირენსის გაზრდა, რამაც დოზის სწრაფად შემცირების ან შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის მჟავას დეფიციტი.

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ  გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, არ უნდა მიიღონ რეკომენდებულზე მეტი დოზები. ამ ჯგუფის პაციენტებში C ვიტამინის გადაჭარბება დაკავშირებული იყო ჰემოლიზურ ანემიასთან.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ვიტამინებს ან მედიკამენტებს ან იმყოფებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს.

C-მუნის ტაბლეტების და  სხვა პრეპარატების ან საკვები დანამატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.

C ვიტამინმა შეიძლება ხელი შეუშალოს ლაბორატორიულ ტესტებს და გამოიწვიოს ცრუ შედეგები. სადიაგნოსტიკო პროცედურების დაგეგმვისას ან ჩატარებისას აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.

C ვიტამინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტ-ფირფიტების და გლუკომეტრების მუშაობაზე გლუკოზის დონის გაზომვისას და გამოიწვიოს ცრუ შედეგები.

C-მუნის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდმჟავას განსაზღვრაზე ფოსფოვოლფრამატით ან ურიკაზით სპილენძის აღდგენით და კრეატინინის გაზომვაზე არადეპროტეინიზებულ შრატში.

ასკორბინის მჟავას მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგები ფარული სისხლის განსაზღვრისას.

დამხმარე ნივთიერებები

C-მუნი შეიცავს 350 მგ სორბიტოლს თითო ტაბლეტში. პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

C-მუნი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ასკორბინის მჟავას გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ორსულობაზე, ემბრიონულ/საშვილოსნოში განვითარებაზე, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე. ორსულობის დროს C-მუნი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ლაქტაცია

ასკორბინის მჟავა გამოიყოფა დედის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე მავნე ზემოქმედების მტკიცებულება არ არსებობს. C-მუნი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ფერტილურობაზე ზემოქმედების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ასკორბინის მჟავა ზრდის თირკმელებით ამფეტამინის გამოყოფას. ასკორბატის კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას და მოწევის დროს.

ასკორბინის მჟავა ზრდის რკინის შეწოვას.

ასპირინისა და ასკორბინის მჟავას ერთდროულმა მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ასკორბინის მჟავას შეწოვას. სალიცილატის თირკმელებით ექსკრეცია არ ირღვევა და არ იწვევს ასპირინის ანთების საწინააღმდეგო ეფექტის შემცირებას.

ალუმინის შემცველი ანტაციდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ალუმინის გამოყოფა შარდში. რეკომენდებული არ არის ანტაციდების და ასკორბინის მჟავის ერთდროული გამოყენება, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ამიგდალინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ციანიდით მოწამვლა.

ასკორბინის მჟავის ერთდროული მიღება დესფეროქსამინთან აძლიერებს რკინის გამოყოფას შარდით. კარდიომიოპათიის და გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები დაფიქსირდა ასკორბინის მჟავასთან ერთად პაციენტებში იდიოპათიური ჰემოქრომატოზით და თალასემიით, რომლებიც იღებდნენ დესფერიოქსამინს. ასეთ პაციენტებში ასკორბინის მჟავა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული და უნდა გაკონტროლდეს გულის ფუნქცია. 

ასკორბინის მჟავას შეუძლია გავლენა მოახდინოს სისხლში და შარდში კრეატინინის, შარდმჟავას და გლუკოზის ბიოქიმიურ განსაზღვრაზე.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

3 გ-ზე მეტი დოზით დღეში, არააბსორბირებული ასკორბინის მჟავა ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა განავლით. აბსორბირებული ასკორბინის მჟავის რაოდენობა, რომელიც აღემატება ორგანიზმის საჭიროებებს, სწრაფად გამოიყოფა. ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და თირკმელებში ოქსალატური ქვების წარმოქმნა.

ასკორბინის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს აციდოზი ან ჰემოლიზური ანემია ზოგიერთ ადამიანში გლუკოზო-6-ფოსფატ დიჰიდროგენაზას დეფიციტით. ასკორბინის მჟავას მასიური ზედოზირებისას შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა.

მკურნალობა

შეიძლება საჭირო გახდეს სიმპტომური და დამხმარე თერაპია. თუ პრეპარატი ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული, რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა.

გამოშვების ფორმა

შუშხუნა ტაბლეტები.

10 ან 20 ტაბლეტი პლასტმასის ტუბში დახურული პლასტმასის საცობით ადსორბენტით.

1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების დღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy