წამალი ნუშურა ჯირკვლების პრობლემების წინააღმდეგ - რა უნდა ვიცოდეთ ტონზილოტრენის გამოყენებამდე

ტონზილოტრენი ა (TONSILOTREN A) წარმოადგენს ჰომეოპათიურ პრეპარატს, რომელიც გამოირჩევა ეფექტიანობით ტონზილიტისა და ნუშურა ჯირკვლების ანთების მკურნალობისას. მისი გამოყენება ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შემცირებას, ტკივილის შემსუბუქებას და ორგანიზმში თვითგანკურნების პროცესების გააქტიურებას.

ტონზილოტრენი ა აქტიურად გვეხმარება ტონზილიტით გამოწვეული სიმპტომების მართვაში. მისი ჰომეოპათიური ფორმულა შერჩეულია ისე, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად შეამციროს ანთება, ტკივილი და ნუშისებრი ჯირკვლების შეშუპება. პრეპარატი ასევე ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული და მორეციდივე დაავადებების დროს.

როგორია ტონზილოტრენის ტაბლეტების ძირითადი მახასიათებლები 

ტონზილოტრენის ტაბლეტი მზადდება ჰომეოპათიური აქტიური ინგრედიენტებით, მათ შორის ატროპინის სულფატი, ჰეპარ სულფური, კალიუმის ბიქრომატი და ვერცხლისწყლის იოდიდი. ტაბლეტები საწუწნია, ვიზუალურად აქვს თეთრი ფერი და ჩვეულებრივ უსაფრთხოა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, 2 წლიდან მოყოლებული. ტონზილოტრენი საბავშვო პრეპარატად მიიჩნევა ხოლმე, თუმცა, სინამდვილეში მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში ხდება.

პრეპარატი სპეციალურად შექმნილია ორგანიზმის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, რაც მას შესანიშნავ საშუალებად ხდის ნუშისებრი ჯირკვლების გადიდების, ქრონიკული ტონზილიტის და მორეციდივე მწვავე ტონზილიტის დროს.

მიღების წესი და დოზირება 

ტონზილოტრენი ბავშვებში განსაკუთრებით ეფექტურია და მოითხოვს მხოლოდ სწორი დოზირების დაცვას. 2-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის, ტაბლეტები შეიძლება დაიფშვნას და წყალში გაიხსნას, რაც ხელს უწყობს მარტივ მიღებას. ეს პრეპარატი იდეალურია როგორც მწვავე, ისე ქრონიკული მდგომარეობების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ მიღებისას ინფორმაციისთვის ტონზილოტრენის ინსტრუქციაც დაგვეხმარება, უნდა გვახსოვდეს - მედიკამენტების თვითმკურნალობა არ არის სწორი არჩევანი და ნებისმიერ შემთხვევაში წამალი ექიმმა უნდა დაგვინიშნოს.

ტონზილოტრენი მიღების წესი კი ინსტრუქციის თანახმად შემდეგია:

  • მოზრდილებისთვის: მწვავე სიმპტომების დროს 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში (არაუმეტეს 12 ტაბლეტისა დღეში). სიმპტომების შემცირების შემდეგ - 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
  • 12 წელს ზემოთ მოზარდები ტონზილოტრინს იღებენ ისე, როგორ მოზრდილები, თუმცა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
  • 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის: 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში (არაუმეტეს 6 ტაბლეტი დღეში) სიმპტომების გაქრობამდე, ხოლო შემდეგ, ისევ ექიმის გადაწყვეტილებით, შეიძლება შემდგომი მკურნალობისთვის დაინიშნოს 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
  • 2-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის: ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. 

ნუშურა ჯირკვლების გადიდების შემთხვევაში მოზრდილებსა და ბავშვებშიც გამოიყენება ტონზილიტის 1 ტაბლეტი დღეში სამჯერ. მსგავსი რეჟიმის მკურნალობის გაგრძელება რეკომენდირებულია 6-8 კვირის განმავლობაში, ექიმის მეთვალყურეობითა და მკურნალობით. თუკი მდგომარეობა ქრონიკულია, ან მორეციდივე ხასიათი აქვს, მკურნალობის რამდენიმე ციკლიც ინიშნება, თითოეული ასევე 6-8-კვირიანი. 

ტაბლეტები წესით საწუწნად არის განკუთვნილი და ნელა უნდა გალღვეს პირში. თუმცა, თუკი პატარას უჭირს გაწუწვნა და ამგვარად მედიკამენტის მიღება რთულდება, შეგვიძლია ტაბლეტების დაფშვნა და მცირე რაოდენობის წყალში გახსნა დასალევად.

საკვების მიღებასა და წამლის დალევას შორის უნდა დაიცვათ ნახევარსაათიანი ინტერვალი მაინც - ეს ეხება როგორც კვებამდე მედიკამენტის მიღებას, ისე კვების შემდეგ.

როდის იყენებენ ამ პრეპარატს 

ტონზილოტრენი a-ს ანოტაცია გვეუბნება, რომ მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი პირობების დროს:

  • მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი.
  • ნუშისებრი ჯირკვლების გადიდება.
  • ქირურგიული ოპერაციის შემდეგ შეხორცების პროცესის დაჩქარება.

საქართველოში ტონზილოტრენის ყველაზე გავრცელებული ფორმა ტაბლეტებია.  თუმცა,  სხვა ბაზრებზე შესაძლებელია მისი სხვა ფორმების ნახვა, როგორიცაა ტონზილოტრენის წვეთები და ტონზილოტრენის სპრეი, რომლებიც იდეალურია ალტერნატიული მიღებისთვის.

მიღების გვერდითი მოვლენები — ვინ არ უნდა გამოიყენოს ტონზილოტრენი? 

როგორც სხვა ყველა მედიკამენტს ტონზილოტრენსაც შეიძლება ახასიათებდეს გვერდითი მოვლენები, მაგალითად, ტონზილოტრენის ანოტაციის თანახმად, ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ან ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და იმ პირებში, რომლებსაც აქვთ ვერცხლისწყლის ან სხვა აქტიური ინგრედიენტების აუტანლობა.

გარდა ამისა, ტონზილოტრენი სიფრთხილითა და რისკების ჯეროვნად შეფასების შემდეგ ინიშნება ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებშიც. ამ კატეგორიის პაციენტებისთვის მედიკამენტის თვითნებურად მიღება დაუშვებელია.