ლარიფანი - ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება

ლარიფანი ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება და იმუნომოდულატორია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება: ლარიფანს (ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა) და დამხმარე ნივთიერებებს: კაკაოს ცხიმს, ლანოლინს, ნატრიუმის ქლორიდს, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს და გამოხდილ წყალს.  

პრეპარატის შედგენილობაში შემავალი აქტიური ნივთიერება ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობისაა და მას გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი და ანთების საწინააღმდეგო. 

ლარიფანი ახდენს ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაციას, ამასთანავე უზრუნველყოფს ანტივირუსულ დაცვას და გააჩნია იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს იმუნური უჯრედების (ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ.) გააქტიურებას და მობილიზაციას, რის შედეგადაც, ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი, იზრდება ორგანიზმის რეზისტენტულობა სიმსივნური უჯრედების განვითარებისა და გამრავლების მიმართ, იზრდება ვაქცინაციის ეფექტიანობა და ა.შ. 

ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. 

პრეპარატი ორგანიზმს ეხმარება როგორც ლოკალური, ასევე სისტემური დაცვითი ძალების გაუმჯობესებაში და ამავდროულად, ეფექტიანად მოქმედებს ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ. 

ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომია როგორც რექტალური სუპოზიტორიის, ასევე სპრეისა და მალამოს სახით. მისი შეძენა პსპ-ს აფთიაქებში შეგიძლიათ.

რა შემთხვევაში გამოიყენება ლარიფანი?

ლარიფანის სუპოზიტორია გამოიყენება:

  • სხვადასხვა ლოკალიზაციის რეციდივირებადი ჰერპეს ინფექციის სამკურნალოდ;  
  • მეორადი იმუნოდეფიციტის კორექციისა და ორგანიზმის ლოკალური და სისტემური დაცვითი ძალების გასაძლიერებლად;  
  • მწვავე ვირუსული ინფექციების (მათ შორის რესპირატორული) საწყის ეტაპზე (პირველივე სიმპტომებისას აჩერებს დაავადების შემდგომ განვითარებას). 

ხოლო ლარიფანის სპრეი განკუთვნილია:

  • პირის ღრუს, საყლაპავისა და ცხვირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად;
  • ზედა სასუნთქი გზებით ორგანიზმში მტვრისა და ინფექციების მოხვედრის რისკის შესამცირებლად;
  • სხვადასხვა მავნე გარემო ფაქტორებისგან (როგორიცაა: ალერგიული, ქიმიური, ვირუსული და ბაქტერიული ფაქტორები) ლორწოვანი გარსების იმუნური დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • პირის ღრუს, ცხვირისა და საყლაპავის ლორწოვანი გარსების ანთების წარმოშობის ალბათობის შესამცირებლად;
  • ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შესამცირებლად.

ლარიფანის სპრეი განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ პირებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მაღალი დამტვერიანების ზონაში, ქიმიკატებით დაბინძურებულ გარემოში, ან მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან.

ლარიფანის მალამო გამოიყენება კანისა და ტუჩების მოვლისა და დაცვისთვის.

მისი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია არახელსაყრელ პირობებში ყოფნისას, როცა კანსა და ტუჩებზე ხდება გამაღიზიანებელი ზემოქმედება. 

მალამო ხელს უწყობს კანის ბუნებრივ დაცვას, არბილებს და ამშვიდებს მშრალ გაუხეშებულ და გაღიზიანებულ კანს, ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას ბუშტუკების გაჩენისას. რეკომენდებულია ცხვირის ირგვლივ კანზე წასასმელად რესპირატორული დაავადებების პერიოდში. 

რა უკუჩვენებები აქვს ამ მედიკამენტს?

ლარიფანის ერ-ერთ უკუჩვენებას წარმოადგენს მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 

არ არის რეკომენდებული მკურნალობის კურსის ჩატარება ორსულობის დროს. 

ლარიფენი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატის მიღების წესი და დოზირება - რა უნდა ვიცოდეთ?

სუპოზიტორის გამოყენებისას რეკომენდებული დოზებია:

რეციდივირებადი ჰერპეს ინფექციის მკურნალობისას - 5 სუპოზიტორი უნდა გამოიყენოთ 1-ელ, მე-2, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს. ასეთი ორკვირიანი კურსები 4-კვირიანი ინტერვალით, 5-ჯერ უნდა გაიმეოროთ;

გრიპის ვირუსის დროს, განსაკუთრებით ეპიდემიის პერიოდში: უნდა გამოიყენოთ თითო სუპოზიტორი დღეში 1-ჯერ, 2 დღე მიყოლებით.   

საერთო იმუნომაკორეგირებელი ეფექტის მისაღწევად: უნდა მიიღოთ თითო სუპოზიტორი კვირაში 1-ჯერ, 5 კვირის განმავლობაში.  

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

რაც შეეხება ლარიფანის სპრეის მომზადებისა და გამოყენების წესებს: ჯერ უნდა გახსნათ პლასტმასის კაფსულა და გადაასხათ შიგთავსი შუშის ბოთლში. დამატებით გააზავეთ შიგთავსი 10 მლ სითხეში შერჩევით: 0,9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში (NaCl) ან ადუღებულ (ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებულ) წყალში.

ეფექტის მისაღწევად გაზავებული ხსნარი აეროზოლით ღრმად შეისხურე პირის და/ან ცხვირის ღრუში დღეში 1-2-ჯერ, ხოლო ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფმა პირებმა - დღეში 3-5-ჯერ. 

პროცედურები უნდა გაგრძელდეს 3-4 დღის განმავლობაში.  

მალამო უნდა დაიტანოთ თხელ ფენად ტუჩისა და კანის სუფთა უბნებზე, დღეში 1-2-ჯერ.

არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში დიდი ხნით დაყოვნების შემთხვევაში (ქარი, სინესტე, სიცივე, გადახურება და მზის გადაჭარბებული ზემოქმედება), მალამო დღეში რამდენჯერმე უნდა გამოიყენოთ.

რა პირობებში უნდა შევინახოთ პრეპარატი? 

ლარიფანის სუპოზიტორი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

რაც შეეხება სპრეის, იგი განზავებამდე ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო გაზავების შემდგომ მაცივარში - +2°C  -  +8°C ტემპერატურაზე ინახება. განზავებული სითხე მხოლოდ 3-4 დღის მანძილზე ინახება, რადგან უფრო ხანგრძლივმა შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის ეფექტიანობის შემცირება. გამოუყენებელი ხსნარი კი შეგიძლიათ გაყინოთ (-18 °C ტემპერატურაზე) ხანგრძლივი დროით - ვარგისობის ვადის გასვლამდე. 

ლარიფანის მალამო ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ. გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია!