Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი ჰიალურონი 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 32,57 GEL რეგულარული ფასი 65,13 GEL
მარაგშია
SKU
87466_651

ჩვენება:ჰიალურონის მჟავას ვიტამინებთან და მიკროელემენტებთან ერთად, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი კანისთვის.

დოპელჰერცი სისტემი ჰიალურონი

უფრო მკვრივი, გლუვი კანისთვის!

ასაკთან ერთად, კანი კარგავს თავის სიმკვრივეს და ელასტიურობას, რადგან მცირდება დერმის ორი ძირითადი კომპონენტის კოლაგენის და ჰიალურონის მჟავას სინთეზი.

დოპელჰერცი/სისტემი ჰიალურონი შეიცავს ჰიალურონის მჟავას ვიტამინებთან და მიკროელემენტებთან ერთად, რაც აუცილებელია ჯანსაღი კანისთვის.

ჰიალურონის მჟავა -ჯანსაღ კანს სჭირდება დატენიანება. ჰიალურონის მჟავა ორგანიზმის ბუნებრივი კომპონენტია, ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც წარმოიქმნება კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებში. ჰიალურონის მჟავას შეუძლია ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყლის შებოჭვა და შესაბამისად ახდენს კანის დატენიანებას,ამასთან ხელს უწყობს კანის ელასტიურობას, აძლიერებს კოლაგენის, ელასტინის გამომუშავებას, აუმჯობესებს დერმის სტრუქტურას. კანი ხდება უფრო ელასტიური, მკვრივი, გლუვი, ამცირებს ნაოჭებს და ახდენს მათი წარმოქმნის პრევენციას, იცავს კანს დაბერებისგან, აქვს დერმის უჯრედების სწრაფად რეგენერაციის უნარი, ამიტომ ეფექტურია აკნეს და პიგმენტური ლაქების მკურნალობის დროს.

ვიტამინი A, თუთია და ბიოტინი ხელს უწყობს ნორმალური და ჯანსაღი კანის შენარჩუნებას.

ვიტამინი C უზრუნველყოფს ენდოგენური კოლაგენის სინთეზს, აუმჯობესებს კოლაგენის და ჰიალურონის ბიოშეღწევადობას. იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, C ვიტამინი აუცილებელი კომპონენტია ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილისთვის.

ვიტამინი B7 - ბიოტინიხელს უწყობს კერატინის სინთეზს, არეგულირებს ბუნებრივ, რეგენერაციულ პროცესებს თმის ძირებში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება - გაახალგაზრდავებაში. ამცირებს გამონაყარს, ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის სინთეზს, შესაბამისად გავლენას ახდენს კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსება - დარეგულირებაზე, ასევე უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, სიმტკიცეს უბრუნებს მტვრევად ფრჩხილებს, ხელს უწყობს მათი ზრდის პროცესს, აფერხებს სოკოვანი დაავადების განვითარებას.

ვიტამინი E არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ზრდის კანის ელასტიურობას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ანიჭებს თმას ბზინვარებას.

E ვიტამინი კანის სილამაზის და ახალგაზრდობის შეუცვლელი კომპონენტია, ახდენს კანის უჯრედების კვებას და სწრაფ რეგენერაციას, რითაც განპირობებულია გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, კვებავს და ატენიანებს მშრალი ტიპის კანს.

სელენი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან.

თუთია ხელს უწყობს უჯრედების განახლებას და კანის ნაადრევი დაბერების შენელებას.

ჩვენება:

• ასაკობრივი ცვლილებები კანზე

• კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია

• კანის პიგმენტაცია და ფერის ცვლილება

• აკნე

• კანზე კოსმეტოლოგიური ჩარევების შემდგომი პერიოდი

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს: ჰიალურონის მჟავა - 100 მგ, ვიტამინი C - 60 მგ, ვიტამინი E – 20 მგ, ბეტა-კაროტინი - 10 მგ, პანტოთენის მჟავა - 6მგ, ბიოტინი - 150 მკგ, თუთია - 2,5 მგ, სელენი - 15 მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

1 კაფსულა დღეში, არ დაღეჭოთ.

გამოშვების ფორმა:

№30 კაფსულა.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი ჰიალურონი 60 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy