Amvilab - ამვილაბი ომეგა 3-6-9 30 კაფსულა
ამვილაბი/ომეგა 3-6-9
ომეგა 3-6-9 აუცილებელი კომბინაცია თქვენი ჯანმრთელობისათვის
უფრო მეტი სარგებელი ვიდრე მხოლოდ ომეგა 3
უფრო მეტი მხარდაჭერა გულ-სისხლძარღვთა სისტემას
უფრო ძლიერი იმუნიტეტი
უფრო ძლიერი სახსრები
უფრო მეტი სილამაზე კანს
ამვილაბის ომეგა 3-6-9 წარმოადგენს თევზის ქონის და მცენარეული ზეთების (სელის თესლი, ბორაგოს ზეთი, ალისარჩული ზეთი) უნიკალურ კომბინაციას, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზმის მოთხოვნილებას შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებზე და ხელს უწყობს მათ მოხმარებას ოპტიმალური ფიზიოლოგიური თანაფარდობით: ალფა ლინოლის მჟავა (ომეგა 3), ეიკოზაპენტანის მჟავა (ომეგა 3), დოკოზაჰექსანის მჟავა (ომეგა 3), კონიუგირებული ლინოლეის მჟავა (ომეგა 6), გამა ლინოლეის მჟავა (ომეგა 6), ოლეინის მჟავა (ომეგა 9).
ორგანიზმში მოხვერისთანავე ომეგა 3-6-9 -ს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები უშუალოდ უჯრედებში გადანაცვლდებიან და ზემოქმედებას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე, სწორედ ამითაა განპირობებული ომეგა 3-6-9-ს თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი:
- აძლიერებს ორგანიზმის იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების და მხედველობის ორგანოს ფუნქციებს
- ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას
- არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადებების განვითარების რისკს
- აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას
- აუმჯობესებენ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას
- ამცირებს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს
- ზრდის სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას
- აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს
- უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, წონის კორექციას
- აუბჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურას
ამვილაბის ომეგა 3-6-9
- შეიცავს 100 %-ით ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ტექნოლოგიით მიღებულ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც მოლეკულურ დონეზეა გაწმენდილი მძიმე მეტალებისა და ტოქსინებისგან არ აღიზიანებს კუჭს და არ ტოვებს თევზის გემოს
- შეიცავს მაღალკონცენტრირებულ ომეგა 3-6-9 -ს, სადაც შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა 1000 მგ თევზისა და მცენარეულ ცხიმში შეადგენს 900 მგ-ს
- შეიცავს სპეციალური ტექნოლოგიით მიღებულ თევზის ქონს (ომეგა 3) ცხიმიანი ჯიშის თევზებისაგან (ზუთხი, ქაშაყი, სკუმბრია, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით)
- თევზის ქონის გარდა შეიცავს მცენარეულ ზეთებს: სელის ზეთი, ბორაგოს და ალისარჩულის ზეთი, რომლებიც შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების (ომეგა 3, ომეგა 6, ომეგა 9) ყველაზე მდიდარი მცენარეული წყაროა
სელის ზეთი - დიდი რაოდენობით შეიცავს ლინოლის მჟავას (ომეგა 3), კონიუგირებული ლინოლეის მჟავას (ომეგა 6), ოლეინის მჟავას (ომეგა 9), გარდა ამისა ვიტამინებს (E, B2, B3, B4, B5, B9, D ) მინერალებს, მაკრო და მიკროელემენტებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, სელენი, იოდი, თუთია და სხ.)
ბორაგოს ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით გამა ლინოლეის მჟავას (ომეგა 6) შედარებით მცირე რაოდენობით ოლეინის მჟავას (ომეგა 9) და ალფა ლინოლის მჟავას (ომეგა 3), ასევე მდიდარია ვიტამინებით ( A, E, K, B) მაკრო და მიკროელემენტებით (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, რკინა, თუთია, სელენი და სხ.)
ალისარჩულის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით კონიუგირებულს ლინოლეის მჟავას (ომეგა 6) და ვიტამინ K-ს
ვიტამინი E - უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში, აჩქარებს რეგენერაციულ პროცესებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზსს, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, აფერხებს უჯრედების დაბერების პროცესს
ჩვენება:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა
- კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე და სხვა
- რევმატოლოგიური დაავადებები: ართრიტი, ართროზი
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი
- მეან - გინეკოლოგია: ნაყოფის მცირე წონა, ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკი, პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
- ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა
- თვალის დაავადებები
- ავთვისებიანი დაავადებების პროფილაქტიკა
- იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: ომეგა 3-6-9, რომლის შემადგენლობაშიც შედის: თევზის ქონი, სელის ზეთი, ბორაგოს თესლის ზეთი, ალისარჩულის ზეთი, ეს ოთხი კომპონენტი უზრუნველყოფს: თევზის ქონი 1000 მგ, ომეგა 3 – 375 მგ, ომეგა 6 -552 მგ. ALA კომპლექსი (ალფა ლინოლის მჟავა მიღებული სელის ზეთისგან) ომეგა 3 – 150 მგ, EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა/თევზის ქონი) ომეგა 3 - 125 მგ, DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა/თევზის ქონი) ომეგა 3 - 100 მგ, CLA კომპლექსი (კონიუგირებული ლინოლეის მჟავა მიღებული ალისარჩულის ზეთისგან) ომეგა 6 – 290 მგ , GLA კომპლექსი (გამა ლინოლეის მჟავა მიღებული ბორაგოს თესლის ზეთისგან) ომეგა 6 - 262 მგ, ჯამური ცხიმი - 1 გ, პოლიუჯერი ცხიმი - 0.5 გ, ვიტამინი E (ტოკოფეროლი) – 6.7 მგ.
დოზირება: 1 კაფსულა 1-3 ჯერ დღეში
გამოშვების ფორმა: N30 ჟელატინისებრი კაფსულა
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account