
დიკლოფეროლი (Dicloferol) არის თანამედროვე პრეპარატი, რომელიც გამოირჩევა ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებებით. იგი ხელმისაწვდომია როგორც საინიექციო ამპულების, ისე ტაბლეტების სახით, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს და ექიმებს, შეარჩიონ შესაბამისი ფორმა მდგომარეობის სიმძიმისა და საჭიროების მიხედვით.
დიკლოფეროლის ამპულა – სწრაფი შვება მწვავე მდგომარეობებისთვის
დიკლოფეროლის ამპულა გამოიყენება, როდესაც აუცილებელია მყისიერი მოქმედება. მისი აქტიური ინგრედიენტი, ნატრიუმის დიკლოფენაკი, ახდენს სწრაფ ზემოქმედებას ტკივილზე და ანთებას სწრაფად უმკლავდება. პრეპარატი გვხვდება 5 ამპულიანი შეკვრით და 10 ამპულის სახით (დიკლოფეროლი 2.5%-იანი 3მლ)
პრეპარატი ფართოდ გამოიყენება მწვავე ტკივილისა და ანთებითი მდგომარეობების მკურნალობაში.
გამოყენების ძირითადი მიმართულებებია:
- მუსკულო-სკელეტური სისტემის დაავადებები: დიკლოფეროლი ხშირად ინიშნება რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, და მაანკილოზებელი სპონდილიტის მკურნალობაში.
- ტრავმისა და ოპერაციების შემდგომი ტკივილები: ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ დიკლოფეროლი ამცირებს შეშუპებას, ტკივილსა და ანთებას.
- ნაღვლის ბუშტისა და თირკმლის კოლიკა: ამ პირობებში დიკლოფეროლი ეფექტურად აქრობს ტკივილის ძლიერ ეპიზოდებს და ამიტომაც ტკივილგამაყუჩებლად მოიხმარება.
- შაკიკი და გინეკოლოგიური ტკივილები: დიკლოფეროლი ამცირებს შაკიკის შეტევებს და ხსნის ტკივილს პირველადი დისმენორეის დროსაც.
როგორ გამოიყენება მედიკამენტი? - დიკლოფეროლი ნემსის საშუალებით შეჰყავთ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად. მწვავე ტკივილის დროს რეკომენდირებულია 75 მგ დღეში ერთხელ, ხოლო მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ-მდე. პრეპარატის მოქმედება იწყება 10-20 წუთში, რაც მას იდეალურს ხდის განსაკუთრებით აუტანელი ტკივილის დროს.
ინტრავენურად მოხმარებისას დიკლოფეროლი შეჰყავთ წვეთოვანას დახმარებით ინფუზიის სახით.
1 ამპულა პრეპარატი, 75 მგ დიკლოფეროლი იხსნება 100-500 მლ Nacl-ის 0.9%-იან ან დექსტროზის 5%-იან ხსნარში. ინფუზიისათვის მომზადებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე.
რაც შეეხება პოსტოპერაციული ტკივილის სინდრომის მკურნალობას - ამ დროს ინტრავენურად შეყავთ 75 მგ 30-120 წთ-ის განმავლობაში. საჭიროებისას პრეპარატი შეჰყავთ განმეორებით, რამდენიმე საათის შემდეგ. დიკლოფეროლის მაქსიმალური დღიური დოზა ამ შემთხვევაშიც შეადგენს 150 მგ-ს.
პოსტოპერაციული ძლიერი ტკივილის საწინააღმდეგოდ პრეპარატი შეჰყავთ ე.წ. დარტყმითი დოზით - 25-50 მგ 15-60 წთ-ის განმავლობაში. პრეპარატის შემდეგი ინფუზია კი გრძელდება სიჩქარით 5 მგ/სთ, მაქსიმალური დღიური დოზის მიღწევამდე - ამ შემთხვევაშიც ლიმიტი 150 მგ დიკლოფეროლია.
დიკლოფეროლის ამპულების სახით მიღება არ შეიძლება თვითნებურად. თუკი თვლით, რომ ამის საჭიროება გაქვთ, გაესაუბრეთ ექიმს, მიმართეთ უახლოეს აფთიაქს ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
დიკლოფეროლის ტაბლეტი ყოველდღიური ტკივილის წინააღმდეგ
დიკლოფეროლის ტაბლეტები იდეალურია ქრონიკული მდგომარეობების სამკურნალოდ, როდესაც საჭიროა ტკივილის ხანგრძლივად მართვა. მისი ძირითადი ინგრედიენტი, კალიუმის დიკლოფენაკი, უზრუნველყოფს ტკივილისა და ანთების ხანგრძლივ შემცირებას.
დიკლოფეროლი 50-იანის მიღებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან - სწორედ მედიკოსმა უნდა განსაზღვროს, როგორია თქვენი ინდივიდუალური საჭიროება, რა დოზითა და სიხშირით მიიღოთ მედიკამენტი და, რაც მთავარია, რამდენ ხანს გაგრძელდეს მკურნალობა.
