რეუტაზა წვეთები 10მლ
ჩვენება: ჩვილთა ნაწლავური კოლიკის სიმპტომების შემცირება,აირწარმოქმნის შემცირება.
რეუტაზა
წვეთები, საკვები დანამატი
წვეთები ახალშობილებისა და ბავშვებისთვის,
Lactobacillus Reuteri და ფერმენტი ლაქტაზა
წამლის ფორმა და შეფუთვა:
10 მლ წვეთები per os მისაღებად, ყავისფერ ბოთლში, ფურცელ-ჩანართთან ერთად კოლოფში.
რას შეიცავს რეუტაზას წვეთები?
შემადგენლობა: 6 წვეთი:
ცოცხალი ლიოფილიზირებული რძემჟავა ბაქტერიის კულტურა – Lactobacillus reuteri DSM 26866 1•109 cfu*
ფერმენტი ლაქტაზა 13 მგ
cfu = კოლონიუმის წარმომქმნელი ერთეულები
შემადგენლობა:
რაფინირებული და არარაფინირებული ზეითუნის ზეთი; საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები; ლიოფილიზირებული Lactobacillus reuteri DSM 26866, სიმინდის სახამებელი; ფერმენტი: ლაქტაზა; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი; სილიკონის დიოქსიდი.
კვებითი ღირებულება | 100 გრამი შეიცავს | 6 წვეთი შეიცავს (290 მგ) |
ენერგეტიკული ღირებულება | 3233.8 კ/ჯ (786.3 კ/კალორია) | 9.4 კ/ჯ (2.3 კ/კალორია) |
პროტეინი | 0 გ | 0 გ |
კარბოჰიდრატები | 2.59 გ | < 0.01 გ |
– ადვილად შესათვისებელი (სახამებელი) | 2.59 გ | < 0.01 გ |
ცხიმი | 86.21 გ | 0.25გ |
– ნაჯერი | 4.15 გ | 0.01 გ |
– ნაჯერი, საშუალო – ჯაჭვიანი | 42.07 გ | 0.12 გ |
– უჯერი | 39.99 გ | 0.12 გ |
მარილი | 0 გ | 0 გ |
რისთვის არის განკუთვნილი რეუტაზა ?
კოლიკის და ლაქტოზას მალაბსორბციის სამკურნალოდ
შეიცავს ცოცხალ ლიოფილიზირებულ რძემჟავა ბაქტერიას Lactobacillus reuteri DSM 26866;
შეიცავს ფერმენტ ლაქტაზას, რომლებიც უზრუნველყოფენ:
•ჩვილთა ნაწლავური კოლიკის სიმპტომების შემცირება
•აირწარმოქმნის შემცირება
•ტკივილის მგრძნობელობის დაქვეითება
•ანთებითი პროცესების რეგულაცია
•ნაწლავის მიკრობიოტას შემადგენლობის ოპტიმიზაცია
როგორია რეუტაზას წვეთების გამოყენების სათანადო წესი?
პროდუქტი განკუთვნილია ახალშობილებისა და ბავშვებისთვის;
გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს რათა მიღწეულ იქნას არსებული ნალექის ნორმალური განაწილება;
მიღებულ იქნას პირდაპირ ან შერეული ცივ სასმელებთან ერთად, მაგ. წვენთან ან რძესთან ერთად.
რეკომენდებული დღიური დოზა : 6 წვეთი ერთჯერ დღეში საკვებთან ერთად ლაქტოზის აუტანლობის დროს; 2-3 წვეთი 3-5 ჯერ დღეში საკვებთან ერთად კოლიკის სიმპტომების დროს;
დღიური დოზის გადაჭარბება რეკომენდებული არ არის:
საკვები დანამატი არ გამოიყენება რაიმე სახის დიეტის ან ჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად;
მნიშვნელოვანია ბალანსირებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება;
თუ ბავშვი იღებს ანტიბიოტიკებს: ანტიბიოტიკების მიღების შემთხვევაში წვეთების მიღება უნდა მოხდეს 3 საათიანი შუალედის დაცვით.
პიქტოგრამები შეფუთვაზე აჩვენებს, თუ როგორ უნდა იქნას პროდუქტი სწორად გამოყენებული. პიქტოგრამები ნიშნავს:
ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს.
გამოიყენეთ პირველი გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.
უსაფრთხოების ზომები:
თუ ბავშვი ალერგიული ან ჰიპერსენსიტიურია პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ, არ უნდა მოხდეს რეუტაზას წვეთების გამოყენება.
შენახვის პირობები:
ინახება: 15-25 o C ტემპერატურის პირობებში ორიგინალურ შეფუთვაში.
ბოთლი მჭიდროდ დახურული.
პროდუქტი უნდა მოარიდონ წყალს.
პროდუქტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 2 წელი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account