აქციები და სიახლეები

  1. შეარჩიე საუკეთესო საჩუქარი ქალთა დღისთვის — იზრუნე შენი საყვარელი ადამიანის სილამაზეზე

    შეარჩიე საუკეთესო საჩუქარი ქალთა დღისთვის — იზრუნე შენი საყვარელი ადამიანის სილამაზეზე

     

    მართალია, ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ საყვარელი ქალის საჩუქრებით განებივრება, მაგრამ 8 მარტს ეს უცვლელი ტრადიციაა. ალბათ, ქალთა დღისთვის ყველა განსაკუთრებით ემზადება და საგულდაგულოდ არჩევს საჩუქარს ძვირფასი ქალბატონებისთვის. თავის მოვლის რუტინა კი მანდილოსნების განუყოფელი ნაწილია, რათა სილამაზე და სიჯანსაღე დიდხანს შეინარჩუნონ. თემატურად, ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე პროდუქტს, რომლის ჩუქებითაც ნებისმიერ ქალს გაახარებთ!

    Read more »
  2. რა ვაჩუქო დედას 3 მარტს?

    რა ვაჩუქო დედას 3 მარტს?

    3 მარტს იმ დღესასწაულს აღვნიშნავთ, რომელსაც დედები და შვილები ერთნაირი ემოციით ელოდებიან. საჩუქრის ჩუქება კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია — ასე ვთქვათ, შვილებისა თუ ოჯახის წევრების მხრიდან სითბოს, მადლიერებისა და ყურადღების გამოხატვის უნივერსალურ ფორმას წარმოადგენს. 

     

    თითოეული ჩვენგანისთვის დედა ყველაზე ლამაზი ქალია — ყველას ჩვენი ეტალონი გვაყვს და გვსურს, მუდამ ამ სილამაზით ბრწყინავდეს. თავის მოვლის პროდუქტები კი ისაა, რაც ქალებს სილამაზისა და კანის სიჯანსაღის დიდხანს შენარჩუნებაში ეხმარება. ამიტომაც, თემატურად, ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე პროდუქტს, რომელთა ჩუქებითაც აუცილებლად გაახარებთ ნებისმიერ დედას.

     

    Read more »
  3. რა არის კრეატინინი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

    რა არის კრეატინინი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

    კრეატინინი ადამიანის ორგანიზმში კუნთების მიერ წარმოიქმნება და ის კრეატინის ნარჩენ პროდუქტს წარმოადგენს. კრეატინი კი, თავის მხრივ, ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც სხეული კუნთების ენერგიით მოსამარაგებლად იყენებს. საგულისხმოა, რომ რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა აქვს ადამიანს, მით მეტ კრეატინინს გამოიმუშავებს მისი სხეული. 

     

    ენერგიის მოხმარების პარალელურად, კუნთოვან ქსოვილებში მიმდინარე პროცესები სისხლში კრეატინინის გამოყოფას იწვევს. როგორც წესი, ეს ნარჩენი პროდუქტი სისხლში თირკმელების დახმარებით იფილტრება, ხოლო სხეულიდან შარდის საშუალებით გამოიყოფა. თუმცა თირკმელების არასწორმა ფუნქციონირებამ შეიძლება ორგანიზმში კრეატინინის ნორმაზე მეტად ზრდა გამოიწვიოს. 

     

    კრეატინინის დონის გაზომვამ შეიძლება მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები. შესაძლოა, ექიმმა გადაწყვიტოს პაციენტის კრეატინინის დონის შემოწმება სისხლში და

    Read more »
  4. რა უნდა ვიცოდეთ ვირუსული ინფექციების, ე.წ. ბატონების შესახებ

    რა უნდა ვიცოდეთ ვირუსული ინფექციების, ე.წ. ბატონების შესახებ

    მოსახლეობაში “ბატონების” სახელით გავრცელებული ბავშვთა ავადობა გადამდები ვირუსული დაავადებებია. ეს სახელწოდება მომდინარეობს ქართული წარმართული რელიგიური შეხედულებებიდან.

     

    “ბატონებს” მიეკუთვნება ისეთი ვირუსული ინფექციები, როგორებიცაა: ქუნთრუშა, წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ყივანახველა.

     

    წითელა, წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციებია, ქუნთრუშა კი იმით განსხვავდება მათგან, რომ მას არა ვირუსი, არამედ ბაქტერია იწვევს.

    ბატონები ბავშვთა ინფექციებია, რადგან, როგორც წესი, ისინი ძირითადად ბავშვობის ასაკში გვხდება. თუმცა, თუ ადამიანს ბავშვობაში არ გადაუტანია ინფექცია, ისინი ზრდასრულ ასაკშიც შესაძლოა დაემართოს.

    ქუნთრუშას სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ ინფექცია?

    ქუნთრუშას გამომწვევი არის A ჯგუფის ბაქტერია სტრეპტოკოკი. გამოყოფენ ქუნთრუშის მსუბუქ,

    Read more »
  5. აღმოაჩინე ორიგინალური საახალწლო საჩუქრები PSP-ში

    აღმოაჩინე ორიგინალური საახალწლო საჩუქრები PSP-ში

    ახალი წლის დღესასწაულს ჯადოსნურსა და მაგიურს ვუწოდებთ, თუმცა ზოგჯერ გვავიწყდება, რომ მთელი ამ განწყობის შემქმნელები თავად ვართ. გარკვეულ ასაკში მოულოდნელად გვეცლება ხელიდან თოვლის ბაბუის არსებობის იდეა და ვხვდებით, თურმე საჩუქრებს საყვარელი ადამიანები გვჩუქნიან. ემოცია და შეგრძნებები კი კიდევ უფრო ძვირფასი ხდება… ამიტომაც, საახალწლო სამზადისი მხოლოდ ნაძვის ხის ლამაზად მორთვასა და სუფრის გაწყობას არ ნიშნავს. ყველაფერი გაცილებით ადრე იწყება, როცა ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევას ვიწყებთ. 

     

    თემატურად, ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე ორიგინალურ საახალწლო საჩუქარს, რომელთა შეძენაც PSP-ში შეგიძლიათ.

     

    Read more »
  6. ნაკომი — პრეპარატი, რომელიც პარკინსონის დაავადებისა და პარკინსონიზმის სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება

    ნაკომი — პრეპარატი, რომელიც პარკინსონის დაავადებისა და პარკინსონიზმის სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება


    ნაკომი (Nakom) წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც პარკინსონიზმის სინდრომისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ არის განკუთვნილი. ის ეფექტიანად ამცირებს პარკინსონიზმის მრავალი სიმპტომის გამოხატულებას, განსაკუთრებით ბრადიკინეზიასა (მოძრაობათა ზოგადი შენელება) და კუნთების რიგიდობას. 

     

    ხშირად პრეპარატი ასევე წარმატებით ამცირებს პარკინსონის სინდრომთან და პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებულ შემდეგ სიმპტომებს:

     

    • ნერწყვის გამოყოფა;
    • ტრემორი (სხეულის ნაწილის რიტმული მოძრაობა, რომელიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება);
    • პოსტურალური არასტაბილურობა (წონასწორობის შენარჩუნების შეუძლებლობა დინამიკურ და სტატიკურ პირობებში);
    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy