
რკინადეფიციტური ანემია - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის ანემიაა, რომელიც საკმაოდ სახიფათო მდგომარეობას წარმოადგენს და უყურადღებობის შემთხვევაში სერიოზულ გართულებებს იწვევს.
რკინადეფიციტური ანემია ვითარდება მაშინ, როცა ორგანიზმში ირღვევა მიღებულ და დახარჯულ რკინას შორის ბალანსი. გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებულია: ორსულობა, კვებითი დეფიციტი, დიეტა, ქრონიკული სისხლდენა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ძლიერი მენსტრუალური სისხლდენით, წყლულით, კიბოს ან ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების, განსაკუთრებით ასპირინის რეგულარული გამოყენებით.
თუ ანემიის მკურნალობა დროულად არ დაიწყო, შეიძლება მან გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები და პრობლემები, როგორიცაა: მუდმივი დაღლილობა, შრომისუნარიანობისა და კონცენტრაციის დაქვეითება, სიფერმკრთალე, უმადობა, მუდმივი სიცივის შეგრძნება, ხშირი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, გულის რიტმის აჩქარება, ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა, გონების დაკარგვა, გულის პრობლემები, ორსულობის გართულებები, ნაადრევი მშობიარობა და ა.შ.
რკინადეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის არსებობს მედიკამენტების დიდი არჩევანი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია ოლიგოფერი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ პსპ-ს აფთიაქებში.
რა არის და რისთვის გამოიყენება ოლიგოფერი?
ოლიგოფერი წარმოადგენს რკინადეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალო და დამხმარე საშუალებას, რომლის ეფექტიანობა განპირობებულია მასში შემავალი აქტიური კომპონენტების სინერგიული მოქმედებით. პრეპარატის შედგენილობაში შედის: ელემენტარული რკინა (რკინის ბისგლიცინატი) - 30მგ და ვიტამინი C - 60მგ. ვიტამინი C როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს რკინის შეწოვის კიდევ უფრო გაზრდას.
ოლიგოფერის გამოყენების ჩვენებებია:
- რკინადეფიციტური ანემია
- ჰემოროიდული კვანძებიდან სისხლდენით გამოწვეული ანემია;
- მენო-მეტრორაგიები;
- ანემია ორსულებსა და მეძუძურ ქალებში;
- პოსტოპერაციული ანემია
აქვს თუ არა პრეპარატს უკუჩვენება?
როგორც მედიკამენტების უმეტესობას, ოლიგოფერსაც აქვს უკუჩვენებები და მისი მიღება რეკომენდებული არ არის კონკრეტული მდგომარეობების დროს. პრეპარატის უკუჩვენებებს წარმოადგენს:
- მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- ღვიძლის უკმარისობა;
- ჰემოსიდეროზი;
- ჰემოქრომატოზი.
როგორია დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა
მედიკამენტი ინიშნება ექიმის მიერ და მისი დამოუკიდებლად მიღება არაა რეკომენდებული.
რკინადეფიციური ანემიის საპროფილაქტიკოდ რეკომენდებულია ოლიგოფერის ერთი კაფსულის მიღება, 1-ჯერ დღეში. სამკურნალო დოზები კი განისაზღვრება ინიდვიდუალურად, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით.
როგორ უნდა მიიღონ ოლიგოფერი ორსულებმა?
რკინის დეფიციტი განსაკუთრებით თავს იჩენს ორსულობის პერიოდში, ამიტომ აუცილებელია ოლიგოფერის მიღება დაწყებული იქნას ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდან, მთელი ორსულობის მიმდინარეობის დროს და ლაქტაციის პერიოდშიც.
გაითვალისწინეთ, რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა ნაყოფს რკინის საკმარის მარაგს უქმნის, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ რკინის დეფიციტი ახალშობილებში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account