
ხშირ შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში ინფექციების წარმოშობა მასში არსებულ პარაზიტებთან არის დაკავშირებული. სამედიცინო სივრცეში არსებობს პარაზიტებთან მებრძოლი მრავალი პრეპარატი, რომლებიც განკუთვნილია ისეთი მავნე ორგანიზმის გასათავისუფლებლად, როგორიცაა მაგალითად, ჭიები, ერთუჯრედიანი ორგანიზმები, მწერები და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ, ისინი ადამიანის ან ცხოველის სხეულში ცხოვრობენ და ზიანს აყენებენ მათ ჯანმრთელობას. ანტიპარაზიტულ პრეპარატებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ჰელმადოლი.
ჰელმადოლი წარმოადგენს ანტიჰელმინთურ პრეპარატს, რომლის აქტიური ნივთიერებაა ალბენდაზოლი. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია აქტიური ნივთიერების ალბენდაზოლის მოქმედებით.
იგი განეკუთვნება კარბამატბენზიმიდაზოლების ჯგუფს და ეფექტიანია ნაწლავური ნემატოდოზების უმრავლესობის, ასევე ლარვალური (ჭუპრისებრი ფორმები) ცესტოდოზების მიმართ. აღსანიშნია, რომ ალბენდაზოლს, როგორც ანტიპარაზიტულ პრეპარატს, გააჩნია მოქმედების საკმაოდ ფართო სპექტრი.
ქვემოთ დეტალურად გამოვყოთ ჰელმადოლის დადებითი თვისებები და მისი მოქმედების მექანიზმი.
რა სიმპტომების დროს ინიშნება და როგორ მოქმედებს ჰელმადოლი?
ჰელმადოლი არის მაღალეფექტიანი, პოლივალენტური მოქმედების ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია არსებული ჰელმინთოზების თერაპია:
- ნემატოდოზები;
- ასკარიდოზი;
- ტრიქოცეფალოზი (თავგარსა);
- ენტერობიოზი (მახვილები);
- ანკილოსტომიდოზები (ირიბთავიანები);
- ტრიქინელოზი;
- ტოქსოკაროზი;
- ძაღლების პარაზიტი;
- სტრონგილოიდოზი (ნაწლავური ჭია),
- ქსოვილოვანი ცესტოდოზები;
- ცისტიცერკოზი ;
- ღვიძლის, ფილტვების, მუცლის ჰიდატიდოზური ექინოკოკოზი.
ასევე, პრეპარატი გამოიყენება ალვეოლარული ექინოკოკოზის ქირურგიული მკურნალობის დროს დამხმარე საშუალების სახით.
რაც შეეხება ჰელმადონის მოქმედებას, იგი ამგვარია: ალბენდაზოლის მოქმედების მექანიზმი – მისი უნიკალური ფარმაკოლოგიური თვისებები ეფუძნება პარაზიტზე უჯრედულ დონეზე ზემოქმედებას, რაც იწვევს ჰელმინთის სასიცოცხლო ფუნქციების დათრგუნვას და საბოლოოდ მის სიკვდილს. ქვემოთ, განვიხილოთ პრეპარატის მექანიზმი:
ბეტა-ტუბულინის პოლიმერიზაციის ინჰიბირება
ალბენდაზოლი ხელს უშლის ბეტა-ტუბულინის პოლიმერიზაციას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიკროტუბულების ფორმირებაში. მიკროტუბულები აუცილებელია პარაზიტის უჯრედული სტრუქტურებისა და ფუნქციებისთვის, მათ შორის ტრანსპორტირების, ფორმისა და გაყოფისთვის.
გლუკოზის უტილიზაციის შეწყვეტა
როგორც წესი, გლუკოზის შეწოვისა და გამოყენების ბლოკირება არღვევს პარაზიტის ენერგეტიკულ ბალანსს, რაც პირდაპირ მოქმედებს მის გადარჩენაზე. ხოლო, ATP-ს სინთეზის დაქვეითება იწვევს პარაზიტის უჯრედებში ენერგიის დეფიციტს.
