იმუნსაპორტი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით.
იმუნსაპორტი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ნატურალური კომპლექსი იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი
ფარმაკოლოგიური თვისებები: იმუნსაპორტი მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე. იმუნსაპორტი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი, ამაღლებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, ამსუბუქებს და ამცირებს გაციებისა და გრიპის სიმპტომებს. იმუნსაპორტს აქვს გამოხატული ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ზოგად მატონიზირებელი მოქმედება
ჩვენება
გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით
· გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
· სასუნთქი სისტემის ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქება
· ორგანიზმის საერთო გადაღლა
· დაცვა სეზონური ინფექციებისგან
შემადგენლობა
2 კაფსულა შეიცავს: C ვიტამინი - 30 მგ, სელენი - 20 მკგ, კურკუმინის ექსტრაქტი - 100 მგ, ჟოლოს ნაყოფის ექსტრაქტი - 200 მგ, ნივრის ექსტრაქტი - 20 მგ, მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი - 200 მგ, ბროწეულის ექსტრაქტი - 50 მგ, კვერცეტინი - 50 მგ, კატის ბრჭყალა (უნკარია) - 20 მგ, E ვიტამინი - 20 მგ, გრავიოლას ფოთლის ექსტრაქტი - 300 მგ, ბეტა გლუკანი - 100 მგ, ჟენშენი - 20 მგ, ლიკოპენი - 2 მგ, ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი -100 მგ, ყურძნის თესლის ექსტრაქტი - 100 მგ, სოკოების კომპლექსი - 80 მგ (Shiitak, Maitak, Reishi), არაბინოგალაქტანი - 20 მგ (Larix Laricina), ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი - 50 მგ, მცენარეული კომპლექსი - 100 მგ (რევანდის ფესვის ფხვნილი, ბურდოკის ფესვის ფხვნილი, მჟაუნას ფხვნილი, წითელი თელის ქერქის ფხვნილი)
დოზირება
1- 2 კაფსულა დღეში ჭამის შემდეგ.
უკუჩვენება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის პირები, პარკინსონის დაავადება
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account