„შავი პარასკევი“ და Outlet პროდუქტები PSP-ში

„შავი პარასკევისთვის“ ყველა ბრენდი თუ კომპანია განსაკუთრებით ემზადება, რათა მომხმარებლებს წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ფასდაკლებები შესთავაზოს. მართალია, ტრადიციულად, შოპინგის ეს ერთგვარი დღესასწაული ნოემბრის ბოლო პარასკევსაა, მაგრამ ბევრი ბრენდი დროს უფრო ახანგრძლივებს, რათა მრავალფეროვანი შეთავაზებები მეტად მასშტაბური იყოს. ასეა პსპ-ს შემთხვევაშიც, რომლის „შავი პარასკევიც“ 22-30 ნოემბერს მოიცავს.

 

რას გვთავაზობს პსპ „შავ პარასკევს“? 

 

წელს PSP-მ გადაწყვიტა, მომხმარებლებს არა სტანდარტული, არამედ ექსტრა ფასდაკლებები შესთავაზოს და აფთიქებში მომხარებლებს ე. წ. უათლეტ თაროები დაახვედრა. აუთლეტ თაროებზე წარმოდგენილია ლიმიტირებული პროდუქტები — შეზღუდული რაოდენობის ან მოკლე — 6 თვემდე ვადიანი პროდუქტები, ექსტრა, 70%-იანი ფასდაკლებით. თანაც ეს შეთავაზება 55 000-ზე მეტ ასორტიმენტს მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით — თავის მოვლის საშუალებებსა და დეკორატიულ კოსმეტიკას. გარდა ამისა, აუთლეტ თაროებზე წარმოდგენილი იქნება პირის ღრუს მოვლის საშუალებებიც,  60%-იანი ფასდაკლებით. ამ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს, მისთვის სასურველ პროდუქტს მიაკვლიოს და დიდი ფასდაკლებითაც ისარგებლოს.

 

საგულისხმოა, რომ მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში არსებობს და საკმაოდ დიდი წარმატებითაც სარგებლობს. ამგვარი სტრატეგია მათ საშუალებას აძლევს, ეფექტურად მართონ მარაგები და მომხმარებლებს მუდმივად განახლებული პროდუქცია შესთავაზონ. რეალურად, ასე არც ვარგისი პროდუქტები ფუჭდება, ხალხი კი დიდი ფასდაკლებით ახერხებს მათ შეძენას. ასე ვთქვათ, ფასდაკლებები ხელს უწყობს ძველი კოლექციების სწრაფად გაყიდვას, რაც სივრცეს ათავისუფლებს ახალი ასორტიმენტისთვის.

 

ადგილობრივ ბაზარზე სწორედ PSP იქცა პირველ კომპანიად, რომელიც ამ ინიციატივას ახორციელებს. ამისათვის ფარმაცევტული კომპანია საგანგებოდ მოემზადა, რათა მომხმარებლებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას „შავ პარასკევს“ შოპინგისთვის. უფრო კონკრეტულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, PSP-ს ყველა ქსელში მოეწყო ცალკეული თაროები და სტენდები, რომლებზეც უშუალოდ ეს Outlet პროდუქციაა განთავსებული. ამგვარი გამოყოფით, ყველასთვის გაცილებით მარტივია სასურველი ბრენდის თუ კონკრეტული პროდუქტის მოძიება.

 

როგორ ვისარგებლოთ „შავ პარასკევს“ PSP-ს შეთავაზებებით? 

 

უნდა გაითვალისწინოთ, რომ Outlet პროდუქტებზე 70%-იანი ფასდაკლებებით სარგებლობა მხოლოდ ფილიალში, ფიზიკურად შეძენის შემთხვევაშია შესაძლებელი.

 

თანაც, შესაძლოა, ყველა ფილიალში სხვადასხვა პროდუქტზე დაგხვდეთ ფასდაკლება, მთელი საქართველოს მასშტაბით. ხოლო მათ, ვისაც ონლაინშოპინგი სურს, შეუძლიათ, პსპ-ს ვებგვერდს ესტუმრონ და შერჩეულ პროდუქციაზე 70%-მდე ფასაკლებით ისარგებლონ; კონკრეტულ ასორტიმენტზე შეთავაზება იმოქმედებს როგორც ონლაინ, ისე ქსელში.



რაც შეეხება ბრენდებს, რა თქმა უნდა, პსპ-მ პრემიუმ, საუკეთესო და წამყვან ბრენდებს მოუყარა თავი. მათ შორისაა: კოდალი, SVR, ალგოლოჟი, მარტიდერმი, ესტედერმი, ვიში, პაიო, კეიპრო, რეფი, ბიოდერმა, ლე პეტიტი ოლივიე, ფარმაცერისი, კატრისი და ა. შ. მოგეხსენებათ, თითოეული მათგანი მაღალი ხარისხითა და ეფექტიანობით გამოირჩევა — ამიტომაც აქვთ მრავალწლიანი წარმატების ისტორია, რომელიც უწყვეტად გრძელდება.