სეკრეტორული გრანულებისა და სხვა ორგანელების ტრანსპორტირების ბლოკირება
პარაზიტის შიდა ორგანელების ნორმალური ტრანსპორტირება ფერხდება, რაც ხელს უშლის მათ უჯრედულ ფუნქციებს. შედეგად, პარაზიტის ნორმალური ზრდა და რეპროდუქცია შეუძლებელი ხდება. ეს პროცესები საბოლოოდ იწვევს ჰელმინთის უჯრედების დაშლას და მის სიკვდილს, რაც შესაძლებელს ხდის ორგანიზმის სრულ გათავისუფლებას პარაზიტისგან.
როგორია პრეპარატის გვერდითი ეფექტები?
როგორ ყველა სხვა წამალს, ჰელმადოლის ტაბლეტებსაც აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტები, რომელთა გამოვლენა ძირითადად პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. აქვე გიზიარებთ მის შესაძლო გვერდით მოვლენებს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის შემთხვევაში
- ტკივილები მუცლის არეში;
- გულისრევა;
- ღებინება.
ცენტრალური ნერვული სისტემის დროს
- თავის ტკივილი და თავბუსხვევა.
დერმატოლოგიური რეაქციები
- ქავილი;
- გამონაყარი კანზე;
- სხვა ალერგიული რეაქციები.
რა უნდა ვიცოდეთ ჰელმადოლის გამოყენებამდე? — როგორი დოზებით მივიღოთ იგი
როგორც წესი, პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად, ექიმი განსაზღვრავს თუ ჰელმადონის რა ფორმა იქნება პაციენტისათვის მოსახერხებელი, რადგანაც არსებობს, რამდენიმე ასპექტი: მაგალითად პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატში შემავალ ნივთიერებებზე.
ქვემოთ დეტალურად გამოვყოფთ ჰელმადონის დოზირების და გამოყენების წესს:
ჰელმადოლი 200მგ განკუთვნილია პერორალურად მისაღებისთვის, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სუსპენზიის დოზირებისათვის გამოიყენება 13 მლ-იანი დოზირებელი თავსახური, რომელსაც გააჩნია 10 მლ, 5 მლ ან 2,5 მლ-იან დანაყოფები. პრეპარატის დოზები განსხვავდება ინვაზიის სახეობისა და პაციენტის სხეულის წონის მიხედვით. ჩვეულებრივ, მისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 800 მგ-ს.
ასკარიდოზისა და ტრიქოცეფალოზის დროს ჰელმადოლი (ალბენდაზოლი) ინიშნება კონკრეტული დოზებით, რომლებიც დამოკიდებულია პაციენტის წონაზე:
- სხეულის 60 კგ ან მეტი წონის პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზა არის 400 მგ დღე-ღამეში.
- ხოლო 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის პაციენტებს - 15 მგ/კგ დღე-ღამეში ორ მიღებად.
- ენტერობიოზის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დოზით 5მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად.
- სტრონგილოიდოზის, ანკილოსტომიდოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება 10 მგ/კგ დოზით სხეულის წონაზე ერთჯერადად 3 დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება იმავე დოზებით.
- ტრიქინელოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად 7-10 დღის განმავლობაში.
- ტოქსოკაროზის მკურნალობისას ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება 2 კვირიანი ან 1 თვიანი ინტერვალებით.
- ჰიდატიდოზური ექინოკოკოზის მკურნალობის დროს მკურნალობა ტარდება ნორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლების არსებობისას. როგორც წესი, ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-3 მიღებად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა-28 დღიანი 3 ციკლი 14 დღიანი შესვენებებით ციკლებს შორის.
- ცისტიცერკოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ წონაზე 3 მიღებად. კურსის ხანგრძლივობა 28-30 დღე.
რა უკუჩვენებები აქვს პრეპარატს?
ჰელმადოლის გამოყენებისას არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც მისი მიღება რეკომენდებული არ არის. პრეპარატი უმჯობესია არ მიიღოთ იმ შემთხვევაში თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ, ასევე, თვალის ბადურის პათოლოგიების დროს.
რაც შეეხება, ჰელმადოლიის გამოყენებას ორსულობა - ლაქტაციის პერიოდში: დაზუსტებულია, რომ პრეპარატის მიღება ორსულებისთვის საფრთხის შემცველია. ასევე, იგი უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. შესაბამისად ამ შემთხვევაშიც მისი მიღება კატეგორიულად არ შეიძლება!
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account