დიკლოფეროლის 50მგ-იანი ტაბლეტების ანოტაცია კი გვეუბნება, რომ ზოგადად ეს პრეპარატი ინიშნება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- მწვავე ან ქრონიკული რევმატოიდული ართრიტი;
- ოსტეოართრიტი;
- მაანკილოზებელი სპონდილიტი და პოდაგრა;
- ტკივილით მიმდინარე პოსტტრავმული და პოსტოპერაციული პერიოდი;
- სტომატოლოგიაში პოსტოპერაციული ტკივილი;
- ტკივილით მიმდინარე გინეკოლოგიური დაავადებები.
დიკლოფეროლის ანოტაცია გვეუბნება, რომ ტაბლეტების სტანდარტული დოზა მოზრდილებში შეადგენს 50 მგ-ს 3-ჯერ დღეში. მძიმე მდგომარეობების დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა დღეში 200 მგ-მდე.
განსხვავებული პრობლემების მიხედვით, შეიძლება, შეიცვალოს მედიკამენტის დოზირებაც. მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 150 - 200 მგ-ს დღეში, გაყოფილი 3-4 მიღებაზე. თუკი პრეპარატი მოქმედებს და დაავადება უკან იხევს, დოზა მცირდება და შეადგენს 75 - 100 მგ-ს - ეს დოზაც სამ მიღებაზე ნაწილდება.
თუკი ოსტეოართრიტი გაწუხებთ, ექიმი პრეპარატს რეკომენდებული დოზით, 100 - 150 მგ-ს დაგინიშნავთ დღეში. ეს დოზა გაყოფილია 2-3 მიღებაზე. დადებითი ეფექტის შემდეგ შესაძლებელია მკურნალმა ექიმმა შეამციროს დოზა.
მაანკილოზებელი სპონდილიტის შემთხვევაში დიკლოფეროლის დოზა, როგორც წესი, 100 - 125 მგ-მდეა დღეში - ამ შემთხვევაში ეს დოზა 4 ან 5 მიღებაზე უნდა განაწილდეს და რაღაც პერიოდის შემდეგ ნელნელა შემცირდეს.
პირველადი დისმენორეის დროს სადღეღამისო დოზა ინდივიდუალურად დგინდება - ამ შემთხვევაში მისი თვითნებურად მიღება განსაკუთრებულად იკრძალება.
როგორია გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები
როგორც სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, დიკლოფეროლიც შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს. როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, ეს მედიკამენტი ზოგჯერ იწვევს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში;
- ნერვული სისტემაზე ზემოქმედება: თავბრუსხვევა და თავის ტკივილი;
- კანის რეაქციები: გამონაყარი ან ქავილი.
მედიკამენტის მიღებამდე აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის დეტალურ შემადგენლობას და დარწმუნდეთ, რომ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიული არ ხართ.
ამას გარდა, დიკლოფეროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული:
- ორსულობისა და ლაქტაციის დროს;
- კუჭ-ნაწლავის წყლულის არსებობის შემთხვევაში;
- მძიმე თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის დროს.
თუკი რომელიმე ზემოხსენებული პრობლემა გაწუხებთ, ან ხართ ორსული/მეძუძური დედა, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ დიკლოფეროლი თვითნებურად. მისი დალევის, ან ინექციის შესახებ ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია და სწორედ პროფესიონალმა შეაფასოს არსებული რისკები და მედიკამენტის მოტანილი დადებითი ეფექტი.
დიკლოფეროლის ამპულა პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ, ისევე, როგორც ამ მედიკამენტის ტაბლეტები. პრეპარატი წარმოდგენილია აფთიაქებშიც და ონლაინ ვებგვერდზეც.
დიკლოფეროლის ტაბლეტის ფასი განსხვავებულია ამპულის ღირებულებისგან. როგორც წესი, დიკლოფეროლის ამპულის ფასი შედარებით მაღალია, თუმცა, ორივე ფორმაში მედიკამენტი ხელმისაწვდომია.
ორივე მათგანის ღირებულება ცვალებადი შეიძლება იყოს - მისი გადამოწმება პსპ-ს ვებგვერდზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, დიკლოფეროლი პსპ-ში სააქციო, ფასდაკლებული ღირებულებითაც შეიძლება შეგხვდეთ.
დიკლოფეროლი უნივერსალური საშუალებაა, რომელიც ეფექტიანად უმკლავდება როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ ტკივილს. მისი მრავალფეროვანი ფორმები – ამპულები და ტაბლეტები – მას ხდის შეუცვლელ პრეპარატად სხვადასხვა მდგომარეობის მართვაში.
თუ თქვენ გჭირდებათ ტკივილისგან სწრაფი შვება ან ხანგრძლივი მკურნალობა, დიკლოფეროლი თქვენი იდეალური პარტნიორი შეიძლება გახდეს ტკივილის და ანთების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account